x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ელერს-დანლოსის სინდრომი
image
ელერს-დანლოსის სინდრომი არის მემკვიდრული დაავადება, რომელიც აზიანებს შემაერთებელ ქსოვილს. დაავადების დროს ზიანდება ძვლოვანი ქსოვილი, სისხლძარღვები, თხელდება კანი. შემაერთებელი ქსოვილი კომპლექსური ნარევია ცილების და სხვა ნივთიერებების, რომლებიც ანიჭებენ სიძლიერესა და ელასტიურობას ორგანიზმში არსებულ სტრუქტურებს.

არსებობს ელერს-დანლოსის სინრომის რამდენიმე ტიპი, თუმცა კლინიკური სურათი თითქმის ერთნაირია ყველას შემთხვევაში.

  • სინდრომის ყველაზე გავრცელებული ფორმის დროს ზიანდება სახსრები. ამ დროს დამჭერი შემაერთებელი ქსოვილის სისუსტის გამო სახსრებს შეუძლიათ იმოძრაონ გაცილებით მეტ მანძილზე, ვიდრე ნორმაში. მცირე ზომის სახსრები გაცილებით მეტადააა დაზიანებული, ვიდრე დიდი ზომის. 10000-დან 1 ადამიანს შეიძლება ჰქონდეს დაავადების ეს ტიპი, რომელსაც ჰიპერმობილიზაციის ტიპი ეწოდება.
  • დაავადების შემდეგი ტიპის დროს ზიანდება კანი. სუსტი შემაერთებელი ქსოვილი კანს აძლევს ნორმალურზე მეტი წელვადობის საშუალებას. თქვენ შეგიძლიათ კანი ადგილიდან დიდ სიმაღლეზე გამოქაჩოთ, თუმცა ის საწყის მდგომარეობას არ დაუბრუნდება. სტატისტიკურად 40000-დან 1 ადამიანს შეიძლება ჰქონდეს დაავადების ეს ტიპი.
  • შედარებით იშვიათია სუბტიპი, რომელიც აზიანებს სისხლძარღვებს და ეს ფორმა უვითარდება 250000-დან 1 ადამიანს. ელერს-დანლოსის სინდრომის ვასკულური ფორმის დროს ადამიანებს აერთიანებთ სახასიათო სახის ნაკვთები, მაგალითად: თხელი ცხვირი, თხელი ზედა ტუჩი, მცირე ზომის ყურები და გამოზნექილი თვალები. მათ ასევე აღენიშნებათ თხელი, ნახევრად გამჭვირვალე კანი, რომელიც მარტივად ლურჯდება. გამხდარ პაციენტებში ადვილია სისხლძარღვების შემჩნევა. დაავადების ეს ტიპი მიჩნეულია მძიმე ფორმად, რადგანაც ამ დროს ზიანდება კორონალური არტერია ანუ აორტა, ასევე თირკმლის და ელენთის არტერიები. მათი დაზიანება შესაძლებელია ლეტალური შედეგით დასრულდეს.
ელერს-დანლოსის სინდრომი ვითარდება მაშინ, როდესაც ორგანიზმში არ ხდება სტრუქტურული ცილის - კოლაგენის სრულფასოვანი სინთეზი. სამმაგი პოლიპეპტიდური ჯაჭვისგან შემდგარი კოლაგენის მაკრომოლეკულები ანიჭებს სიმტკიცეს და ელასტიურობას კანს, ძვალს და სხვა სტრუქტურებს. ელერს-დანლოსის სინდრომი არის გეენტიკური დაავადება და გადაეცემა მემკვიდრეობით. თუ თქვენ აღგენიშნებათ დაავადების რომელიმე სუბტიპი, შანსი იმისა, რომ თქვენი დაავადება შვილს გადაედოს არის 50%.
როდესაც ექიმმა იცის სინდრომის რომელი ტიპი აქვს პაციენტს, მას შედარებით უმარტივდება დაავადების სიმპტომთა მართვა. შესაძლებელია პაციენტს მოუწიოს უამრავ ექიმთან ვიზიტი, მათ შორის არიან: ორთოპედი, დერმატოლოგი, რევმატოლოგი.

არსებობს მკურნალობის რამდენიმე ვარიანტი:

  • ფიზიკური თერაპია და ვარჯიში კუნთების ტონუსში მოსაყვანად. კუნთების გაძლიერება ხელს უშლის სახსრების გადაადგილებას. ფიზიკური თერაპია მოიცავს ვარჯიშს, ფეხით სიარულს, ცურვას. ამ მეთოდის გამოყენებას დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვთა ასაკში.
  • პაციენტებს ენიშნებათ კალციუმი და D ვიტამინი, რათა გაძლიერდეს ძვლების სიმტკიცე.
  • ორსულებს, რომლებსაც აღენიშნებათ ელერს-დანლოსის სინდრომი ესაჭიროებათ განსაკუთრებული მკურნალობა.

როდესაც ადამიანს აქვს დაავადების ეს ტიპი რიგი ნიუანსების გათვალისწინება ბევრად გაუმარტივებს მათ ცხოვრებას:

  • გამოიყენეთ რბილი ჯაგრისი კბილების გასასუფთავებლად.
  • სქელი კალმების ან ფანქრების გამოყენება შესაძლოა დაგეხმაროთ თითების უკეთ მოძრაობაში.
  • მიზანშეწონილია დამცავი ტანსაცმლის გამოყენება, რომელიც დაიცავს თქვენს სახსრებს სისხლჩაქცევებისა და სილურჯისგან.
  • თავი აარიდეთ სპორტულ აქტივოვობებს, როგორებიცაა თხილამურები, სირბილი და ა.შ
დაავადებისგან სრულიად განკურნება არ ხდება, თუმცა შესაძლებელია მისი მართვა შესაბამისი მკურნალობის მეთოდებით.

0
62
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ ჭანტურია1
მარიამ ჭანტურია1
62
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0