x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ჯონი დეპმა ემბერ ჰერდის წინააღმდეგ სასამართლოში ჩვენება მისცა: ,, მე ქალს ხელს არასოდეს დავარტყამ''

image

გუშინ ლონდონის სამეფო სასამართლოში ჩვენება გაიმართა 57 წლის ჯონი დეპისა და მისი ყოფილი ცოლის 34 წლის ემბერ ჰერდის საქმეზე. მსახიობმა სასამართლოზე უარყო ყველა ის ბრალდება, რომელიც ტაბლოიდმა The Sun -მა გამოაქვეყნა წლების წინ და დეპი ძალადობაში დაადანაშაულა. გარდა ამისა დეპმა ჰერდი ძალადობაში თვითონ დაადანაშაულა და განაცხადა რომ ის ფსიქიკურად არაა ჯანმრთელი. დეპის თქმით, მათ ერთმანეთი ფილმის (The Rum Diary) გადაღებებზე გაიცნეს: “ მაშინ ის ძალიან მეგობრული იყო და მიყვებოდა თუ როგორ დაშორდა ყოფილ შეყვარებულს. მასინ რომ მცოდნოდა ის, რაც ახლა ვიცი, დავინახავდი გამაფრთხილებელ ნიშნებს, მაგრამ ვერ დავინახე. ის (ემბერი) ახალგაზრდა იყო და ინტერესდებოდა ჩემით და ჩემი შემოქმედებით, მაშინ ასე ჩანდა და დავიჯერე. მოგვიანებით მივხვდი, რომ მისი მიზანი იყო ცოლად გამომყოლოდა და ფინანსური მდგომარეობა გაეუმჯობესებინა. არაერთხელ უთქვამს, რომ ჩემს ფილმებზე გიჟდება, მაგრამ შემდეგ, როდესაც შეხვედრა დავიწყეთ, გამომიტყდა, რომ ჩემი მონაწილეობით არც ერთი ფილმი არ უნახავს. ახლა დარწმუნებული ვარ, რომ ცოლად იმის გამო გამომყვა, რათა ყველაფერი წაერთმია.''

დეპის თქმით, ემბერს არაჯანსაღი ფსიქიკა აქვს, რაც ფსიქოლოგმაც უთხრა, როდესაც ერთად იღებდნენ კონსულტაციებს. გარდა ამისა ის ნარცისად და სოციოპატადაც მოიხსენია. დეპის მხარდასაჭერად ჩვენებებს მისცემენ ასევე ყოფილი ცოლი ვანესა პარადი და ყოფილი შეყვარებული ვაინონა რაიდერიც.

სასამართლო ცვენებებზე დეპმა გაიხსენა ქალის უსიამოვნო და აგრესიული ქცევები, როდესაც მას უმაქნისს და სუსტს უწოდებდა. ასევე მოყვა 2015 წელს თვითმფრინავში ემბერის აგრესიულობის შესახებ: “ მან რამდენჯერმე გამარტყა სახეში, მე თვითმფრინავის ბოლოში გადავინაცვლე რომ მოვშორებოდი, მაგრამ იქაც გამომყვა და ისევ დამარტყა, ამის შემდეგ საპირფარეშოში ჩავიკეტე და ფრენის ბოლომდე არ გამოვსულვარ''.

image

დეპმა სასამართლოში წარადგინა ასევე ფოტოსურატი, სადაც მისი მოჭრილი თითი ჩანს. მისი თქმით ერთ-ერთი ჩხუბის დროს, ქალმა არყის ბოთლი გატეხა და ოთახის მეორე ბოლოში ესროლა, რის შედეგადაც მან (დეპმა) თითის ნაწილი დაკარგა, მაგრამ იმ დროს ქალი რომ არ დაედანაშაულებინა თქვა, რომ უბრალოდ კარში მოყვა. გაიხსენა ისიც, თუ როგორ ჩააქრო მოკიდებული სიგარეტი ქალმა მის ლოყაზე. მოყვა ისიც, თუ როგორ იპოვა საწოლში ფეკალიები, რასაც ემბერმა უბრალო ხუმრობა უწოდა.

დეპმა ყოფილი ცოლი ღალატშიც დაადანაშაულა და თქვა, რომ ქორწინების პერიოდში მას მინიმუმ ორ კაცთან ჰქონდა რომაი, მილიარდერ ილონ მასკთან და მსახიონ ჯეიმს ფრანკოსთან.

0
127
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
127
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0