x
მეტი
  • 15.08.2020
  • სტატია:102556
  • ვიდეო:347336
  • სურათი:466510
იდუმალი გამოცანა: რისგან შედგება სამყარო?
სამყაროს მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი შედგება ჩვენთვის ცნობილი მატერიისგან. დანარჩენი რისგან შედგება, არ ვიცით. ხილული სინამდვილის მხოლოდ 5 % მოდის იმ მატერიაზე, რასაც ჩვენ ვიცნობთ და რისგანაც ყველაფერი შედგება ირგვლივ. სამყაროს მასის დანარჩენი 95 % კი ჩვენთვის გამოცანას წარმოადგენს.


არადა, ძალიან დიდი ხნის მანძილზე ფიქრობდნენ მეცნიერები, რომ ჩვენი სამყარო მხოლოდ ვარსკვლავებისგან და მათ შორის გაზ-მტვროვანი ნისლეულებისგან შედგებოდა. შემდეგ მათ შეამჩნიეს, რომ ზოგიერთი გალაქტიკა ისე სწრაფად ბრუნავდა საკუთარი ღერძის გარშემო, რომ ყველა ბუნებრივი კანონის ძალით მასში არსებული ვარსკვლავები დიდი ხნის წინათ უნდა გაბნეულიყო აქეთ-იქით, თუმცა ასე არ ხდებოდა. სწორედ ამგვარად აღმოაჩინეს მკვლევარებმა “ბნელი მატერია” - გალაქტიკებზე დაკვირვების და მათი შესწავლის გზით.


ბევრი ფიქრობს, რომ ბნელი მატერიის მიღმა იმალება მიკრონაწილაკების ჯერაც უცნობი სახეობა, ე. წ. ვიმპები (Weakly Interacting Massive Particles). დეტექტორებით ცდილობენ ფიზიკოსები ვიმპების “დაჭერას”, მაგრამ ჯერჯერობით მათი ყოველი მცდელობა უშედეგოა. ისინი ასევე ცდილობენ ვიმპების წარმოქმნას, რისთვისაც დიდ ადრონულ კოლაიდერს იყენებენ. ფიზიკოსები იმედოვნებენ, რომ ბნელი მატერიის შემადგენელ ნაწილაკებს უახლოეს წლებში აღმოაჩენენ.


მაგრამ ამჟამად კოსმოლოგები კიდევ ერთი თავსატეხის წინაშე დგანან: დაახლოებით 10 წლის წინ მათ აღმოაჩინეს, რომ სამყარო სულ უფრო სწრაფად ფართოვდება. გამოუცნობი ძალა ეწინააღმდეგება იმას, რომ სამყარო დამუხრუჭდეს და უკუსვლით იწყოს დაბრუნება საწყის სტადიამდე, რასაც სინგულარობა ეწოდება და საიდანაც ყველაფერი წარმოიშვა. ამ უცნაურ და ამოუცნობ ძალას მეცნიერებმა “ბნელი ენერგია” უწოდეს და მისი ძალა გაცილებით აღემატება ნორმალური და ბნელი მატერიების ძალას. თითქოს არსაიდან გაჩნდა სამყაროს მასის 70 %. არავის წარმოდგენა არ აქვს, რა არის ბნელი ენერგია და რა იმალება მის მიღმა.



მაგრამ ბევრი უბრალოდ ფიქრობს, რომ ბნელი ენერგია შეიძლება ოპტიკური ილუზია იყოს, რადგან ჩვენ სამყაროს სწრაფად გაფართოებად ნაწილში ვცხოვრობთ. ზოგიერთების აზრით კი ეს ასე არ არის და ბნელი ენერგია რეალურად არსებობს.


ბნელი მატერია

0
112
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
112
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0