x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ჯვარზე გაცმაში საქართველო პირველია - იუნა შაფათავა
image

იუნა შაფათავა თორნიკე შენგელიას მოსკოვის "ცსკა"-ში გადასვლას სოციალური ქსელით აშშ-დან ეხმაურება და წერს:



"ჯვარზე გაცმაში საქართველო პირველია.
არ შეიძლება მუდამ მტრობა. უბრალოდ არ შეიძლება.
ადამიანი თავისუფალია თავის არჩევანში.
კი, არაერთხელ მითქვამს და ვიმეორებ: სპორტი საზღვრებს გარეშეა.
კი, შენგელია ცსკა_ში გადავიდა და ეს მისი, პირადი არჩევანია. სპორტსმენობა პოლიტიკოსობა არაა.
სპორტსმენი- მშვიდობის დესპანია.
ისევე, როგორც კულტურის მუშაკი.
საერთოდ არ გააჩნია საქართველოს კულტურული კავშირები მსოფლიოსთან და ეს მსოფლიოს არა, საქართველოს გოიმური ჯიქური პოზიციის ბრალია.
მე პაციფისტი ვარ. დღეს ნიუ იორკში ვცხოვრობ და მსოფლიო ინტეგრაცია და თანამეგობრობა რამდენად მნიშვნელოვანია, ყოველი დღე ამას ადასტურებს.
იყავით დემოკრატები და მიხედეთ საკუთარ ცხოვრებას.
რუსეთში არაერთ პროფესიონალს უმოღვაწია და ძალიან შედეგიანად.
არ იძლევა საქართველოში ყოფნა კარჩაკეტილად არც წარმატებას, არც სახელს, არც გასაქანს.
არ აქვს იქ ყოფნას არანაირი აზრი. იმიტომ, რომ სულ რომ ვარსკვლავებს ხსნიდე, უმადურია საქართველო ნიჭის მიმართ, არც პირველი ვარ, ვინც ამას ვამბობ, მაგრამ იმედი მაქვს, ცვლილებას გარეთ გასული ამბიციური ადამიანები მოიტანენ.
სამშობლო ყველას გვიყვარს. და მიზანი, ამბიციის, ყოველთვის ამართლებს საშუალებას.



არ ყვირით, როცა სააკაშვილი ავანტიურისტი დესანტით იპყრობს სხვა ქვეყნებს.
არ კივით, როცა გამიზნულ პროვოკაციაზე მიყავთ ქვეყანა, ომისკენ. არ კივით მიშას პრიმაზე, რატომღაც მოსკოვის ჭ კლასის მომღერლობა ოპერეტაში დაუფასეთ.




ვაშაძე გრიშას ულვაშებს ვინც იფიცებთ, ისინი მაინც გაჩერდით.
ან ისინი, გამსახურდია რომ აიძულეთ, რეპრესიაში მოეკლათ.ან ისინი, ბურჯანაძე რკინის ლედად რომ გყავდათ. ან ისინი, ლენა ხოშტარია, მგიმოს კომუნისტი ნომენკლატურშიკის ბლატით, პატრიოტი რომ გგონიათ. ან ისინი, ვისთვისაც ტოლსტოი და დოსტოევსკი არ ითვლება, რუსობის გამო.


ან ქეთა თოფურია რომ გიტყდებათ და ნუცას ვოისი და sonyს კონტრაქტი გიკვირთ. ან გიგინეიშვილის ფილმი მისაღებია, ცხონებული რურუას და უგულავას დასპონსორებული....


და ბევრი, ბევრი სხვა. რამდენი სახე აქვს, მლიქვნელობას ან რამდენჯერ ბრმავდებით?


მე მაინც ჩვენი ფრანგი, კოსმოპოლიტი, ემიგრანტების შვილი პრეზიდენტის გამკვირვებია...ნუთუ....აიყოლიეს პროპაგანდაში და პოპულიზმია...?
თქვენ კი..


თქვენ გშურთ სხვისი შესაძლებლობის, "მტრის ხატის" ბანაკში, როცა პატივით ღებულობენ სახლში შესაბამისად დაუფასებელ ნიჭს.
ეს შენგელიას, მისი, ერთადერთი ცხოვრებაა. და ეს მისი, სპორტული ომია და მისი, პირადი დამსახურება. სპორტსმენის ზაფხული ასე მოკლეა. სამშობლოს მოღალატე მიშასი არ იყოს- ბოიკოტს რომ "უცხადებდა" ოლიმპიურ თამაშებს..ხომ ესმოდა დისკვალიფიკაციის შანსი და მაინც...



გამიხარდება შენგელიას დაფასება და წარმატებები, სუპერ სახელმწიფოს ძლიერ გუნდში. რამდენად რთული იქნება მისთვის იქ თამაში, რა დიდი პრესია, თუ გესმით და თქვენ, თქვენ ატყავებთ ცოცხლად.
ვის გაქვთ ამის უფლება, ქვებით ჩაქოლოთ მისი ნიჭი, მისი გადაწყვეტილება? ვინ ხართ, თქვენ, თითოეული, მის ცხოვრებაში?
ბევრი მტერი ყავს საქართველოს, მაგრამ დროა, გადავხედოთ პრიოროტეტებს.
ნუ ჩაუმწარეთ კარიერის მნიშვნელოვანი ნაბიჯი.
მე ვუსურვებ წარმატებას, ამ ომში.



და მაქვს უფლება! ქალს, რომელიც ამბიციით ცხოვრობს და ბოზის და პრასტიტუტკას გარდა, არაფერი დაგცდენიათ, რაც წამოვედი. და ვითმენდი და ვითმენ, ხმის ამოუღებლაფ და ჩემს ოცნებებს მივსდევ, ნაბიჯ ნაბიჯ, ძალიან დიდი ინტერესი მაქვს და იმიტომ.
ამიტომაა, მე მაქვს, სრული მორალური უფლება, ვთქვა ის, რასაც ვთვლი საჭიროდ და გადამწყვეტი არგუმენტი ჩემს მხარესაა.
იმარჯვებს ის, ვინც თავისი ძლიერი ხასიათით იპყრობს მსოფლიოს, საქართველოს სახელით.



სადაც არ უნდა ვიყოთ, ჩვენი ფრთები - სამშობლოს სახელია და მას ვიფიცებთ.
თქვენი აზრი უბრალოდ არ მიიღება. არ აქვს არანაირი ფასი და იმიტომ. არც ჭირში არც ლხინში, ნიჭი არ ფასობს, არ არსებობს იქ ადამიანობა და კიდევ ერთხელ, ძალიან გთხოვთ, ასე სამარცხვინოდ ნუ ადასტურებთ ამას.
საკმარისია რუსეთის თემით სპეკულირება.
ეს თითოეული ჩვენთაგანის ომია და ყველა ისე ვიბრძვით, როგორც შეგვიძლია.
და ყველას, გვინდა მოგება."

image

როგორც ცნობილია, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია მოსკოვის ცსკა-ში გადავიდა, 28 წლის ქართველ ფორვარდთან ცნობილმა რუსულმა კლუბმა 3-წლიანი კონტრაქტი გაუფორმდა, რასაც საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, ამ ფაქტს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც, რომელმაც კალათბურთელის მოსკოვურ კლუბში გადასვლას "სამწუხარო და მიუღებელი" უწოდა.



თორნიკე შენგელია მანამდე ესპანურ "ბასკონიაში" თამაშობდა.იგი ევროთასის მფლობელი(2009/2010) და ესპანეთის ჩემპიონია(2019/2020)

0
192
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
192
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0