x
image
ლურჯი თოლია
ვახო სანაია თორნიკე შენგელიას "ცსკა-ში“ გადასვლას ეხმაურება

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში კალათბურთელ თორნიკე შენგელიას „ცსკა-ში“ გადასვლას ეხმაურება:

image

"-კაპიტანი ხარ. შენ არა ხარ მხოლოდ კალათბურთის ნაკრების წევრი. იმ პარკეტზე შენ მთლიანად საქართველოს კაპიტნობ, მის ღირსებას იცავ, მხედართმთავარიც ხარ და ყველაფერი. კაპიტანები მტრის ბანაკში არ გადადიან. არც ჯარისკაცი უნდა გადავიდეს, მაგრამ კაპიტანი წარმოუდგენელია. გული მწყდება. არ ვწერ მორალისტის პოზიციიდან. შენ ნაკრებში უნდა გიგულშემატკივროთ. როცა რუსეთს ეხება, იქ სპორტი მხოლოდ სპორტი არაა. საერთოდ, უნდა გავიგოთ, რომ სპორტი ცალკე არ არსებობს. ეს იგივეა, ოიერტეზე გადავიდე და საქართველოს წინააღმდეგ პროპაგანდისტული სიუჟეტები გავუშვა. რუსეთის არმიელთა გუნდში გადასვლა წარმოუდგენლად მძიმე შეცდომაა. არ ვიცი, როგორ მაგრამ იმედია, ცხოვრება ყველას მოგვცემს შეცდომების გამოსწორების შანს..."

