x
მეტი
  • 15.08.2020
  • სტატია:102556
  • ვიდეო:347336
  • სურათი:466510
შუა საუკუნეების ,,სიცრუის დეტექტორი'' რომში

შუა საუკუნეებში გამოგონილი სიცრუის დეტექტორის წინაპარი ძლიერ განსხვავდება თანამედროვე პოლიგრაფისგან. დღეს ის რომში მდებარეობს და ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობაა.

image

ვარაუდობენ, რომ ეს სკულპტურა მედალიონი ანტიკური ფანტანის ნაწილი იყო ჯერ კიდევ I საუკუნეში და მასზე გამოსახულია ერთ-ერთი ღმერთი, ოკეანუსი. ასევე არის ვერსიაც, რომ გამოსახულება მდინარე ტიბრის ღმერთს ეკუთვნის.

image

მრგვალი სკულპტურა ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეოთხე საუკუნეში და XVII საუკუნემდე უფრო დეკორაციის ნაწილს წარმოადგენდა. შუა საუკუნეებში ცრუმორწმუნე ხალხს მტკიცედ სჯეროდა, რომ სკულპტურას შეეძლო მატყუარა ადამიანებისათვის ხელი წაერთმია, ამისთვის კი საჭირო იყო ხელი გამოსახულების პირში მოეთავსებინათ. პოპულარობა სკულპტურას სწორედ ამ ცრურწმენამ მოუტანა, თუკი ხელის მოთავსების შემდეგ ადამიანი იცრუებდა, ხელს დაკარგავდა. ამბობენ იმასაც, რომ სკულპტურის უკან ჯალათი იდგა ხოლმე და დამნაშავეებს ხელს სწორედ ის აჭრიდა. ამ ადგილას მოჰყავდათ ქმრებს ცოლებიც, როდესაც ღალატს ეჭვობდნენ.

imageimage

“სიმართლის პირის'' პოპულარობა დღეს იმდენად დიდია, რომ მას ხშირად აჩვენებენ სხვადასხვა ფილმში, მათ შორის ყველაზე პოპულარული ალბათ “რომაული არდადაგებია'', სადაც ოდრი ჰეპბერნი და გრეგორი პეკი მონაწილეობენ.



image

0
52
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
52
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0