შოუბიზნესი " ეს, ის ჯეი ლო აღარ არის": ჯენიფერ ლოპესის ცელულიტიანმა ფეხებმა სრულიად ინტერნეტსივრცე აღაშფოთა 2020, 9 ივლისი, 15:54 50 წლის ჯენიფერ ლოპესი თავისი გამორჩეული, მადისაღმძვრელი ფორმებით, იდეალური სხეულითა და მშვენიერი სახის კანით საკუთარი კოლეგა ქალბატონებისგან ყოველთვის გამოირჩეოდა. გარშემო ყველა გაოცებული იყო, როგორ ახერხებდა ეს ბრონქსელი ლამაზმანი არც თუ პატარა ასაკში ასე შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაში ყოფნას. ზოგიერთს დღემდე ჰგონია, რომ ამ საიდუმლოს მიზეზი მის ლათინოამერიკულ ფესვებშია, ვინაიდან როგორც ცნობილია, ლათინო ამერიკელი ქალები იდეალურ ფორმებს დიდი ხნით ინარჩუნებენ.თუმცა, მომღერლისა და მსახიობის ერთგული თაყვანისმცემლების იმედგაცრუება სულ ცოტა ხნის წინ, ინერნეტსივრცეში მისმა ვირუსივით გავრცელებულმა ფოტომ გამოიწვია, რომელზეც ნათლად ჩანს "შანელის" პიჯაკში, მინი ქვედაბოლოსა და თეთრ, საზაფხულო ჩექმებში გამოწყობილი სელებრითი, რომელიც პაპარცებმა ამერიკის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ჰემპტონებში მიმავალი დააფიქსირეს. თუ აღნიშნული ფოტოსურათით ვიმსჯელებთ, ვარსკვლავი არც თუ იდეალურ ფიზიკურ ფორმაში იმყოფება, რასაც მისი ცელულიტიანი ფეხებიც ცხადყოფს.სავარაუდოდ, მომღერალი თვითიზოლაციის დროს გემრიელ ჭამაზე უარს არ ამბობდა, რაც დროთა განმავლოაში მის ნავარჯიშებ სხეულსაც დაეტყო. იმედი ვიქონიოთ, რომ ამერიკელი პოპ - ვარსკვლავი და მილიონობით მელომანის კერპი იდეალურ ფორმებს უმოკლეს დროში კვლავ დაიბრუნებს. 840 შეფასება არ არის |