x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
როგორ მივიღოთ ახალი წიგნები უსარგებლო მაკულატურის სანაცვლოდ?
image


სახლში ყველა ჩვენგანს აქვს დაგროვილი უამრავი ჟურნალი, გაზეთი, თაბახის ფურცელი, საბჭოთა დროს გამოცემული წიგნების ის ნაწილი, რომელთაც არანაირი მხატვრული ან სამეცნიერო ღირებულება არ გააჩნიათ, თუმცა გამოსავალს ვერ ვპოულობთ, სად შეიძლება წავიღოთ ისინი.


მანამ სანამ ჩვენ სახლში მაკულატურა გვიწყვია და თვალი მაინც ნაგვის ურნისკენ გაგვირბის, ფურცლებისა და ფანქრების დასამზადებლად ყოველდღიურად ათასობით ჯანსაღი ხე იჭრება - ხე, რომელიც ჟანგბადს გამოიმუშავებს და დედამიწაზე ცხოვრებას შესაძლებელს ხდის. რეალურად, თითოეულ ჩვენგანს შეუძლია, ეს ხე გადაარჩინოს და ამით სარგებელი არამხოლოდ ჟანგბადის - არამედ საინტერესო ლიტერატურის სახით მიიღოს.


სწორედ ამას გულისხმობს გამომცემლობა „პალიტრა L”-ის პროექტი „მაკულიტერატურა“, რომელმაც მოქალაქეების ჩართულობით 2012 წლიდან დღემდე უკვე 150 000 ხე გადაარჩინა. მოქალაქეებმა პროექტის ფარგლებში 8823 ტონა მაკულატურა წარადგინეს და საჩუქრად წიგნები მიიღეს. ჩაბარებულ მაკულატურას კი გამომცემლობა გარემოზე ზრუნვის მიზნით, წარმოებაში აბრუნებს.



პროექტი წლიდან წლამდე პოპულარული ხდება, თუმცა მის შესახებ ბევრმა ჩვენგანმა ჯერ კიდევ არ იცის. სწორედ ამიტომ გამომცემლობა „პალიტრა L”-მა გადაწყვიტა, „მაკულიტერატურამ“ წიგნის მოყვარულებს ახალი შეთავაზება წარუდგინოს - 1 კგ მაკულიტერატურის გადაცვლა 1 ლარის ღირებულების წიგნშია შესაძლებელი; მაგალითად, 10 კილოგრამის - 10 ლარის ღირებულების წიგნში და ა.შ. შეთავაზება ძალაშია 3 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით.


როგორ ჩავერთოთ „პალიტრა L”-ის პროექტში?


ნებისმიერ მსურველს შეუძლია, წერეთლის 116 ნომერში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე სავაჭრო ცენტრ „დიდუბე პლაზას“ ეზოში 10 ნომერ ჯიხურში მიიტანოს მაკულატურა და მიიღოს კუპონი, რომელსაც წიგნებში გადაცვლის.


ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, მოქმედებს ონლაინრიგი. რეგისტრაციისათვის გადადით ბმულზე:


იმ ლიტერატურის ჩამონათვალში, რომელსაც მაკულატურის სანაცვლოდ მიიღებთ, 600-მდე წიგნია, თუმცა ჩვენ გადავწყვიტეთ, რამდენიმე შეგვერჩია და თქვენთვის რამდენიმე ყველაზე პოპულარული ნაწარმოები გაგვეცნო:


image


image


image


image


რატომ გადაწყვიტა „პალიტრა L“-მა ასეთი მასშტაბური აქციის ჩატარება?


2020 წელს გამომცემლობა „პალიტრა L” 15 წლის ხდება. გამომცემლობა მრავალი წელია თარგმნის და ბეჭდავს როგორც კლასიკურ ქართულ და უცხოურ, ისე თანამედროვე ლიტერატურის მნიშვნელოვან ნიმუშებს, პოპულარიზაციას უწევს და თავის დამკვიდრებაში ეხმარება ახალ ავტორებს, ცდილობს, ქვეყანაში წიგნი უფრო ხელმისაწვდომი გახადოს. პროექტ „მაკულიტერატურის“ ფარგლებში კი საიუბილეო თარიღის გამო გადაწყვიტა, მკითხველს საჩუქარი გაუკეთოს და ბიბლიოთეკის გამდიდრების საშუალება მისცეს.


„უმნიშვნელოვანესი პროექტია ჩვენთვის, რადგან ვფიქრობთ კარგ საქმეს ვაკეთებთ, ისეთ მაკულატურას გადავამუშავებთ, რომელიც გადასაყრელად იყო განწირული, არადა ჩვენ რეალურად მეორე სიცოცხლეს ვძენთ და ვუშვებთ იმ ბაზარზე, რომლისთვისაც ხე უნდა მოიჭრას. დაინტერესება ძალიან დიდია, ამ ეტაპზე მხოლოდ თბილისში გვაქვს აქცია, თუმცა იგეგმება რეგიონების ათვისებაც. იმედია ბევრი ადამიანი ჩაერთვება და გახდება ჩვენი მუდმივი მომხმარებელი", - ანანო თავხელიძე, გამომცემლობის მარკეტინგის ხელმძღვანელი.



0
51
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
51
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0