x
მეტი
  • 10.08.2020
  • სტატია:102421
  • ვიდეო:347175
  • სურათი:466290
ზღვის თერაპია რომელიც ადამიანის ფსიქიკას ცვლის

ზღვა თუ მთა? ყოველთვის ორი არჩევანი გვაქვს ხოლმე, ჩვენ კი ორიდან ერთს ვირჩევთ.არჩევანს იმაზე ვაკეთებთ რომელი დასასვენებელი ადგილიც გვიყვარს.ზაფხულია, ცხელა ჩვენ კი მოგზაურობა, დროს ტარება, დასვენება, განტვირთვა გვსურს ამისთვის კი ოჯახის უფროსები იღებენ შვებულებას და ბავშვებთან ერთად მიდიან დასასვენებლად.საინტერესოა თქვენ რომელს სტუმრობთ ხოლმე ყველაზე ხშირად? ეს, ბოლოს კომენტარებში დამიწერეთ.კურორტს თავისი დანიშნულება აქვს, განსაკუთრებულად სასიამოვნოა მათთვის ვისაც უყვარს მთა, ბუნება, სიმწვანე და სუფთა ჰაერი.ხოლო ზღვა ვისაც უყვარს მზის სხივები, სანაპირო, წყალი და რუჯი.ამ ყველაფერს კი უხდება წიგნები, ცივი სასმელები და საინტერესო ისტორიები მეგობრებთან ერთად.მე, ყოველთვის ვირჩევ ზღვას რადგან ჩემთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს.ყველას თავისი რელაქსაციის მეთოდები აქვს, ამ მეთოდის განხორციელება კი ყველგან არის შესაძლებელი მათ შორის საყვარელ ადგილებში.სადმე განმარტოებით ბუნებაში, ან თუნდაც სანაპიროზე...დიდ სიამოვნებას ვგრძნობ როცა სანაპიროზე ვარ, ამ დროს მზის სხივები ჩემკენ მოისწრაფვიან, ნაპირს ფეხით მივუყვები ჰაეროვანი სირბილით და ნელ-თბილ ქაფიან ტალღებს ვგრძნობ გამოტანილ ნიჟარებთან და ქვიშასთან ერთად.გავყურებ ადამიანებს, ვუყურებ ცას თუ როგორი პოზიტიური ამინდი იქნება დღის მანძილზე და ვწვები რუჯის მისაღებად აი, ამ დროს ვხუჭავ თვალებს და ვფიქრობ...ფიქრის პერიოდში კი მზეს მოაქვს D-ვიტამინი, სახეზე ნაზად დამდევს მზის მანათობელი სხივები...მესმის საამო ტალღების ხმა რომელიც სულს მიმშვიდებს, გონებას მინათებს, სუნთქვას მიწესრიგებს, მაღიმებს და მაბედნიერებს.ბუნება-აქ, უნდა განმარტოვდე ჭიქა ყავა/ჩაით და წიგნით ხელში მხრებზე პლედი მოიხვიო დაჯდე უბრალოდ და გაჰყურო მშვენიერ ხედებს, სიმწვანეს რომელიც ირგვლივ ყველაფერს ამშვენებს.ხუჭავ თვალებს და ფიქრობ .გესმის ჩიტების ჭიკჭიკი ტკბები საამო ხმით და გიხარია ცხოვრება.ასეთი მოგზაურობები, ქვეყნის შიგნით მდებარე კუთხეების მონახულება დიდად საინტერესოა იმ ადამიანებისთვის ვინც ამ ქვეყნის შვილია და ვისაც უბრალოდ ახალი ადგილების აღმოჩენა უყვარს.იმოგზაურეთ თუ ამის საშუალება გქვთ, აღმოაჩინეთ ის, მშვენიერება რომელიც აქამდე არ გინახავთ.განიტვირთეთ, გათავისუფლდით პრობლემებისგან ამოისუნთქეთ და დამშვიდდით ასე მიხვდებით, რომ ირგვლივ ყველაფერი ლამაზია.იმასაც მიხვდებით, რომ განტვირთვა დიდი სიამოვნებაა და თქვენ ამას ნამდვილად იმსახურებთ.imageimageimage


0
9
შეფასება არ არის
ავტორი:სალომე ბეჟიტაშვილი
სალომე ბეჟიტაშვილი
9
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0