x
image
მაკა ნიკვაშვილი
"ყველანი მეზიზღებით, ვინც ვინმეს გაპრავებას ცდილობს, ვინც სიმართლეს არ ყვებოდა და არც ახლა ყვება"- ინგა გრიგოლია

image


ჟურნალისტი და გადაცემა "რეაქციის" წამყვანი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში გიორგი შაქარაშვილის ცხედრის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას ეხმაურება. გრიგოლიას თქმით, 19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმის მთავარი მონაწილეები სიმართლეს არ ჰყვებიან და გამოძიებას ცრუ ჩვენებებს აძლევენ. ჟურნალისტი დარწმუნებულია, რომ იქ მყოფთაგან ყველამ ყველაფერი კარგად იცოდა, თუმცა ოთხი დღის განმავლობაში ყველა დუმილს ამჯობინებდა და არც ახლა ამბობენ სიმართლეს:" საყვარელი, საბრალო, პატარა ბიჭი სიკვდილის მიზეზი - ასფიქსია, წყალში დახრჩობით. გიორგი შაქარაშვილს ცხედარზე აღენიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში. . ყველანი მეზიზღებით, ვინც ვინმეს გაპრავებას ცდილობს, ვინც სიმართლეს არ ყვებოდა და არც ახლა ყვება. საბრალო ბავშვი .ვითომ არავინ არაფერი იცოდა ხო, იქ მყოფთაგან, რაც მოხდა სინამდვილეში და ოთხი დღე გაყურსულები იყვნენ და დღემდე არ ყვებიან სიმართლეს?!" - დაწერა ინგა გრიგოლიამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე. ცოტა ხნის წინ, პროკურატურის მიერ გავრცელებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზად ასფიქსია, წყალში დახრჩობით დასახელდა. შეგახსენებთ, რომ 4 დღიანი სამძებრო სამუშაოების შედეგად ფეხბურთელის ცხედარი მდინარე არაგვში იქნა ნაპოვნი. გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.



0
557
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
557