x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134036
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
8 ერთი შეხედვით უვნებელი პროდუქტი, რომელიც შეიძლება ტოქსიკური იყოს: სოიოს სოუსი და სხვა
ნებისმიერი კვების პროდუქტი ან მედიკამენტი სასარგებლოა, თუ გარკვეულ რაოდენობას არ გადააჭარბებთ. შხამსა და მედიკამენტს შორის სხვაობა დოზირებაშია. გადაჭარბებამ შეიძლება ჯანმრთელობას ძალიან დიდი ზიანი მიაყენოს.

image

აი, რამდენიმე გავრცელებული პროდუქტი, რომლებიც არასწორი გამოყენების შემთხვევაში შეიძლება საზიანო იყოს.


სოიოს სოუსი


2013 წელს აშშ-ში ერთმა ბიჭმა დავის გამო ზუსტად 1 ლ სოიოს სოუსი დალია. ძალიან მალე მას კრუნჩხვები და განწყობის გაუარესება დაეწყო.

image

ექიმმა მის ორგანიზმში სითხის დეფიციტი და წარმოუდგენლად ბევრი ნატრიუმი (ჰიპერნატრიუმი) აღმოაჩინა. ნივთიერებათა ცვლაში ამ ნატრიუმის ჩარევამ სისხლდენა გამოიწვია.


ჩაი

2014 წელს 56 წლის მამაკაცი თირკმლის უკმარისობით საავადმყოფოში დააწვინეს, რაც ცივი ჩაის ჭარბმა მოხმარებამ გამოიწვია. აღმოჩნდა, რომ მან 16 ჭიქა ჩაი დალია, რამახ საშინელი შედეგები გამოიწვია.

image

დადგენილ იქნა, რომ თირკმლების დაზიანება ოქსალატმა გამოიწვია. ეს ნივთიერება შავი ჩაის შემადგენლობაში დიდი რაოდენობით გვხვდება. ასეთი უარყოფითი შედეგების თავიდან ასაცილებლად დღეში 6-ზე მეტი ჭიქა ჩაის დალევა არ ღირს.


მუსკატის კაკალი

image

მცირე რაოდენობით მუსკატის კაკალი უსაფრთხოა, თუმცა თუ დღეში 2 სუფრის კოვზზე მეტს შეჭამთ, შეიძლება ჰალუცინაციები დაგეწყოთ.


კბილის პასტა

90-იან წლებში კბილის პასტაზე მითითებული იყო გაფრთხილება, რომ მისი გადაყლაპვა არ შეიძლება, ხოლო კბილების გასაწმენდად მდოგვის მარცვლის ზომა კბილის პასტა უნდა გამოიყენოთ.

image

კბილის პასტის, განსაკუთრებით ფთორის შემცველის გადაყლაპვა შეიძლება სახიფათო იყოს, რადგან ფთორის კომპონენტები ძალიან ტოქსიკურია და შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა, საჭმლის მონელების დარღვევა, ზოგიერთ შემთხვევაში კი სიკვდილი.


უალკოჰოლო სასმელები

ის ძალიან ბევრ შაქარს შეიცავს, რომელიც ბევრი ორგანოს და სისტემის დარღვევას იწვევს.

image

ბოლო მონაცემებით, შაქრის სასიკვდილო დოზა 1 კგ სხეულის წონაზე 29, 7 გრამს შეადგენს. 1 ლ გაზიანი სასმელი კი დაახლოებით 100 გრ შაქარს შეიცავს. სწორედ ამიტომ, თუ ადამიანის წონა 80 კგ-ია და მან 23, 2 ლ გაზიანი სასმელი დალია, ეს მისთვის შხამიანი იქნება.


თინუსი

image

ამ თევზის ზოგიერთი სახეობა, კერძოდ თეთრი თინუსი, ბევრ ვერცხლისწყალს შეიცავს. სწორედ ამიტომ, 68 კგ წონის ადამიანმა 9 დღის განმავლობაში 170 გრამზე მეტი არ უნდა მიიღოს.


კუნთოვანი ტკივილის საწინააღმდეგო კრემი

image

ამ ტიპის კრემი კუნთების ტკივილს შეგიმცირებთ, მაგრამ მისი უსასრულოდ გამოყენება არ შეიძლება. მედიკამენტი გარეგნულად გამოიყენება, მაგრამ ის ფორებში ღრმად აღწევს, ხოლო მასში შემავალი მეთილის სალიცილატი სისხლძარღვებში ხვდება, რაც ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს.


ძირტკბილა

2 კვირის განმავლობაში ყოველდღე 57 გრ შავი ძირტკბილის მიღებამ შეიძლება გულის პრობლემები გამოიწვიოს. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ძირტკბილა გლიცირიზინს შეიცავს.

image

ეს ნაერთი კალიუმის დონის შემცირებას იწვევს. ამ მიკროელემენტის დეფიციტი კი წნევას ზრდის, რაც გულის უკმარისობას იწვევს.


ასევე დაგაინტერესებთ:

მარტივი ხსნარის დახმარებით ხილ-ბოსტნეულს პესტიციდების 80%-ს მოაშორებთ

image

7 პროდუქტი, რომელთა განმეორებით გაცხელება არ შეიძლება, მაგრამ ჩვენ ასე ვაკეთებთ

image

პროდუქტები, რომლებიც ალკოჰოლთან ერთად არ უნდა მიიღოთ

image

პროდუქტი, რომლებიც მოწევისთვის თავის დანებებაში დაგეხმარებათ

image

1 კვირა, თვე, წელი: რა ხდება ორგანიზმში, როცა ალკოჰოლს თავს ანებებთ

image

0
159
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
159