x
მეტი
  • 10.08.2020
  • სტატია:102425
  • ვიდეო:347174
  • სურათი:466314
საინტერესო ფაქტები დროშების შესახებ

დროშები, ასე ვთქვათ, სახელმწიფოების სავიზიტო ბარათებია, რომელთა მეშვეობითაც მათ ცნობენ. ეროვნულნაციონალური დროშით ამაყობენ. რამდენი ქვეყანაც არსებობს მსოფლიოში იმდენივეა სახელმწიფო დროშაც.

image

1. მსოფლიოში უძველესი დროშა დაახლოებით ხუთი ათასი წლის წინ დაამზადეს თანამედროვე ირანის ტერიტორიაზე. იგი იყო დამზადებული სპილენძის შენადნობითა და სხვადასხვა ლითონებით.

ბრაზილია


2. ბრაზილიის დროშაზე ვარსკვლავების ადგილმდებარეობა შეესაბამება მათ პოზიციას ცაში, იმ წამში, როდესაც ბრაზილიამ დამოუკიდებლობა მოიპოვა.


აფრიკის ქვეყნის მოზამბიკის დროშაზე გამოსახულია კალაშნიკოვის ავტომატი.

image



3. პარაგუაის დროშა მსოფლიოში ერთადერთი ორმხრივი დროშაა, მისი ორივე მხრიდან გამოსახულებები ერთმანეთისგან განსხვავდება.

პარაგუაი



4. ომის მიმდინარეობისას ფილიპინების დროშა თავდაყირა დგას. ბევრ ქვეყანაში ეროვნული დროშის შეურაცხყოფა მკაცრად ისჯება.

ფილიპინები

5. მეკობრეების დროშა ცნობილია, როგორც « მხიარული როჯერი» გამოიყენებოდა მეკობრეების მიერ შენიღბვის მინით თითქოს და მათი გემი ჭირის ეპიდემიით იყო დაავადებული, რადგან სწორედ ასეთ გემებზე ჰკიდებდნენ შავ ნაჭერს, ხშირად თავის ქალის გამოსახულებით.

image


6. დანიის დროშა - უძველესია, რომელიც დღემდე გამოიყენება.

დანია

7. ნეპალის დროშა მოფლიოში ერთადერთია, რომელიც არ არის მართკუთხა.

ნეპალის დროშა

8. პლანეტა მარსს აქვს საკუთარი დროშა

პლანეტა მარსის დროშა


9. ნახევარმთვარე გამოსახულია მუსულმანური ქვეყნების დროშების უმრავლესობაზე.

ნახევარმთვარე.


10. სახელმწიფო დროშებზე ყველაზე გავრცელებული ფერებია: თეთრი, ლურჯი და წითელი


11. მეცნიერებას, რომელიც იკვლევს დროშებს ვექსილოლოგია ეწოდება.


12 დანიაში, ეროვნული დროშის საშუალებით შეგიძლიათ გააკეთოთ ყველაფერი, მაგრამ სხვა ქვეყნის დროშების შეურაცხყოფა აკრძალულია.


13. ყველა არსებული სახელმწიფოდან შეერთებული შტატები ყველაზე ხშირად იცვლიდა დროშას, მასზე ახალ ვარსკვლავებს ამატებდნენ.


14. ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა სახელმწიფო დროშა ლიბიის დროშაა, რომელიც 1977 წელს იქნა დამტკიცებული.

ლიბიის დროშა


0
107
შეფასება არ არის
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
107
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0