x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
დნმ-ის ანალიზებით დადგინდა თანამედროვე ადამიანის სამშობლო

image

მეცნიერებმა შეისწავლეს აფრიკის მასშტაბით მცხოვრები 1200 ადამიანის მიტოქონდრიული დნმ — გენეტიკური ინფორმაცია, რომელიც დედის ხაზით გადაიცემა. მას შემდეგ, რაც განსაზღვრეს, თუ რომელი გენი იყო ადამიანთა დნმ-ში უცვლელი დროთა განმავლობაში, ანთროპოლოგებმა დაადგინეს, რომ ანატომიურად თანამედროვე ადამიანი გამოჩნდა მდინარე ზამბეზის სამხრეთით გადაჭიმულ ერთ დროს ჭარბტენიან ლანდშაფტში, თანამედროვე ბოტსვანის ტერიტორიაზე. დღეს ცოცხალი ყველა ადამიანი შთამომავალია ქალისა, რომელიც 200 ათასი წლის წინ ცხოვრობდა მდინარე ზამბეზის აუზში, თანამედროვე ბოტსვანის, ნამიბიისა და ზიმბაბვეს ტერიტორიებს.

კვლევა რამდენიმე წელიწადს მიმდინარეობდა და 2019 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა. ეს აღმოჩენა მხარს უჭერს თეორიას, რომლის მიხედვითაც, თანამედროვე ადამიანის წინაპრები დანარჩენ მსოფლიოში აფრიკიდან გავრცელდნენ. მათ პირველი მიგრაცია 130 ათასი წლის წინ დაიწყეს ჩრდილოეთით, მეორე მიგრაციის ტალღა სამხრეთით იყო 110 ათასი წლის წინ.

0
562
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
562
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0