x
მეტი
  • 15.08.2020
  • სტატია:102556
  • ვიდეო:347336
  • სურათი:466510
“მსოფლიოში ყველაზე საშიში ადამიანი” - რას წერს ტრამპზე მისი ძმისშვილი?
თავის წიგნში, რომელიც უახლოეს ხანებში გამოჩნდება მაღაზიათა დახლებზე, ტრამპის ძმისშვილი, მერი ტრამპი საკუთარ ბიძას ცრუპენტელად და დესპოტად მოიხსენიებს.


მოგონებებს წინ უძღვის ციტატა, რომელიც ამავდროულად რიტორიკული შეკითხვაც არის: “როგორ წარმოშვა ჩემმა ოჯახმა მსოფლიოში ყველაზე საშიში ადამიანი?”


წიგნი გაყიდვაში 14 ივლისს უნდა გამოვიდეს, თუმცა მისი ცალკეული მონაკვეთები უკვე გამოჩნდა ამერიკულ მედიაში.


დონალდ ტრამპი კატეგორიულად უარყოფს ყველაფერ იმას, რაც წიგნში წერია. მისმა ადვოკატებმა უკვე მიმართეს სასამართლოს, რათა წიგნის გამოქვეყნება შეაჩერონ.



“ბიძაჩემს არასოდეს არაფერი არ ჰყოფნის”, - წერს მერი ტრამპი და საკუთარი ოჯახის წევრის პათოლოგიურ ეგოცენტრიზმზე საუბრობს. “ეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ნარცისიზმი”, - ამბობს ის. “დონალდი პრინციპში სუსტი ადამიანია. მისი მოწყვლადი ეგო ყოველწუთიერ გაძლიერებას საჭიროებს, რადგან გულის სიღრმეში მან იცის, რომ სულაც არ არის ის, ვინც უნდა, რომ იყოს და როგორადაც სურს, ხალხს მოაჩვენოს თავი”.


მერი ტრამპი საუბრობს იმაზე, რომ ასეთ ადამიანად ბიძის ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი დონალდის მამამ ითამაშა, რომელიც შვილს ხშირად ამცირებდა და ძალიან ცუდად ექცეოდა.


საგადასახადო სკანდალი


მერი ტრამპის სიტყვებით ასევე ირკვევა, რომ მისი ბიძა 90-იან წლებში გადასახადებს მალავდა და უკანონო ფინანსურ ოპერაციებშიც იყო ჩართული, რის შესახებაც არსებობს მტკიცებულებების 19 ყუთი, რაც მან, მერი ტრამპმა გაპრეზიდენტებული ბიძის ადვოკატის ოფისიდან მოიპარა და რომლებიც “ნიუ-იორკ თაიმსს” გადასცა, რომელმაც ძალიან ვრცელი, 14-ათასსიტყვიანი სტატია მოამზადა დონალდ ტრამპის ფინანსური მაქინაციების შესახებ.


მერი ტრამპი 55 წლის მეცნიერია. აქვს დოქტორის ხარისხი სამედიცინო ფსიქოლოგიის დარგში. მან 2016 წელს, ბიძამისის, დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ “ტვოტერის” საკუთარ მიკრობლოგზე დაწერა: “ყველაზე ცუდი დღე ჩემ ცხოვრებაში. გასასამართლებლები ვართ ამის გამო. მეცოდება ჩემი ქვეყანა”.


დონალდ ტრამპი

0
263
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
263
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0