x
მეტი
  • 10.08.2020
  • სტატია:102421
  • ვიდეო:347174
  • სურათი:466289
ბიჭი ფარაონის  საგანძური ბრიტანეთს ესტუმრა  

ტუტანხამონის საფლავის აღმოჩენის შემდეგ, 100 წლის აღსანიშნავად, 160 არტეფაქტი - მათ შორის სამკაულები, იარაღი, კუბო და ქანდაკებები - მოგზაურობენ მთელ მსოფლიოში. ტურის დასრულების შემდეგ ისინი დაუბრუნდებიან თავიანთ მუდმივ საცხოვრებელს დიდ ეგვიპტურ მუზეუმში, გიზას პირამიდების მახლობლად.

image

ტუტანხამონი ცნობილი გახდა, როგორც ბიჭი ფარაონი იმიტომ, რომ მას გადაეცა ძალაუფლება, როდესაც იგი მხოლოდ ცხრა წლის იყო. მან ძველი ეგვიპტე დაახლოებით 10 წლის განმავლობაში მართა.

ტუტახამონი გარდაიცვალა 18 წლის ასაკში, ძვ. წ. 1324 წელს.

ფარაონის აკლდამა ბრიტანელმა არქეოლოგებმა მთლიანად ხელუხლებელი აღმოაჩინეს 1922 წელს.

image

გამოფენის თანაავტორია ეგვიპტის სიძველეთა სამინისტრო და ჰოლივუდური გასართობი კომპანია IMG. გარიგება დაამტკიცა ეგვიპტის პრემიერ მინისტრმა და 15 მილიონ ფუნტზე მეტი იქნა გადახდილი ეგვიპტის მთავრობის მიმართ.

თუმცა BBC-ს განცხადებით ეგვიპტური ფარაონის, ტუტანხამონის არტეფაქტების გლობალური ტური შესაძლოა არღვევდეს ეგვიპტის კანონს სიძველეების შენარჩუნების შესახებ.

ეგვიპტეში არსებული სიძველეების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ამ ტურმა ეკონომიკას, ტურიზმსა და პოლიტიკას შეუწყო ხელი. მან კომენტარი არ გააკეთა იურიდიულ სტატუსზე.

0
79
1-ს მოსწონს
ავტორი:G-ko 159
G-ko 159
79
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0