x
image
მაკა ნიკვაშვილი
აი, რატომ არ შეიძლება ტუალეტის ქაღალდის უნიტაზზე დაფენა

image


საზოგადოებრივი ტუალეტით სარგებლობისას, ყოველთვის ჩნდება ლოგიკური შეკითხვა, როგორ მოვიქცეთ, ვეცადოთ უნიტაზზე კანის პირდაპირი კონტაქტი თავიდან ავირიდოთ თუ მასზე ქაღლდი დავაფაროთ და ჩვეულებრივ ვისარგებლოთ? არსებობს კიდევ მესამე ვარიანტიც - სახლამდე მოვითმინოთ, თუმცა ეს უკანასკნელი ყოველთვის არ მუშაობს.



აი, როგორ გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან



image


შეიძლება წარმოუდგენლადაც კი, მოგეჩვენოთ, თუმცა სინამდვილეში, უნიტაზზე ქაღალდის დაფენით თქვენ სიტუაციას კიდევ უფრო ართულებთ. სინამდვილეში, ის ისეთი სპეციალური მასალით არის შექმნილი, რომელიც ბაქტერიებს "იგერიებს". თავად უნიტაზის ფორმა და ზედაპირი იმაზეა გათვლილი, რომ ბაქტერიებმა მის ზედაპირზე დარჩენა ვერ შეძლონ. მასზე ქაღალდის დაფარებით კი, თქვენდა უნებურად, მათი გამრავლებისთვის მშვენიერ გარემო პირობებს ქმნით. ტუალეტის ქაღალდის დაფენისას ჰაერიდან მასზე მილიონობით ბაქტერია ხვდება, რომელიც საბოლოოდ, კანის პირდაპირი კონტაქტისას ყველა მათგანი თქვენზე გადმოდის. ჩვენს სხეულს ისედაც თავად გააჩნია ბუნებრივი ანტიბაქტერიული ბარიერი, რომელიც ჩვენს ორგანიზმს საგანგებოდ იცავს.



image


და ბოლოს - ტუალეტის ქაღალდის ბაქტერიებისგან დასაცავად შეგიძლიათ, "კლოზეტით" სარგებლობის შემდეგ ხელები (მინიმუმ 20 წამის განმავლობაში) თბილი ან ცხელი წყლის საშუალებით, საპნით კარგად დაიბანოთ. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ფრჩხილების ქვეშ და თითებს შუა ადგილებს. შეიმშრალეთ ხელები ქაღალდის ხელსახოცით ან გაიშრეთ. საპირფარეშო ოთახიდან გამოსვლისას შეეცადეთ სუფთა ხელებით კარების სახელურს არ შეეხოთ.



0
346
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
346