x
მეტი
  • 04.08.2020
  • სტატია:102192
  • ვიდეო:347114
  • სურათი:465997
გამოიცანით ტესტი-რომელი ქვეყნის ავტომობილია?
image

საავტომობილო ინდუსტრია, როგორც მანქანათმშენებლობის განხრა, საფრანგეთში და გერმანიაში XIX საუკუნის 80 - 90-იან წლებში წარმოიშვა, ხოლო მე -19 საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში ინგლისში, ავსტრია-უნგრეთში, იტალიაში, აშშ-ში, ბელგიაში, კანადაში, შვეიცარიაში, შვედეთში.


1930-იან წლებში სსრკ-ში შეიქმნა სამრეწველო-ინდუსტრიალური ავტომშენებლობა.


1930-იან და 1950-იან წლებამდე ავტომრეწველობაში იყენებდნენ ხე-ტყის ნაწარმს, რომელიც მთლიანად ფოლადის ნაწილებმა ჩაანაცვა, (ძირითადად ძარისთვის)



1950-60-იან წლებში ავტოინდუსტრია ინტენსიურად ვითარდება იაპონიაში, დაახლოებით ამავე პერიოდში ავტომრეწველობა განვითარდა ბრაზილიაში, მექსიკაში, არგენტინაში, ესპანეთში და შედარებით შეზღუდული დონით ინდოეთში, ჩინეთში, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ირანში და კიდევ რამდენიმე სხვა ქვეყანაში.დღეისთვის მსოფლიოს 48 ქვეყანაში მზადდება ავტომობილები.


1950-იან წლებში იაპონურმა კომპანია Toyota– მ გამოიყენა Kaizen– ის დაფუძნებული ორგანიზებული წარმოების და ხარისხის გაუმჯობესების მოქნილი სისტემა, რომელიც ცნობილია როგორც " ტოიოტას მეთოდი", დღეისთვის იაპონურმა ავტომრეწველობამ დაიპყრო მთელი მსოფლიო საიმედოობის და მაღალი ხარისხის წყალობით





2009 წლიდან ავტოინდუსტრიას სათავეში მოექცა ჩინეთი, დღეისთვის წელიწადში ეს ქვეყანა საშუალოდ 25 მილიონ ავტომობილს ამზადებს, რაც მსოფლიო ავტომრეწველობის საერთო წილის 29%, თუმცა ავტომობილების 95% შიდა ბაზრისთვის არის, ექსპორტის წილი საკმაოდ მოკრძალებულია, წელიწადში 300-დან 400 ათასამდე ავტომობილი.


ალბათ არანაკლებ საინტერესო იქნება ვიცოდეთ, რომელი ქვეყნის მოქალაქეებს ჰყავთ ყველაზე მეტი საკუთარი ავტომობილი?ამ მხრივ ლიდერობს სან-მარინო, სადაც ყოველ სრულწლოვან 1000 მოქალაქეზე 1263 ავტომობილი მოდის, მეორე ადგილზეა მონაკო 899 ავტომობილი, ხოლო მესამეზე ახალი ზელანდია- 1000 კაცზე 860 ავტომობილი, საქართველო ამ მხრივ 61-ე ადგილზეა-ყოველ 1000 კაცზე 281 ავტომობილი.





ახლა კი ქვიზი, სადაც 15 კითხვაა, სამი სავარაუდო პასუხით, გაერთეთ და გაუზიარეთ მეგობრებს.


0
378
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
378
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0