x
მეტი
  • 10.08.2020
  • სტატია:102420
  • ვიდეო:347174
  • სურათი:466289
კბილის მაგარი ქსოვილების ეროზია

image
კბილის ეროზია მინანქრისა და დენტინის პროგრესირებადი დაზიანებაა, რომელიც ძირითადად მოზრდილ და ხანდაზმულ ასაკში გვხვდება. ეროზია, ყველაზე ხშირად გვხვდება კბილის გარე ზედაპირის ყველაზე ამოზნექილ ნაწილზე, ოვალური ან მრგვალი დეფექტის სახით.

კბილის მინანქრის ეროზიის მიზეზები ბოლომდე არ არის დადგენილი. თუმცა ვარაუდობენ, რომ ეროზია ვითარდება ორგანიზმის ზოგადი დარღვევების, ენდოკრინული ცვლილებების, ნერვული სისტემის ფუნქციური უკმარისობის და სხვათა ფონზე. ეროზია შესაძლებელია გამოიწვიოს კუჭ-ნაჭლავის ტრაქტის ზოგიერთმა დაავადებებმა, როგორიცაა გასტრიტი, კუჭის წყლული. ადგილობრივი, მექანიკური და ქიმიური ფაქტორების (კბილების ზედმეტი ინტენსიური წმენდა, ტუჩის კუნთების აწეული ტონუსი, კბილის ზედაპირის ხანგრძლივი კონტაქტი მჟავასთან, რაც ბავშვთა ასაკში ძირითადად განპირობებულია მჟავე ხილის წვენებისა და ციტრუსების ჭარბი რაოდენობის და ასკორბინის მჟავას და ძმარმჟავას შემცველი პროდუქტების მიღებით) ერთობლივი ზემოქმეების შედეგად. უნდა აღინიშნოს რომ თუ მჟავას ზემოქმედება კბილის მაგარ ქსოვილებზე ხანმოკლეა, მაშინ ნერწყვის არაორგანული ნივთიერებების საშუალებით მიმდინარეობს კბილის ზედაპირის რემინერალიზაცია, ე.ი კბილის ქსოვილები არ ზიანდება. მინანქარში ეროზიული ცვლილებების მიზეზები: მექანიკური სტრესი; ქიმიური ზემოქმედება; ენდოკრინული დარღვევები; სახიფათო წარმოებაში მუშაობა; საჭმლის მომნელებელი სისტემის ქრონიკული დაავადებები. მექანიკური დაზიანება ყველაზე ხშირად მუდმივია და ერთი შეხედვით არ შეინიშნება. დროთა განმავლობაში, მინანქარი ხდება ნაკლებად გამძლე, მისი სისქე მცირდება, შედეგად წარმოიქმნება დეფექტები, რომლებიც შეუიარაღებელი თვალით ჩანს. ჰიპერთირეოზი უარყოფითად მოქმედებს კბილების მდგომარეობაზე. თუ თირეოტოქსიკოზის მკურნალობა ვერ ხდება, ეროზიის განვითარების ალბათობა მაღალია. სახიფათო ინდუსტრიების მუშაკები მუდმივად კონტაქტში არიან მავნე ნივთიერებებთან, რაც გავლენას ახდენს მთელ სხეულზე, მათ შორის პირის ღრუზე. რისკის ჯგუფში შედის გასტროეზოფაგური რეფლუქსით დაავადებული პაციენტები.

დაავადება შეიძლება განვითარდეს სწრაფად ან გაგრძელდეს წლების განმავლობაში. აქტიური ფორმით, კბილები შეიძლება განადგურდეს მხოლოდ რამდენიმე თვეში, ნელა მიმდინარე ფორმით, მინანქრის მდგომარეობა შეიძლება არ შეიცვალოს დიდი ხნის განმავლობაში.

კარიესისგან განსხვავებით ეროზიის განვითარება არ არის დაკავშირებული მიკროორგანიზმებთან. ეროზიულ უბანში მინანქრის მიკროსიმტკიცე მნიშვნელოვნად დაქვეითებულია, შეიმჩნევა მინანქრის დემინერალიზაციის კერები. ამასთანავე, კბილის კარიესის კეროვანი დემინერალიზაციის სტადიისგან განსხვავებით, სადაც ადგილი აქვს მინანქრის ზედაპირქვეშა ფენის დემინერალიზაციას, ეროზიის დროს აღინიშნება დემინერალიზაციის ზედაპირული უბნები, რომელიც თანდათან კბილის მინანქრი ყველა ფენაზე ვცრელება.


ეროზიის განვთარების რისკი განსაკუთრებით მაღალია საჭრელებზე, ეშვებსა და პრემოლარებზე, თუმცა შესაძლეებლია სხვა კბილებზეც შეგვხვდეს.