9
399
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
399
  
2020, 14 ივლისი, 15:32
თორნიკე წარმატებები. სანაიას და მის მაგვარ ცოხნია ჟურნალისტებს ყურადღებას ნუ მიაქცევ.
2020, 12 ივლისი, 12:18
საბედნიეროდ მსუბუქი ფორმაა და დიდი იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება, ძლიერი იმუნიტეტის მქონე ბიჭები არიან საბედნიეროდ.
ჟურნალისტებთან მიმართებაში მთელი 100%-ით გეთანხმებით, არცერთ არხს როგორც ვიცი არ გაუშუქებია სრულფასოვნად ეს ფაქტი, არა და ჩვენი სამხედროები მეტ ყურადღებას და პატივისცემას იმსახურებენ.
2020, 12 ივლისი, 9:43
სანაიას თემა ღიად დავტოვე,რადგან არ მაქვს კარგი წარმოდგენა ჟურნალისტებზე.მისი ძმა დიდი ჟურნალისტი იყო და ის იმსახურებდა პატივისცემას,მაგრამ მოკლეს. თავიდან დიდი სიმპატიით განვეწყე ვახოზე,მაგრამ მალე მივხვდი რო არაა პრინციპული. დღეს პრინციპები ერთგული ჟურნალისტების ნაკლებობა ქვეყანაში და არც სხვა სფეროშია კარგი სიტუაცია ამ მხრივ.28 ინფიცირებული სამხედრო გვყავს ავღანეთიდან და ზერელედ გაშუქდა ეს. არავის უთქვამს როგორია მათი ჯამრთელობის მდგომარეობა მძიმე თუ მსუბუქი. საერთოდ არ მაინტერესებს,ვინ იქნება პარტიების საარჩევნო სიაში და ამაზე მიდის საუბარი სულ. ის ადამიანები,რომლებიც ქვეყნის სადარაჯოზე დგანან მეტ ყურადღებას იმსახურებენ. ჩემი დეიდაშვილია იქ და მისგან ვიცი,რომ საგანგაშო მდგომარეობა არ აქვთ არცერთს. ბუნებრივია ინფორმაციის გაგების შემდეგ მაშინვე შევეხმიანე და ინფორმაცია მოვიპოვე,თორე ეს ჟურნალისტები რას და როგორ გაავრცელებენ კაცმა არ იცის.
2020, 11 ივლისი, 12:22
ბევრ რამეში გეთანხმებით, უბრალოდ სანაიას რეაქციაზე მქონდა გამოხმაურება.
ქვა მან ესროლოს ვინც უფრო სუფთაას პრინციპით.
არც მე მომწონს ეროვნული ნაკრების კაპიტანი რუსული დროშის და ჰიმნის ქვეშ, რომ იქნება, რადგან რუსეთი ჩემთვის, ჩემი ოჯახისთვის და ასეულ ათასობით ქართველისთვის იყო, არის და იქნება ოკუპანტი.
მადლობა ნათქვამი სწორად, რომ გამიგეთ, ზოგიერთი ვერ იგებს და უაზრო შეურაცხყოფაზე გადადის, რაც ჩემი ცხოვრებით არასდროს დამიმსახურებია.
2020, 11 ივლისი, 9:49
ძელზე გაკვრას არავინ ითხოვს ამ ბიჭის,მაგრამ თავისი სახელი უნდა დაერქვას ყველაფერს და შესაბამისი რეაქცია უნდა მოყვეს. არა მარტო ამ ფაქტს,ყველაფერს მსგავს. ისე კი პროგნოზს გავაკეთებ,გამოიყენებენ და გამოაგდებენ,ვერაფერ ღირებულს ვერ შემატებს იმ გუნდში კარიერას. ჯიქიას ათქმევინეს უარი საქართველოზე,ათამაშეს რამოდენიმე თამაში და მიაგდეს. ანანიძემ საქართველო აირჩია,მაგიტომ გაუფარჩაკეს კარიერა. ეს ციკლიდან:"სპორტი სპორტია ძმაო,პოლიტიკა პოლიტიკაა"
2020, 11 ივლისი, 9:45
ასეთი რთული სიტუაცია ქვეყანას არც "ყიზილბაშობის",არც "ოსმალობი" და არც "დიდი თურქობის" დროს არ ქონია,რაგდან მაშინ იმედი მაინც არსებობდა და ადამიანებიც იყვნენ საბრძოლველად. ეხლა ქართველს ძნელია უწოდო ერი,მით უფრო თავმოყვარე ერი. როცა ერისთვის უფრო მნიშვნელოვანია ევროლიგის ტიტული,ვიდრე თავმოყვარეობა და ქვეყანა რაზეა საუბარი. ამბროსი ხელაიამ თქვა 100 წლის წინ,როცა ევროპელებს დახმარების სათხოვნელად მისწერა,რომ სსრკ ისეთ ექსპერიმენტებს ატარებს ქართველებზე,მათ უეჭველად სულიერად გადაშენება უწერიათო,ხოდა მართალი აღმოჩნდა. ეს ქვეყანა აღარ არის,ეს არის უთავმოყვარეო,მონური სულის და წაკუზული მენტალიტეტის ხალხი,რომელსაც მომავალი არ აქვს. როცა შენ მოძმეს წამებით გიკლავენ და შენ ამ დროს რუსების საამებლად,მათი პოპულარიზაციისათვის უნდა იბრძოლო,ოფლი ღვარო ამას ქვია "არაფერი" ამას სახელი არ აქვს.
