x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მოლარემ ბანკიდან 25 მილიონი გაიტაცა და მიიმალა
image

რუსეთში ქალაქ უფაში, ბოლო დროის განმავლობაში ყველაზე გახმაურებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დასრულდა. ლუიზა ხირულინამ და მისმა მეუღლემ ბანკის სალაროდან 25 მილიონი რუბლი(350 000 ა.შ.შ.$) გაიტაცეს. დამნაშავეები მიიმალნენ, პოლიცია მათ სულმოუთმქელად ეძებდა მთელის ქვეყნის მასშტაბით. ისინი იპოვეს ყაზანში ნაქირავებ ბინაში. ცოლ-ქმარი უფას გადასცეს დიდი თანხის გატაცების, მითვისებისა და გაფლანგვის ბრალდებით. ზუსტად ერთი წელი გრძელდებოდა გამოძიება და საბოლოოდ სისხლის სამართლის საქმის მასალები გადაეცა სალავატის სასამართლოს.



სისხლის სამართლის 12 ტომი


შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლებმა ჩაატარეს საფუძვლიანი სამუშაო: ზარალის ზუსტი ოდენობის დასადგენად შეისწავლეს დოკუმენტები და მათი აღრიცხვა. ხელწერის, ფოტოტეკნიკურისა და ფსიქიატრიული ექსპერტიზით. სისხლის სამართლის საქმემ მოიცვა 12 ტომი.




დადგინდა, რომ თანხის მითვისება დაიწყო 2017 წლის სექტემბრიდან და გრძელდებოდა 2019 წლის მაისამდე. ზოგჯერ ქალს ნაქურდალი ფული ბანკის ოფისიდან გამოჰქონდა, ზოგჯერ კი პირდაპირ სალაროდან გადასვემდა ქმარს. მთლიანად ზარალი 25 მილიონ რუბლს აღემატება.რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ირინა ვოლკმა, დააზუსტა, რომ ფულის უმეტესი ნაწილი, მამაკაცმა კაზინოებში გაფლანგა.


ლუიზა ხირულინას ემუქრება თავისუფლების აღკვეთა ათი წლით და ჯარიმა ერთ მილიონ რუბლს შეადგენს. სასჯელი არც მეუღლისთვის იქნება მსუბუქი, ფულის მითვისებასა და გაფლანგვასთან ერთად თავდასხმაში ედება ბრალი.



შეგახსენებთ, რომ ეს გახმაურებული საქმე დაიწყო მაისის დასასრულს, როდესაც "როსელხოზბანკის" სალავატის ფილიალის მოლარემ შეიტყო მოსალოდნელი რევიზიის შესახებ, სალაროდან აიღო დიდძალი თანხა და მეუღლესა და ორ ქალიშვილთან ერთად მიიმალა.



თავიდან დამნაშავეებმა თავი შეაფარეს ტყეს, ცხოვრობდნენ მდინარესთან, შემდეგ კი ტაქსით წავიდნენ ყაზანში, სადაც იქირავეს ბინა. გამომძიებლებს უამრავი ვერსია ჰქონდათ მათ გაუჩინარებაზე, სანამ გულაჩუყებულმა ლუიზას მამამ ისაუბრა აზარტულ სიძეზე, მისი თქმით, მან ლუიზას აიძულა დანაშაულის ჩადენა. 4 ივლისს გამომძიებლებმა გაქცეულების კვალს ნაქირავებ ბინაში მიაგნეს. ლუიზა უფას წინასწარი დაკავების ცენტრში გადაიგზავნა. ბავშვები კი დროებითი მეურვების ქვეშ პაპას გადასცეს, მეუღლე მარატი კი გაათავისუფლეს. მამაკაცი მოსკოვშიც კი გადაფრინდა და მონაწილეობა მიიღო თოქ-შოუში. იფიცებოდა, რომ ყველაფერში დამნაშავე იყო თავად და ლუიზას პატიებას სთხოვდა. უფაში დაბრუნებისთანავე, მარატს ბრალი წაუწყენეს თანამზრახველობაში და გადაიყვანეს შიდა პატიმრობაში.
















0
596
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
596
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0