x
მეტი
  • 10.08.2020
  • სტატია:102422
  • ვიდეო:347175
  • სურათი:466290
სწავლების ორგანიზაციის დამხმარე ფორმა - ექსკურსია
image

ექსკურსია, როგორც ვიცით სასწავლო მუშაობის ორგანიზაციის ერთ-ერთი დამხმარე ფორმაა. ექსკურსიაც იგივე გაკვეთილია, მაგრამ ის მიზნობრივად შერჩეულ სხვა ადგილზეა გადატანილი. ექსკურსია გაკვეთილისაგან ძირითადად იმით განსხვავდება, რომ იგი გულისხმობს სასწავლო მეცადინეობის მოწყობას სკოლის გარეთ.

ექსკურსია ხელს უწყობს მიღებული ცოდნა-ჩვევების განმტკიცებას, პრაქტიკული შრომა-საქმიანობისათვის საჭირო ჩვევების გამომუშავებასა და ბევრ სხვა საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებას. ექსკურისია თვალსაჩინოების პრინციპის განხორციელების საუკეთესო საშუალებაა. კომენსკი იმდენად დიდ როლს ანიჭებდა ექსკურსიას, რომ ამ მიზნით სპეციალურ, უმაღლესი საფეხურის სკოლასაც კი მოითხოვდა (მოგზაურობისა და აკადემიების საფეხურია საკი- 18-დან 24 წლამდე)

სასწავლო ექსკურსია დანიშნულების მიხედვით შეიძლება იყოს ორგვარი:

  • სასწავლო-დაკვირვებითი ექსკურსია
  • საილუსტრაციო ექსკურსია ეწოდება.

ისინი ერთმანეთს ავსებენ, რადგან ცალ-ცალკე, სინამდვილეში არც არსებობენ.

ისევე როგორც გაკვეთილი, ექსკურსიაც სამი ძირითადი ნაწილისაგან შედგება:

1 შესავალი ნაწილი

  • ძირითადი
  • დასკვნითი
  • ექსკურსიის შესავალი ნაწილი ძირითადად გულისხმობს მოსწავლეთათვის ექსკურსიის თემის გაცნობა, იმის ახსნას თუ რა მიზანს ემსახურება დაგეგმილი ექსკურსია, როგორ არის დაგეგმილი ის და ასე შემდეგ . ამ ყველაფერს, პირობითად „ექსკურსიის გასაღები“ შეიძლება ვუწოდოთ, ის აუცილებლად უნდა აღძრავდეს მოსწავლეში ინტერესს.

    ექსკურსიის ძირითადი ნაწილის ელემენტებია: ა) დაკვირვების ობიექტის საერთო დათვალიერება და მთლიანი შთაბეჭდილების შექმნა. მასწავლებელი, ხელმძღვანელობს რა ჩვენება-დათვალიერების მთელ პროცესს, საუბრის მეთოდის გამოყენებით გზადაგზა აძლევს მოსწავლეებს სათანადო ახსნა-განმარტებას, სისტემაში მოჰყავს ექსკურსიის ობიექტის შესწავლა-დათვალიერების შედეგად მიღებული ცოდნა, საჭირო შემთხვევაში ავალებს მოსწავლეებს, ჩაიწერონ, ჩაიხაზონ საჭირო მასალები.

    ექსკურსიის დასკვნით ნაწილში ხდება მიღებული შთაბეჭდილების სისტემაში მოყვანა, მთავარი საკითხების მეორეხარისხოვნისგან გამოყოფა და მოსწავლეთა ყურადღების შეჩერება ძირითადზე. ექსკურსია დასკვნითი საუბრით მთავრდება.

    ექსკურსიით მიღებული შთაბეჭდილებანი, მასალები ჩანაწერები, კოლექციები და სხვა, სწავლების ისეთი წყაროებია, რომლებიც გამოყენებულ უნდა იქნეს არა მარტო პირველ ან რამდენიმე გაკვეთილზე, ექსკურსიიდან დაბრუნების შემდეგ, არამედ, მაშინაც, როცა ამას პროგრამის საკითხები მოითხოვს, დავუშვათ, რამდენიმე თვის შემდეგაც კი.

    აუცილებელია, ყველა მოსწავლე აქტიურად ჩაებას ექსკურსიის ჩატარების პროცესში. ამიტომ მასწავლებელმა უნდა გამოიყენოს სწავლების, კერძოდ, დაკვირვების მრავალგვარი ხერხი.

    ექსკურსიის მასალები (ჩანაწერები, ჩანახაზები, ექსპონატები, კოლექციები და სხვ.) ექსკურსიიდან დაბრუნებისთანავე გამოყენებულ უნდა იქნეს ექსკურსიის შედეგები შემაჯამებელ გაკვეთილზე. შემდეგ იგი უნდა შეინახონ და დაიცვან სასკოლო მუზეუმში ან სათანადო საგნის კაბინეტ-ლაბორატორიაში.

    0
    2
    შეფასება არ არის
    ავტორი:ქეთინო ზარანდია
    ქეთინო ზარანდია
    2
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0