ჩვეულებრივ, ეროზიის ფსკერი გლუვი, მბზინვარე და მკვრივია. დეფექტის თანდათანობითი გადიდებისა და გაღრმავების შედეგად მოსალოდნელია მინანქრის მთლიანი დაზიანება და, შესაბამისად, დენტინის გაშიშვლება. ეროზიის დროს ტკივილი ან არ აღინიშნება, ან სუსტად არის გამოხატული, თუმცა ზოგჯერ გაშიშვლებულ დენტის ახასიათებს მომატებული მგრძნობელობა.

ეროზია კლინიკური გამოვლინების მიხევით 3 ხარისხად იყოფა:

I ხარისხი - მინანქრის ზეაპირული ფენის დაზიანება.

II ხარისხი - მინანქრისა და დენტინის ლოკალური დაზიანება. გაშიშვლებულ დენტინს უკავია დაზიანებული ზედაპირის 1/3-ზე ნაკლები

III ხარისხი - გენერალიზებული დაზიანება. გაშიშვლებული დენტინის უბანი შეადგენს ეროზიის ზედაპირის 1/3ზე მეტს

მიმდინარეობის ხასიათის მიხედვით არჩევენ ეროზიის 2 კლინიკურ სტადიას: აქტიურს და სტაბილურს.

აქტიური სტადიისთვის ტიპურია პროგრესირებადი მიმდინარეობა, რომელსაც გარდა კბილის მაგარი ქსოვილების დანაკარგისა ახასიათებს ჰიპერესთეზია, სიმქრქალე და ეროზიული ზომების სწრაფი ცვლილება.

სტაბილური ფორმა ხასიათდება უფრო მდორე, ნელი განვითარებით, რომლის დროსაც მინანქრის დაზიანებული ზედაპირის ბზინვარება შენარჩუნებულია, ხოლო დეფექტის სიდიდე 9-11 თვის მანძილზე მატულობს. შესაძლებელია სტაბილური ფორმა გადავიდეს აქტიურ ფორმაში.

ეროზიის ადგილები ჩვეულებრივ განლაგებულია სიმეტრიულად. მათი ზომები შეიძლება იყოს ვარიაბელური, რომლებიც პროგრესირებისკენ მიდრეკილია, ასე რომ, თუ მცირე დეფექტსაც კი აღმოაჩენთ, საჭიროა სტომატოლოგის კონსულტაცია.

კბილის მაგარი ქსოვილების ეროზიის დიაგნოზის დასმა რთულია. პაციენტის გამოკვლევის დროს აუცილებელია გატარდეს დიფერენციალური დიაგნოზი სოლისებრ დეფექტთან, ყელის კარიესთან და კბილის ნეკროზთან.

მინანქრის ეროზიის მკურნალობა მოიცავს ადგილობრივი და ზოგადი ზომების ერთობლიობას, რომელიც მიზნად ისახავს პროფილაქტიკური ზომების მკურნალობას და ჩატარებას. კომპლექსური რემინერალიზაციული თერაპიის ჩატარების დრო დამოკიდებულია ეროზიის კლინიკური გამოვლინების ეტაპზე.

სტომატოლოგიური ღონისძიებები უნდა მოიცავდეს: კომპლექსურ მარემინერალიზებელ თერაპიას, ვიტამინების კომპლექსის დანიშვნას, კბილების სწორი წმენდის ტექნიკის შესწავლას. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია პათოლოგიის სიმძიმეზე.

მკურნალობის დადებითი, სასურველი შედეგის (ეროზიული პროცესების სტაბილიზაცია, დენტინის მგრძნობელობის ლიკვიდირება) მიღების შემდეგ შესაძლებელი ხდება დაზიანებული უბნის დაბჟენა მინაიონომერული ცემენტით ან კომპოზიციური მასალით.

დაზიანების ხარისხისა და დეფექტის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, შესაძლებელია ვინირების ან მეტალ-კერამიკის გვირგვინების გამოყენება.

კბილების ფრთხილად გახეხვა, ზედმეტი ორგანული მჟავების შემცველი პროდუქტების რაციონიდან ამოღება, სომატური დაავადებების დროული მკურნალობა და სტომატოლოგთან რეგულარული ვიზიტი ხელს შეუწყობს ისეთი სერიოზული პრობლემის თავიდან აცილებას, როგორიცაა კბილების ეროზია. შემოწმებისთანავე სპეციალისტს შეუძლია ადრეულ ეტაპზე გამოავლინოს დარღვევები და მიიღოს შესაბამისი ზომები.

0
27
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ ჭანტურია1
მარიამ ჭანტურია1
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0