2020, 11 ივლისი, 9:35
როცა საუბარი გვაქვს საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე,მაშინ ნათელია ყველაფერი და საზოგადოების უდიდესი ნაწილის მოთხოვნა. იმ დროს როცა ქართველების გენოციდში დადანაშაულებულია ქვეყანა,იქ მიდიხარ სათამაშოდ. ერთი წუთით წარმოიდგინე თავი ევროპელად,რომელსაც ვთხოვთ დახმარებას რუსეთთან კონფლიქტში,როგორი რეაქცია გექნება ასეთ ფაქტებზე? ეუბნები რო გენოციდი მომიწყო და ოკუპირებული აქვთ ქვეყნის ნაწილი,ამ დროს კი ამ ქვეყნის მოქალაქეები რუსეთს მისტირიან,იქ მიდიან სათამაშოდ,იქ გააქვთ პროდუქტი და რუსული კომპანია ფულს შოულობს ქვეყანაში. დასავლელი პარტნიორები პატივს ცემენ დემოკრატიას და როცა ქვეყნის მოსახლეობის უმრავლეოსობა ასველებს რუსეთზე,რატო უნდა იძალადონ? ან ავღანეთში რატო ვაგზავნით ბიჭებს? ნატოში შევლა გვინდა და ამის გამო ეს მისიები მნიშვნელოვანია,ხოლო რუსეთს არ უნდა ჩვენი იქ შესვლა. მოკლედ რო ვთქვათ,რატო ერთი ხელით აღმა რატო ვხნავთ და მეორეთი რატო ვფარცხავთ ქვემოთ. გურამიშვილმა არ თქვა,კახლების აღმა ხნული,ქართლელებმა დაბლა ფარცხეს,საქართველოს მოუვლინეს საუკუნო გასაჭირიო? უბრალოდ,არ შეიძლება ასეთი რაღააცები კეთება თუ გვინდა თავისულფალ,გამთლიანებულ და დამოუკიდებელ ქვეყანაში ცხოვრება,ხოლო თუ არ გვინდა ეგ სხვა სიტუაციაა და მაგ ლოგიკით პრობლემა არ არის ვინ სად იტამაშებს,ვინ ჩაჯდება პალამენტის თავჯდომარის სკამში და დროშა როგორი გვექნება.უბრალოდ,დროზე გამოვკვეთოთ ეს ყველაფერი და ადამიანები აღარ ჩავხოცოთ ამისათვის
2020, 11 ივლისი, 9:23
ვახო სანაიაზე რა ვთქვა,მაგრამ ვერ დაგეთანხმები შენგელიასთან მიმართებაში. შესაძლოა სხვა მეპატრონე ყავს,მაგრამ მსაებისთვის ისევ არმიის გუნდია. როგორც ენფილდზე ჟღერს თამაშის წინ ჰიმნი,ისევე ისმის იქ რუსული არმიის სადიდებელი სიმღერები.ყველა შემთხვევაში მისი გადასაწყევტია რას და როგორ გააკეთებს,მაგრამ ნაკრებში მისი თამაში შეურაწმყოფელია. ათასანაირ რამეს ამბობენ გასაპრავებლად,მაგრამ რეალობას აცდენილია. ერთხელ თუ დაუშვა შეცდომა ვიღაცამ,ეს ხო არ ნიშნავს რო სხვამაც იგივე უნდა ქნას? ვინვინდა შენ არ გესწავლება რუსული პროპაგანდის მუშაობის პრინციპი. ის არ არჩევს სფეროებს და ყველა მხრიდან ცდილობს დარტყმას. მსოფლიო რაგბის კავშირმა რუკა დადო,სადაც საქართველო აფხაზეთი და სამაჩაბლოს გარეშე იყო აღნიშნული. მალევე წაშალეს და შეცდომას დააბრალეს,ხომ ყველა ვხდებით რო ეს შეცდომა კი არა მიზანმიმართული ქმედება იყო. სხვა სპორტსმენებიც არ უნდა მიდიოდნენ რუსეთში,არც ჩვენი ეკონომიკა უნდა იყოს რუსეთზე ჩამოკიდებული და არც ვთბ ბანკი უნდა ასპონსორებდეს ნაკრებს,მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს რო დავიკიდოთ ყველამ და ვიმოქმედოთ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოთ?
2020, 10 ივლისი, 20:20
ეს ვისზე საუბრობს საერთოდ, წლების მანძილზე მათ დაცვაში იყო ვინც ძმა მოუკლა.
არმიელთა კლუბის მხოლოდ სახელი შერჩა იმ გუნდ, უცხოელი მეპატრონე ჰყავს და არმიასთან არანაირი კავშირი არა აქვს, მაგრამ შენ და შენისთანებმა ვინმეს, რომ არ წაკბინოთ არ შეგიძლიათ.
იარე ორი შარვლით და თორნიკეს შეეშვი...
0 1 9