x
მეტი
  • 10.08.2020
  • სტატია:102422
  • ვიდეო:347175
  • სურათი:466291
დაწყებითი საფეხურის მოზარდის ასაკობრივი თავისებურებები
image

დაწყებითი კლასის მოსწავლეთა ფსიქიკის განვითარება, უპირველესად, მიმდინარეობს სწავლის საფუძველზე. სასწავლო პროცესის წარმატებით წარმართვისათვის კი აუცილებელია პედაგოგმა გაითვალისწინოს მოსწავლეთა კოგნიტური უნარების მზაობა ყოველ კონკრეტულ ასაკობრივ საფეხურზე. დაწყებითი საფეხურის მოზარდის ასაკობრივთავისებურებებში კი უშუალოდ იგულისხმება როგორც მეხსიერება და ფანტაზია, ისე მოტივაცია.

მეხსიერების ფუნქცია მიღებული ინფორმაციის შენახვა-აღდგენაა. თუმცა ხშირად ადამიანი რეალობას ასახავს კომბინირებული შთაბეჭდილებებით, სწორედ ესაა ფანტაზია.

მეხსიერების განვითარების ერთ-ერთი ზოგადი ხერხია გამეორების ორგანიზება, კერძოდ:


1)გამეორების განაწილება დროში (დღეს გაიმეორე 5-ჯე, ხვალ - 3-ჯერ და ა.შ.);

2)გამეორების ხერხების ცვლილება (ინდივიდუალურად, ერთხმად, ჯაჭვისებურად, მასწავლებლის მოსმენით);

3)თვითკონტროლის არსებობა (იმ ნაწილებზე კონტროლი, რომლებიც კარგად არ იციან, ან დასასწავლი მასალის მიხედვით სავარჯიშოების კეთება);

მეხსიერების განვითარებას თან სდევს ზოგადი ინტელექტუალური განვითარების სრულყოფაც. მეხსიერების განვითარება გავლენას ახდენს ფანტაზიის განვითარებაზეც. საკუთარი მოქმედებების წინასწარი წარმოდგენა კი ფანტაზიის განვითარების დასაწყისია. მეხსიერებისა და ფანტაზიის მოქმედება იცვლება იმ მოტივების ცვლილების მიხედვით, რომლებიც მოსწავლისაგან მოითხოვს მიზანდასახულ დამახსოვრებას, აღქმული მასალის გახსენებას, ახალი ნახატისა თუ თხზულების შექმნას.

ხოლო, რაც შეეხება მოტივაციას, მოტივაცია ეს არის დასახული მიზნისკენ სწრაფვის სურვილი, რომელსაც განაპირობებს შინაგანი თუ გარეგანი ფაქტორები. მოტივაციის პროცესების მართვა შესაძლებელია და ამ პროცესს მოტივირებას უწოდებენ. მოტივირება არის მოსწავლის საკუთარი მოტივების განვითარებისათვის პირობების შექმნა, მოტივაციის ამაღლების საშუალებებია:

  • დავალებათა დონის სწორად განსაზღვრა და დამსახურებული შეფასებები.
  • მოსწავლეთა თანამშრომლობისა და ურთირთდახმარების ორგანიზება, საგნისა და სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბება. მასწავლებელი აგრეთვე დაინტერესებული უნდა იყოს ბავშვების წარმატებით და ჰქონდეს ავტორიტეტი.
  • მასწავლებელმა უნდა ჩართოს მშობლები ერთობლივ გაკონტროლებაში.
  • აუცილებელია სწავლების პროცესში ისეთი სასწავლო მასალის გამოყენება, რომელიც დააინტერესებს ჩვენს მოსწავლეებს და აღუძრავს ინტერესს სწავლების პროცესში.
  • სწავლის მოტივაციის განვითარების ტექნოლოგია თანამედროვე სკოლაში მოსწავლეთა მიღწევების მოთხოვნილებათა ინტერესებზეა მორგებული. ასე რომ, სასურველია, გაკვეთილის გეგმა მოსწავლეთა ინტერესებთან შეთანხმებით აიგოს, რათა სასწავლო პროცესი იყოს აქტიური და მასში ჩართული იყოს არა ერთი, არამედ ორივე მხარე.

    მაშასადამე, სასწავლო პროცესის საინტერესოდ წარმართვისათვის აუცილებელია ყველა მასწავლებელმა გაითვალისწინოს მოზარდის ასაკობრივი თავისებურებები, რათა საბლოოდ პედაგოგმა მიაღწიოს თავის დასახულ მიზნებსა და ამოცანებს.უპირველესად, კი შეძლოს ჰარმონიული პიროვნების ჩამოყალიბება და განვითარება.


    0
    1
    შეფასება არ არის
    ავტორი:გურაბანიძე სოფიო
    გურაბანიძე სოფიო
    1
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0