x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ვიდეო: ამერიკელი ადოვკატების წყვილი იარაღით იცავს სახლს პროტესტანტებისგან
image


ამერიკელ ადვოკატთა ოჯახურმა წყვილმა სენტ ლუისიდან მთელი მსოფლიო დაიპყრო. მარკ და პატრიცია მაკლასკებმა პისტოლეტი და თოფი აიღეს, საკუთარი სახლის დასაცავად და მომიტინგეებთან შესახვედრად გამოვიდნენ. იარაღის დანახვისას, დემონსტრანტებმა წასვლა გადაწყვიტეს.



ახლა იურისტებს ახალი უბედურება დაატყდათ თავს - მათ ანგარიშსწორებით ემუქრებიან. პოლიციისადმი ყველა მიმართვა უიმედოდ დამთავრდა. პირიქით, საოლქო პროკურორი ამერიკელი წყვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვს, მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ იარაღით მუქარის გამო.



დაცვის კომპანიებმა, რომელთაც მაკლასკები დაუკავშირდნენ, უარი თქვეს წყვილის მხარდაჭერაზე, მათ ურჩიეს სახლის დატოვება და სენტ ლუისიდან წასვლა. თუმცა, იურისტები აზრს არ იცვლიან და არ ტოვებენ სახლს.





image



ეს საცხოვრებელი სახლი ოდესღაც ეკუთვნოდა პირველი ამერიკელი ლუდსახარში საამქროს უფროსის ადოლფუსს ბუშის ქალიშვილს. ანამ ის ააშენა რენესანსის სტილში, მან კოპირება მოახდინა XX საუკუნის დასაწყისის საუკეთესო იტალიური აგარაკებისა და სასახლეებიდან. შესასვლელი ჰგავდა ფლორენციის ერთერთ მედიჩის სასახლეს. ოთახები დაპროექტებულია და ავეჯიც არის იტალიური პალაცოს სტილით.
ვილას საკუთარი საორღანო და სამეჯლისო დარბაზები ჰქონდა. აქ, ამ დარბაზში ცეკვავდა ანა ბუშის ქალიშვილი, პატარა ოდრი.



1936 წელს ანას ოჯახმა სახლი გაყიდა. დიდი ხნის განმავლობაში - 1988 წლამდე სახლი იყო გაპარტახებული. ახალი მეპატრონეები ვერ მიხვდნენ ვითარების მნიშვნელობას და გაყიდეს ანტიკვარული ავეჯი, ძვირფასი ხის პარკეტი გაანადგურეს. მაგრამ 80-იანი წლების ბოლოს მაკლასკების წყვილმა იყიდა სახლი. ახალგაზრდა იურისტებმა გადაწყვიტეს სახლის აღდგენა, ხოლო 90 წლის ოდრი ბუშმა, რომელიც შემთხვევით აღმოჩნდა სენტ-ლუისში, გადაწყვიტა დაეხმაროს მაკლასკების ოჯახს საოჯახო სახლის აღდგენაში.ის მათ აწვდიდა ორიგინალური ინტერიერის ფოტოებს, ანტიკვარული ავეჯის და აქსესუარების სიებს.



image



სახლის აღდგენა თითქმის 30 წელს გაგრძელდა. როცა სახლი აღადგინეს იურისტები უკვე 60 წლამდე იყვნენ. მათ მოახერხეს ხის პანელების გაწმენდა, ორღანის აღდგენა და სახლის გაყიდული ავეჯის შეგროვება ანტიკვარული მაღაზიებიდან. ახლა კი სახლი, რომელიც სავარაუდოდ, მომვალში მუზეუმად გადაიქცევა, ადვოკატების წყვილმა პროტესტანტი მომიტინგეებისგან დაიცვა.



0
298
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
298
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0