x
მეტი
  • 10.08.2020
  • სტატია:102427
  • ვიდეო:347174
  • სურათი:466318
ტაბახმელაში ძაღლმა 5 წლის ბავშვი გიურზას დაკბენისგან გადაარჩინა (ფოტო)

image

ტაბახმელაში ძაღლმა ბავშვი ქვეწარმავალ გიურზასგან გადაარჩინა. ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვახტანგ ლომჯარია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ, 10 ივლისს მოხდა. ძაღლმა ეზოში მოთამაშე 5 წლის ბავშვი გველის კბენას გადაარჩინა, თვითონ კი მხოლოდ დროული სამედიცინო ჩარევით გადაურჩა სიკვდილს.


"დღევანდელი დღე დატვირთული იყო განცდებით, ემოციებით, გულშემატკივრობით ერთ ჰასკზე.
წარმოიდგინეთ ეზო ტაბახმელაში, სადაც მშობლებს ხუთი წლის პატარა უსაფრთხოდ ეგულებათ. თამაშობენ, მხიარულობენ და მოულოდნელად ძაღლი იწყებს წარმოუდგენელ ყეფას. ებრძვის “რაღაცას" ეს “რაღაცა" კი საქართველოში გავრცელებული ყველაზე საშიში გველი გიურზაა, რომელმაც ჩვენდა გასაოცრად ტაბახმელას გრილ ჰაერზე მოისურვა გასეირნება. სამწუხაროდ გველმა მოასწრო ძაღლისთვის ეკბინა, ოჯახის წევრებმა მალევე გაიაზრეს სიტუაციის სირთულე. განარიდეს ბავშვი ტერიტორიას, ჩართეს შესაბამისი სამსახურები და ძაღლი სასწრაფოდ გააქანეს კლინიკაში.
მისი მდგომარეობა იყო ძალიან რთული და დღის განმავლობაში ბევრჯერ განვიცადეთ მისი დაკარგვის შიში. მის გადარჩენას მერიის მთელი ხელმძღვანელობა გულშემარკივრობდა. და მინდა სიხარულით გამცნოთ პატარა ჯარისკაცის გამარჯვების შესახებ. ვფიქრიბ საპატიოდ დაიმსახურა დღის გმირის წოდებაც. წარმოდგენაც კი მაშინებს რა შეიძლება მომხდარიყო ეზოში ბავშვი, რომ ძაღლის გარეშე ყოფილიყო.
სახეზე დროებითი სასაცილო ასიმეტრიაა აქვს და სწორედ ეს ხდის სასაცილოს და მეტად საყვარელს", - წერს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელი, ვახტანგ ლომჯარია.

0
55
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
55
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0