x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
კონფლიქტი აშშ-სა და ირანს შორის - პოლიტიკურ და კულტურულ ფაქტორებზე დაყრდნობით
image

პოლიტიკა ერთდროულად მეცნიერებაცაა და ხელოვნებაც, ვინაიდან მისი კონცეფცია შედგება ისეთი ელემენტებისგან, როგორებიცაა ერთი მხრივ, სახელმწიფოსა და საზოგადოების მართვის ხელოვნება, ორატორობა, სახელმწიფოებსა და სხვადასხვა ერებს შორის ურთიერთთანამშრომლობა და დიპლომატიური ურთიერთობების ჩამოყალიბება, ხოლო. მეორე მხრივ, წარსულის ისტორიის კვლევა, აწმყოში არსებული სახელმწიფოთა ქმედებების შესწავლა და სამომავლო პოლიტიკური გეგმებისა და სტრატეგიების პროგნოზირება - თითოეული ელემენტი კი ერთ კონკრეტულ ველშია თავმყორილიდაამველსპოლიტიკურიველიანუპოლიტიკაეწოდება.


მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკა თავისმხრივ გულისხმობს სახელმწიფოთა ურთიერთთანამშრომლობასა და დიპლომატიურ ურთიერთობებს სახელმწიფოებს შორის, ხშირად, ზოგიერთ ქვეყანას შორის ვერ/არ ხერხდება დიპლომატიური ურთიერთობის ჩამოყალიბება, რაც უმეტეს შემთხვევაში გამომდინარეობს მათი განსხვავებული კულტურული და პოლიტიკური მდგომარეობიდან, ხშირად, მათი მიზან-სტრატეგიები და პოლიტიკური მისწრაფებები ერთმანეთს კვეთენ და წინააღმდეგობაში მოდიან, რაც, საბოლოოდ, კონფლიქტის, დაპირისპირების, ომის ან, უარეს შემთხვევაში, მსოფლიო ომის სახეს იღებს. ბოლო დროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, ამის ნათელ მაგალითად შეგვიძლია ა.შ.შ.-სა და ირანის ურთიერთობა დავასახელოთ, ვინაიდან მათი პოლიტიკური დღის წესრიგი და კულტურული მდგომარეობა ურთიერსაპირისპიროა, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება მათ შორის კონფლიქტურ ურთიერთობაზე.


ირანსა და ა.შ.შ.1-ს შორის არსებული კონფლიქტის მიზეზების გასაანალიზებლად და ჩვენ მიერ გამოთქმული ჰიპოთეზის მართებულობის დასადგენად ხსენებულ ქვეყანათა ურთიერთობას განვიხილავთ მე-19 საუკუნიდან, კონკრეტულად კი - 1856 წლიდად, როდესაც დაიწყო ამერიკასა და ირანს შორის გაფორმდა პირველი დიპლომატიური ხელშეკრულება, რომელიც მოიცავდა სავაჭრო და სანავიგაციო საკითხებს. ირანისთვის ამერიკა წარმოადგენდა სანდო პარტნიორს, რომლისგანაც მიიღებდა გარკვეულ სარგებელსადადახმარებასქვეყნისადმინისტრირებისპროცესებში.


ამერიკასა და ირანს შორის პოლიტიკური ურთიერთობის დასაწყისად შეიძლება მივიჩნიოთ 1856 წელს ნასირ ალ დინ შაჰის2 მიერ ვაშინგტონში ირანის ოფიციალური წარმომადგენლის გაგზავნა, რასაც მოგვიანებით, 1883 წელს ამერიკისგან ირანში დიპლომატიური წარმომადგენლის, სამუელ ბენჟამინის, დანიშვნამოჰყვა.



image
პოზიტიური ურთიერთობა ირანსა და ამერიკას შორის გაგრძელდა შაჰ მოჰამად რეზა ფეჰლევის მმართველობის დროსაც, 1941-დან 1979 წლამდე, რასაც განაპირობებდა შაჰის პროდასავლური საგარეო პოლიტიკა და ამერიკის საგარეო პოლიტიკისთვის ირანის, როგორც ნავთობით მდიდარი აზიის ყურეში ყველაზე ძლიერი ქვეყნის, ერთგვარ „საყრდენად“ ქცევა ახლო აღმოსავლეთში, თუმცა 1979 წელს, ისლამური რევოლიციის შედეგად, მოვლენებმა სრულიად საპირისპირო მიმართულება მიიღო, რადგან ქვეყნის სათავეში ანტიამერიკული იდეოლოგიის მქონე პოლიტიკური ლიდერი აიათოლა ხომეინი მოვიდა, რაც შეიძლება მივიჩნიოთ ამერიკასა და ირანს შორის არსებული კონფლიქტის საწყისად. მეტი კონკრეტიკისთვის, უნდა აღინიშნოს, რომ ისლამური რევოლუცია გულისხმობს თეოკრატიულ მმართველობას (ყურანზე დაყრდნობით), რაც თავისთავად უპირისპირდება პროდასავლურ პრინციპებს, რომელსაც ამერიკა ლობირებს. შესაბამისად, შედეგად მივიღეთ ინტერესთა კონფლიქტი, იმის გავითვალისწინებით, რომ ამერიკა ცდილობს თავისი გავლენის გაფართოებას დემოკრატიის გავრცელების გზით, ირანი კი თავის მხრივ, თავად ცდილობს რეგიონში ჰეგემონიის მოპოვებას. კონფლიქტის გამწვავების მიზეზი გახდა ისიც, რომ ირანის ჩამოგდებულმა შაჰმა ამერიკისგან თავშესაფარი მიიღო, რამაც კიდევ უფრო გაზარდა ირანის ახალი მმართველობის მიერ ამერიკისადმი უნდობლობა, რასაც მოჰყვა რადიკალი სტუდენტების მიერ ამერიკის საელჩოს აღება და 52 ამერიკელი დიპლომატის მძევლად აყვანა. ეს ქმედება ამერიკამ მიიჩნია საერთაშორისო ნორმის დარღვევად და 1980 წლის 7 აპრილს საბოლოოდგაწყვიტაირანთანდიპლომატიურიურთიერთობა.


