x
image
დავითი ჩუთლაშვილი
დონალდ ტრამპის ფინანსურ ანგარიშებს პროკურორები შეისწავლიან
როგორც ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ ცოტა ხნის წინ ხმათა დიდი უმრავლესობით (7 ხმა 2-ის წინააღმდეგ) დაადგინა, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვალდებულია, გააასაჯაროოს საკუთარი ფინანსური ანგარიშები, რომლებსაც ნიუ-იორკის პროკურორები შეისწავლიან.


მაგრამ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასევე ვკითხულობთ, რომ ტრამპმა საკუთარ ანგარიშებთან დაკავშირებული ინფორმაციები საკანონმდებლო ორგანოს არ უნდა გაუზიაროს, რომლის ზედა პალატაში, სენატში პრეზიდენტის მმართველ რესპუბლიკურ პარტიას მცირე უმრავლესობა ჰყავს.


აღსანიშნავია, რომ ტრამპი რიჩარდ ნიქსონის შემდეგ შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტია, რომელიც ჯიუტად მალავს და არ ასაჯაროებს საკუთარ საგადასახადო დეკლარაციას, რადგან მისი ადვოკატები აქამდე ამტკიცებდნენ, რომ ის სრული იმუნიტეტით სარგებლობდა “თეთრ სახლში” ყოფნის პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრები და ნიუ-იორკის ოლქის პროკურორი საირუს ვენსი რამდენიმე წელი უშედეგოდ ითხოვდნენ, პრეზიდენტს გამჭვირვალე გაეხადა საკუთარი საგადასახადო დეკლარაციები.


აღნიშნულს პოლიტიკურ დევნად აფასებს თავად დონალდ ტრამპი. “კუდიანებზე ნადირობა” - ასე დაწერა მან ცოტა ხნის წინ Facebook-ის საკუთარ გვერდზე.



უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას პრეცედენტის ძალა აქვს, რის მიხედვითაც ირკვევა, რომ პრეზიდენტს არ გაჩნია აბსოლუტური იმუნიტეტი, რადგან ამერიკის შეერთებული შტატების არცერთ მოქალაქეს არ აქვს უფლება, მტკიცებულებები დაუმალოს სასამართლოს.


როგორც კონგრესის დემოკრატი წევრები იმედოვნებენ, საგადასახადო დოკუმენტების გასაჯაროებით ნათელი მოეფინება ტრამპის უკანონო კავშირებს საზღარგარეთ მცხოვრებ პირებთან და სხვა საეჭვო აქტივობებს.


წარმომადგენელთა პალატის დემოკრატმა თავმჯდომარემ, ნენსი პელოსმა უზენაესი სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას “ცუდი ინფორმაცია” უწოდა პრეზიდენტ ტრამპისთვის, რომელიც, შესაძლოა მალე მხილებულ იქნას ფინანსურ მაქინაციებსა და მსგავს უკანონო საქმიანობებში.


ტრამპი

0
37
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0