x
მეტი
  • 10.08.2020
  • სტატია:102423
  • ვიდეო:347175
  • სურათი:466291
ჟურნალისტი ვახო სანაია ანა გაბეჩავას დაბადების დღის ფოტოებს ასაჯაროებს

image


ჟურნალისტი ვახო სანაია გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში საგანგებო პოსტს აქვეყნებს და ანა გაბეჩავას დაბადების დღის აქამდე უცნობ ფოტოებს ასაჯაროებს. ჟურნალისტის თქმით, 19 ივნისს შემთხვევის ადგილიდან, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე, არა სახლში, როგორც მან ჩვენებაში განაცხადა, არამედ, თემქაზე წავიდა, სადაც იუბილარ, ანი გაბეჩავასთან და მის მეგობრებთან ერთად დაბადების დღის აღნიშვნა განაგრძო:


"1. დაბადების დღიდან სხვადასხვა მანქანით წამოსული იუბილარი ანა გაბეჩავა და მარიამ ხატისკაცი თბილისში ხვდებიან ერთმანეთს.


2. ანა გაბეჩავა გადმოჯდა იმ მანქანაში, სადაც ზის მარიამ ხატისკაცი სხვა ახალგაზრდებთან ერთად, მათ შორისაა იუბილარის ნათესავი ვაჟა, ასევე გიორგი ფოცხვერაშვილი და კიდევ ერთი, მარიამ ხატისკაცისთვის უცნობი ბიჭი.


3. ყველანი მიდიან თემქაზე, იუბილარ ანა გაბეჩავას ნათესავის ბინაში.


ყველაზე საინტერესო ახლა იწყება. შეგახსენებთ, ეს ის ღამეა, როცა გიორგი შაქარაშვილი გაუჩინარდა. როცა მცხეთაში ხიდთან ახალგაზრდებს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.


ახლა გავაგრძელოთ. როგორც გითხარით, ახალგაზრდები ადიან თემქაზე. უკვე იმ ბინაში ჩანს ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე, რომელიც ფოტოებს უღებს იქ მყოფ გოგოებსა და ბიჭებს. ფოტოების გამოკვლევით, დავადგინეთ, რომ იაკობს უკვე გადახდა ის ისტორია მცხეთაში ხიდთან, შემდეგ იაკობი პოლიციამ წამოიყვანა თბილისში. საბოლოოდ ის აღმოჩნდა თემქაზე. წარმოგიდგენთ ფოტომასალას იაკობ ბრეგვაძის აპარატიდან.


რატომ არაფერს უფრო მეტს არ ამბობს ამ დეტალებზე გამოძიება? რატომ არსად ჩანს ზოგიერთის ჩვენებაში, რომ იაკობ ბრეგვაძე დილამდე იმყოფება თემქაზე? სად ჩამოსვა პოლიციამ ბრეგვაძე - თვითონ ამბობს, დიღომშიო. გამოვემშვიდობე და მერე სახლში წავედიო. მოუყვა თუ არა ბრეგვაძე სხვა თანატოლებს ყველაფერს, რამდენი ბიჭი დარჩა მცხეთაში და სად გაქრნენ? ზუსტად რა გადახდათ თავს მას და სხვებს სამრეცხაოსთან, როცა თავს დაესხა ჯერ მერსედესის, შემდეგ კი ტოიოტას შემადგენლობა? როდის გაიგეს თემქაზე დილამდე მყოფმა ახალგაზრდებმა გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ?


ასევე დავდე ერთ-ერთის - თემქის ბინის მასპინძლის ჩვენება, რაც ადასტურებს, რომ თემქაზე ყოფნის დროს მათ იციან იაკობისგან მერსედესისა და ტოიოტას ჩხუბის ეპიზოდების შესახებ, მაგრამ რამდენად კარგად იციან პრობლემის სიმძიმე? შეგახსენებთ, იაკობი დილამდე თემქაზე რჩება და ამას მასპინძელი ადასტურებს და ის ფოტოებიც, რაც ავტვირთე.


ახალგაზრდები (ნაწილი მაინც ) დილამდე რჩებიან თემქაზე. ჯერ გვიანი ღამეა, მერე კი გამთენიაც ჩანს - ფოტოებშია. მათ იციან იაკობისგან, რომ თავდასხმა მოხდა მცხეთაში, ხიდთან, მაგრამ სად გაქრნენ იაკობთან ერთად მყოფი ახალგაზრდები? რა ბედი ეწიათ მათ? ამაზე აქვთ იმ დროს პასუხი?



თემქის ბინაში იმყოფებიან:

იუბილარი ანა გაბეჩავა

მარი და ვაჟა ადეიშვილები - მასპინძლები

ლიზი ნადირაძე

მარიამ კვაჭაძე

გიორგი ფოცხვერაშვილი

და

იაკობ ბრეგვაძე



დღეს, როცა ჩვენი პროდიუსერები თემქაზე, იმ კორპუსთან მივიდნენ, მალევე ადგილზე გაჩნდნენ პოლიციის თანამშრომლები. ისინი ავიდნენ ერთ-ერთი ბინაში.



მოკლედ, სულ უფრო და უფრო უცნაურია ეს საქმე"- დაწერა ვახო სანაიამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე. ახლა კი გთავაზობთ, სწორედ იმ ფოტომასალს, რომელიც ჟურნალისტმა ცოტა ხნის წინ გაასაჯაროვა.


imageimageimageimageimageimageimage






0
48
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
48