1980-1988 წლებში ირანსა და ერაყს შორის მიმდინარე ომში ამერიკა ორივე მხარეს ეხმარებოდა, თუმცა 1988 წელს მან საკუთარი ძალები ირანის წინააღმდეგ მიმართა. ამავე წელს ამერიკულმა ძალებმა ჩამოაგდეს ირანის კომერციული თვითმფრინავი, რასაც 230 ადამიანის სიკვდილი მოჰყვა, ამერიკამაღიარა, რომესიყოშეცდომა, თუმცა ბოდიშიარმოუხდია.


ირანსა და ამერიკას შორის ნეგატიური ურთიერთობა პრეზიდენტ ბუშის მმართველობის პერიოდშიც გაგრძელდა, იგი აქტიურად ცდილობდა ირანისგან მტრის ხატის შექმნას და 2002 წლის საჯარო გამოსვლაში იგი „ბოროტების ღერძად“ მოიხსენია (ბუში, 2002)3. ამავე წელს, ცნობილი გახდა, რომ ირანი ბირთვული იარაღის განვითარების პროგრამაზე მუშაობდა. ირანმა ეს ფაქტი უარჰყო, ამის მიუხედავად მის წინააღმდეგ სანქციები დააწესა გაერომ, ევროკავშირმადაამერიკამ.


image
2013 წელს, ამერიკაში ობამას მმართველობის დროს, ირანში ულტრა კონსერვატორი პრეზიდენტი, მაჰმუდ აჰმადინეჟადი, ჰასან რუჰანმა შეცვალა, რომელმაც ამერიკის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას გამოთქვა მზადყოფნა ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული დავების მოსაგვარებლად. 2015 წელს ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, ეკონომიკური სანქციების გაუქმების სანაცვლოდ ირანი შეამცირებდა ურანით გამდიდრებით პროცესს - ამ მოვლენამ ირანსა და ამერიკას შორის ურთიერთობისდროებითიდათბობაგანაპირობა.


როგორც უკვე აღვნიშნეთ, ირანსა და ამერიკას შორის ურთიერთობის დათბობა დროებითი აღმოჩნდა, რადგან 2018 წელს ამერიკა, პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებით, 2015 წლის შეთანხმებას ცალმხრივად გამოეთიშა და ირანის წინააღმდეგ კვლავ განაახლა სანქციები, რომელიც ირანთან ვაჭრობისა და დოლარში ირანის სავალუტო ოპერაციების შეზღუდვას გულისხმობდა.


image
ზემოხსენებულმა ფაქტორებმა განაპირობა ირანის ეკონომიკის კიდევ უფრო შესუსტება და სახელმწიფოებრივი პრობლემები, რამაც თავის მხრივ გამოუწვია ირანის პრეზიდენტის პოზიციების გამყარება და ამერიკის მიმართ ნეგატიურიმოტივებისგამყარება. ამერიკასა და ირანს შორის დაძაბულობამ, შეიძლება ითქვას, პიკს მიაღწია 2020 წლის 3 იანვარს, როდესაც ამერიკულმა ძალებმა მოახდინეს ირანში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სამხედრო ლიდერის, გენერალ სოლეიმანის, ლიკვიდაცია, რასაც, საპასუხოდ, ირანში ფართომასშტაბიანი პროტესტი, ომის მდგომარეობის გამოცხადება და ერაყში განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებზეთავდასხმამოჰყვა.


სტატიის დასასრულ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კონფლიქტი ირანსა და ამერიკას შორის გამოწვეულია სხვადასხვა ფაქტორით, როგორებიცაა: პოლიტიკური რაკურსი, კულტურა და ძალაუფლებისთვის ბრძოლა, რაც პასუხს სცემს ჩვენ მიერ კვლევის შესავალში გამოთქმულ ჰიპოთეზასა და საკვლევ კითხვას. კერძოდ, კვლევის პროცესში გამოიკვეთა, რომ კონფლიქტის ერთ-ერთი მიზეზია ჰეგემონიისთვის ბრძოლა: ამერიკა ცდილობს საკუთარი გავლენისა და დემოკრატიის გავრცელებას, ირანი კი, თავის მხრივ, - რეგიონში ჰეგემონიისმოპოვებას. რაც შეეხება განსხვავებულ შიდა მოწყობას, ისტორიული ექსკურსის თანახმად, გამოიკვეთა, რომ, კონფლიქტი ირანსა და ამერიკას შორის, ფაქტობრივად, არ არსებობდა, მაშინ, როდესაც ირანს ჰქონდა პროდასავლური რაკურსი. შესავალში ასევე ნახსენები იყო, რომ კონფლიქტის მიზეზი შეიძლება იყოს კულტურული განსხვავებულობა, რაც დასტურდება იმით, რომ კონფლიქტის ფუნდამენტური მიზეზი გახდა ირანში თეოკრატიული მმართველობის დამყარება, რაც თავისთავად გულისხმობს დემოკრატიის პრინციპების უარყოფასდაარსებულიკონფლიქტისაქტუალურფაზაშიდარჩენას.


ავტორები: თამუნა ლიპარტელიანი და ლაშა სალამაშვილი

ილიას სახელმწიფო უნივერისტეტი

0
31
შეფასება არ არის
ავტორი:რეპორტიორი
რეპორტიორი
31
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0