x
image
Yoona
Mediator image
Sony–ს პერსონალური ჯიბის კონდიციონერი როგორც იქნა გაყიდვაშია
ქუჩაში ტემპერატურა მატულობს და სიცხე სულ უფრო და უფრო აუტანელი ხდება. პორტატული პერსონალური კონდიციონერის იდეა, რომელიც სხეულს სმარტფონის დახმარებით გააგრილებს, ნამდვილ მხსნელად გვეჩვენება.

image

ჯიბის კონდიციონერი Reon თერმოელექტურ გაგრილებას იყენებს, მაგრამ კომპანია „სონი“ ამბობს, რომ ზამთარში მის გამოყენებას გამათბობლად შეძლებთ. ის მომხმარებლის სხეულის ტემპერატურას მნიშვნელოვნად და დიდხანს ამცირებს 13 გრადუს ცელსიუსამდე, ასევე გაზარდოს დაახლოებით 8 გრადუსი ცელსიუსით.


ჯიბის კონდიციონერი


image

Reon Pocket გამოიყენება სპეციალურ პერანგთან ერთად, რომელსაც კისრის საფუძველში ჯიბე აქვს. ბლუთუზის მოწყობილობა, რომელიც დაახლოებით 85 გრამს იწონის, აპლიკაციას უკავშირდება, რომელიც სხეულის ტემპერატურას არეგულირებს.

image

image

„შეამცირეთ დისკომფორტი სხვადასხვა ტემპერატურის გამო, როგორიცაა ცხელი ზაფხულის დღეები, დახუთული მოგზაურობა, ცივი ზამთრის გასეირნება და ა.შ. მთავარია, მხოლოდ ერთი პატარა კონდიციონერის გამოყენებით ზამთარ–ზაფხულ კომფორტი იგრძნოთ“ – ამბობს კომპანია Sony თავის მოწყობილობაზე.


image

პერსონალური კონდიციონერი როგორც Android–ის, ასევე iOS–ის მოწყობილობაზე მუშაობს და სტანდარტული ზომის USB-C–ით იტენება.


image

პირველად მის შესახებ 2019 წლის ზაფხულზე გახდა ცნობილი. კომპანია „სონი“ გაჯეტის გამოშვებას ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის აპირებდა. გაყიდვები უკვე დაიწყო. თითოეული მოწყობილობა დაახლოებით 130 დოლარი ღირს და ამ დროისთვის სხვადასხვა იაპონურ საიტებზე ხელმისაწვდომია. ოღონდ მხოლოდ წინასწარი შეკვეთით, რადგან ხელთ არსებული უკვე გაიყიდა.


ასევე დაგაინტერესებთ:

ქმარმა დასატენი სადენი გადაჭრა და ფოლგა დაახვია. შედეგმა გამახარა

image

ამ 5 ხრიკის დახმარებით ინტერნეტის სიჩქარე 3-ჯერ გაიზარდა

image

14 რამ, რომლებიც თქვენს კომპიუტერს ანადგურებენ

image

რა იცის თქვენს შესახებ Google-მა, Facebook-მა და Apple-მა ერთად აღებულმა?

image

ხრიკები, რომელთა დახმარებით თქვენი სმარტფონი სუპერ გაჯეტი გახდება: ფოტო ყურსასმენის დახმარებით

image


0
162
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
162