x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"ერდოღანის გადაწყვეტილება ქრისტიანების შეურაცხყოფაა" - აშშ - ის სენატი
imageაშშ-ს სენატი პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის გადაწყვეტილებას, აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების თაობაზე საგანგებო განცხადებით ეხმაურება:


"აია სოფია სტამბულში, (თურქეთი) არის ღრმა სულიერი მნიშვნელობის ადგილი სხვადასხვა ქვეყნის ადამიანებისთვის მთელი მსოფლიოდან. სამი მეოთხედი საუკუნის განმავლობაში, თურქეთის პოლიტიკამ შეინარჩუნა ეს პატივცემული შენობა, როგორც მუზეუმი, მაგრამ პრეზიდენტმა ერდოღანმა დღეს ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც ამ მუზეუმის სტატუსს აუქმებს და მას მეჩეთად აქცევს.


ჩვენ მკაცრად ვგმობთ პრეზიდენტ ერდოღანის გაწყვეტილებას აია სოფიას მუზეუმის მეჩეთად გადაკეთების შესახებ. ისტორიის გარკვეულ მომენტებში, აია სოფია მუსულმანთა და ქრისტიანთა თაყვანისცემის ადგილი იყო და ათწლეულების განმავლობაში არაჩვეულებრივი და მისასალმებელი ცენტრი ყველა სარწმუნოების ხალხისთვის. ერდოღანის ამ ნაბიჯმა დიდი შეურაცხყოფა მიაყენა მთელ მსოფლიოს ქრისტიანებს, რომლებიც აია სოფიას უყურებენ, როგორც ნათელ შუქს და ღრმად სათაყვანო წმინდა ადგილს. მისი სტატუსის ასეთი გარდაქმა დაუშვებელია იმ დროს, როდესაც ჩვენ გვჭირდება მეტი ძალისხმევა, რომ გავდოთ ხიდები ისლამსა და ქრისტიანებს შორის.


მტკიცედ მოვუწოდებთ ერდოღანს გადახედოს ამ გადაწყვეტილებას და შეინარჩუნოს აია სოფიას ღირსშესანიშნავი მემკვიდრეობა და შეინარჩუნოს სტატუსი, როგორც რელიგიურად ნეიტრალური მუზეუმი, რათა ყველა რწმენისა და კულტურის ხალხი ეწვიოს მას და ერთად იზეიმოს ჩვენი საერთო მსოფლიო მემკვიდრეობა."-ნათქვამია საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, სენატორი ჯიმ რიშის და სენატორი რობერტ მენენდესის განცხადებაში.



როგორც ცნობილია თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ თაიფ ერდოღანმა აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა. ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს თურქეთის სასამართლომ მუზეუმის სტატუსი გაუუქმა.

1
267
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
267
  
2020, 17 ივლისი, 19:44
ჩემი აზრით,ეს გადაწყვეტილება კავშირშია სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტთან. ეს ტაძარი დიოფიზიტების წმინდა ადგილია,რომლის მემკვიდრეთ რუსეთი ასახელებს თავის თავს. რუსეთის მიმართ მიამრთული გადაწყვეტილება უფროა ეს,ვიდრე ქრისტიანების მიმართ. ევროპელებმა თავის თავს დააბრალონ ეს რო ასე მოხდა,რადგან თავად ჩააბარეს ოსმალებს კონსტანტინოპოლი და ეს ტაძარი. ვითომ დასახმარებლად ჩასული რომის პაპის დესპანმა ქალაქის დაპყრობა განიზრახა,რითაც ისარგებლა ოსმალებმა. პირადად ჩემთვის ეს არანაირ სიბრაზეს არ იწვევს და არ მგონია,რომ ქართველებმა ამაზე უნდა ვინერვიულოთ. ის უფრო მიკვირდა აქამდე რატო არ გააუქმეს და არა ეს ფაქტი.
0 1 1