x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
„გახდი ბესტსელერის ავტორი 2020“-ის სამი გამარჯვებული უკვე დასახელდა
image


„გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2020“-ის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი უკვე ცნო­ბი­ლია. ხალ­ხმა და ჟი­უ­რიმ არ­ჩე­ვა­ნი 16 ფი­ნა­ლისტს შო­რის გა­ა­კე­თა.


კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი არი­ან:


  • ჟი­უ­რის რჩე­უ­ლი - ნი­კო­ლოზ ცის­კა­რიშ­ვი­ლი - „ცე­ცხლის­წამ­კი­დე­ბე­ლი“;
  • ხალ­ხი­სა და ჟი­უ­რის ერ­თობ­ლი­ვი არ­ჩე­ვა­ნი - ქარ­და ქარ­დუ­ხი - „ჰერ­მე­სის დახ­ლი­და­რე­ბი“;
  • ხალ­ხის რჩე­უ­ლი - და­ვით ჩო­მა­ხი­ძე - „დე­ტექ­ტი­ვო­ბა­ნა“.

„გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2020“-ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა ნა­მუ­შევ­რის პირ­ვე­ლად წარ­დგე­ნი­დან გა­მარ­ჯვე­ბამ­დე საკ­მა­ოდ რთუ­ლი კონ­კუ­რენ­ცია გა­მო­ი­ა­რეს. გა­მოც­დი­ლი და კომ­პე­ტენ­ტუ­რი ჟი­უ­რის­თვი­საც საკ­მა­ოდ რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა ამ ათო­ბით გან­სხვა­ვე­ბულ ნა­მუ­შე­ვარ­ში სა­უ­კე­თე­სო­ე­ბის ამორ­ჩე­ვა.



რო­გორც მწე­რალ­მა და­ვით გა­ბუ­ნი­ამ ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნა:


„კონ­კურ­სის ძა­ლი­ან დიდი სირ­თუ­ლე არის ის, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი ტექ­სტია წარ­მოდ­გე­ნი­ლი. პირ­ველ ტურ­ში იყო ტექ­სტე­ბი, რო­მე­ლიც წარ­მოდ­გე­ნილ 21 გვერ­დში ძა­ლი­ან კარგ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებ­და, მაგ­რამ მე­ო­რე ტურ­ში გაგ­რძე­ლე­ბა სამ­წუ­ხა­როდ, ისე­თი­ვე კარ­გი აღარ იყო. მკი­თხვე­ლი­სა და ჟი­უ­რის აზრი მხო­ლოდ ერთ ტექ­სტზე და­ემ­თხვა ერ­თმა­ნეთს და ეს არის ქარ­და ქარ­დუ­ხის „ჰერ­მე­სის დახ­ლი­და­რე­ბი“. ეს ტექ­სტი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ გა­მოც­დი­ლი ლი­ტე­რა­ტო­რის ხელი ეტყო­ბა, რაც შე­უმ­ჩნე­ვე­ლი არ დაგ­ვრჩა. რაც შე­ე­ხე­ბა ჟი­უ­რის რჩე­ულს, ნი­კო­ლოზ ცის­კა­რიშ­ვი­ლის „ცეც­ლის­წამ­კი­დე­ბელს“, ესეც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ტექ­სტია, ავ­ტო­რიც ახალ­გაზ­რდაა. მისი ნა­მუ­შე­ვა­რი სა­ინ­ტე­რე­სო იყო იმ კუ­თხით, რომ ავ­ტო­რი ცდი­ლობ­და შე­ექ­მნა ჟან­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი და აღ­წე­რა­შიც თვი­თონ ასე უთი­თებს, მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში მგო­ნი ჟან­რუ­ლი კი არა, სა­ბო­ლო­ოდ, იმა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი გა­მო­უ­ვა, ვიდ­რე ავ­ტორს ჰგო­ნია“, - აღ­ნიშ­ნავს და­ვით გა­ბუ­ნია.


ჟი­უ­რის კი­დევ ერთი წევ­რის გუ­რამ ოდი­შა­რი­ას შე­ფა­სე­ბით, „პა­ლიტ­რა L”-ის ეს პრო­ექ­ტი და ავ­ტორ­თა მხარ­დამ­ჭე­რი სხვა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი არის ის, რაც ლი­ტე­რა­ტუ­რას აცო­ცხლებს.


„რაც შე­ე­ხე­ბა კონ­კურსს, ჩვენ სა­უ­კე­თე­სოს შერ­ჩე­ვა გაგ­ვი­ჭირ­და, რად­გან ძა­ლი­ან ბევ­რი ახა­ლი ხედ­ვით და­ნა­ხუ­ლი მათი სამ­ყა­რო სა­ინ­ტე­რე­სო იყო ჩვენ­თვის. რა თქმა უნდა, გარ­კვე­უ­ლი ხარ­ვე­ზე­ბი აქვთ, მაგ­რამ ეს პრო­ცე­სი მათ სა­მო­მავ­ლოდ ძა­ლი­ან წა­ად­გე­ბათ და „პა­ლიტ­რა L”-ს თა­ვი­ანთ სა­უ­კე­თე­სო მო­გო­ნე­ბებ­ში ყო­ველ­თვის გა­იხ­სე­ნე­ბენ“, - გან­მარ­ტა მან.


ლი­ტე­რა­ტორ პა­ა­ტა ჩხე­ი­ძის გან­მარ­ტე­ბით, კონ­კურ­სის ფარ­გლებ­ში ჟი­უ­რი ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო ტექსტს გა­ეც­ნო და ობი­ექ­ტუ­რად შე­არ­ჩია გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი.


„კონ­კურ­სში იყო რამ­დე­ნი­მე ძა­ლი­ან კარ­გი ნა­წარ­მო­ე­ბი. შე­ვა­ფა­სეთ ობი­ექ­ტუ­რად, მოგ­ვე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ სა­უ­კე­თე­სო გა­მოგ­ვერ­ჩია და თა­ვი­სუფ­ლად გვე­მუ­შა­ვა და ვინც ჟი­უ­რის რჩე­უ­ლე­ბად და­სა­ხელ­და, ვფიქ­რობ, ისი­ნი ობი­ექ­ტუ­რად იმ­სა­ხუ­რებ­დნენ გა­მარ­ჯვე­ბას“, - აღ­ნიშ­ნა პა­ა­ტა ჩხე­ი­ძემ.


გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L”-ის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სი „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი“ მე-4 წე­ლია ტარ­დე­ბა. პრო­ექ­ტმა არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო დამ­წყე­ბი და უკვე შემ­დგა­რი ავ­ტო­რი აღ­მო­ა­ჩი­ნა, რო­მელ­თა ნა­მუ­შევ­რე­ბიც გა­ყიდ­ვე­ბით ტოპ წიგ­ნე­ბის სი­ა­ში მოხ­ვდა.



0
18
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
18
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0