x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
შაქარაშვილი მოკლულია და გადაგდებული
ტაქსის მძღოლი, რომელიც 19 ივნისის ღამეს, თბილისიდან მცხეთაში მისი „უბნელისა“ და ნაცნობის, შაქარაშვილის საქმის მთავარი მოწმის, ვახტანგ ახვლედიანის წამოსაყვანად ჩავიდა, ჩვენებაში ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც მანქანაში ვახტანგ ახვლედიანი და საქმის კიდევ ერთი მოწმე, გიორგი ქათამაძე ჩაისვა, შენიშნა შავი ფერის „ჰიუნდაი“, რომელსაც მათი ნაცნობი და „უბნელი“ მართავდა.

image
ტაქსის მძღოლმა გამოძიებას ინციდენტიდან ორი კვირის თავზე, 2 ივლისს მისცა:

„ვახტანგ ახვლედიანისა და გიორგი ქათამაძის ჩასხდომის შემდეგ, დავინახე, რომ ჩემი მანქანის უკან გაჩერდა შავი ფერის „ჰიუნდაის“ მარკის ავტომანქანა. უკანა ხედვის სარკეში ჩახედვის შემდეგ, დავინახე, რომ საჭესთან იჯდა ჩემი უბნელი, რომელსაც გვერდით ეჯდა თუ არა ვინმე, არ დამინახავს. მე მანქანიდან არ გადმოვსულვარ, რის შემდეგაც მოვატრიალე მანქანა და წამოვედი თბილისისკენ“.

გამომძიებლის კითხვაზე, გამოელაპარაკეთ თუ არა თქვენს ნაცნობს, რომელიც შავი ფერის „ჰიუნდაის“ მართავდა, ტაქსის მძღოლი პასუხობს:


„ვუთხარი მე მას, მხოლოდ და მხოლოდ, რომ ბიჭები ჩავისვი მანქანაში და მიმყავს სახლში, რაზეც მას ჩემთვის არაფერი უთქვამს და განვაგრძე გზა“.

კითხვაზე, არის თუ არა მისთვის ცნობილი, რა მიმართულებით წავიდა შავი „ჰიუნდაი“, ტაქსის მძღოლი პასუხობს, რომ მისთვის, შავი ფერის მანქანის გადაადგილების მარშრუტი უცნობია.

ტაქსის მძღოლი ჩვენებაში შავი ფერის „ჰიუნდაის“ მძღოლის ვინაობასაც ასახელებს. გამოკითხა თუ არა გამოძიებამ აღნიშნული პირი, ან აპირებს თუ არა მის გამოკითხვას, რადიო თავისუფლებამ საქმის მასალებში ამ ინფორმაციას, ჯერჯერობით, ვერ მიაკვლია.

ტაქსის მძღოლის ჩვენების თანახმად, ირკვევა, რომ 19 ივნისის ღამეს, ინციდენტის ადგილას, მცხეთის მაგისტრალზე, ავტომობილებით გადაადგილდებოდნენ, არა მხოლოდ ნაძალადევის რაიონიდან, ე.წ. ნახალოვკიდან ჩასული პირები, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ მცხეთის მაგისტრალზე, ფეხით მიმავალ ახალგაზრდებს, მათ შორის ვახტანგ ახვლედიანს, გიორგი ქათამაძესა და კონსტანტინე ღიბრაძეს, არამედ ინციდენტის ადგილას იმყოფებოდა, საბურთალოს რაიონიდან ჩასული ავტომობილიც, შავი ფერის „ჰიუნდაი“. საქმის მოწმეები, ვახტანგ ახვლედიანი და კონსტანტინე ღიბრაძე სწორედ საბურთალოს რაიონში ცხოვრობენ.

აღსანიშნავია, რომ შავი ფერის „ჰიუნდაის“ შესახებ, არაფერს ამბობს საკუთარ ჩვენებებში ვახტანგ ახვლედიანი.

საქმის მასალების თანახმად, მცხეთის აგარაკზე, დაბადების დღეზე დაწყებული დაპირისპირება, ნაძალადევსა და საბურთალოზე მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის მოხდა.

პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადებისა და ვიდეოკადრების თანახმად, 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. რომელსაც გიორგი და მასთან ერთად, კიდევ ხუთი ახალგაზრდა, გაერიდა. მათ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, რკინის ხელკეტებით შეიარაღებულნი გაეშურნენ.

პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმადვე, სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო. გიორგის კვალი სწორედ ამ დაპირისპირებისას გაუჩინარდა.

9
50
შეფასება არ არის
ავტორი:თორნიკე55
თორნიკე55
50
  
2020, 10 ივლისი, 10:56
ეგრე გამოდის. ჩემი აზრით,სხვა გამოსავალი არ არის,ყოველშემთხვევაში მსოფლიო გამოცდილება ასეთია
2020, 10 ივლისი, 0:27
შერიფი უნდა ყავდეს ყველა სოფელს და ქალაქს, რომელსაც ხალხი აირჩევს ხო?
2020, 9 ივლისი, 21:37
სარალიძის მამაზე რა ვთქვა,როცა კაცმა სამართალი ვერ იპოვა. ეს რო სისტემური პრობლემააა ყველა ვხდებით და თუ არ შეიცვალა ეს ყველაფერი,მაშინ კიდევ იქნება ესეთი ფაქტები. როცა პოლიციელს ნიშნავს ვიღაც პოლიტიკოსი მთავრობიდან ან პარლამენტიდან,ის პასუხისმგებელია მათ წინაშე და ეს არის შესაცვლელი. ნებისმიერი რაიონის პოლიციის შეფი არჩევითი უნდა იყოს და ის უნდა იყოს პასუხისმგებელი ამომრჩეველთან,ასევე პროკურორი და მოსამართლეებიც. როცა ეცოდინება რო მანდატი ხალხმა მისცა,მაშინ ის ხალხის დაკვეთას შეასრულებს და არა ჩინოვნიკის. მეტი საინფორმაციო კამპანიაა საწარმოებელი,რათა ადამიანებმა იცოდნენ,რომ 112ში დარეკვა არ ტეხავს და უნდა იქნეს ახსნილი უდანაშაულობის პრეზუმცია რას ნიშნავს საზეპიროდ. სარალიძემ ერთი აგური დადო ამ ყველაფერში,მაგრამ ჯერ კიდევ დიდი კონსტრუქციაა ასაგები.
2020, 9 ივლისი, 21:30
ჩვენებები იცვლება და ეს ჩვეულებრივი ამბავია უკვე,როცა ცრუ ჩვენება დასჯადია.თავიდან ყველა სხვა რამეს ყვება,ხოლო მერე ცვლიან ე.ი. რაღაც მოხდა ამ პერიოდში. ერთერთმა ადვოკატმა აუდიო ჩანაწერის სინამდვილე ეჭვქვეშ დააყენა,ხოდა არავის უცდია გაბათილება. ფოტოგრაფს ტყუილში ამხელენ და ცდილობენ საგამოძიებო უწყების მიმართ უნდობლობა გამოიწვიონ. ამაზე პასუხი როგორ არ უნდა იყოს მყისიერი არ მესმის. ამიტომაც ვფიქრობ,რომ ყველა ერთად ცდილობს საქმის მიჩქმალვას. სარალიძესაც ალბათ ეგრე იხვევდნენ ხელზე და მერე გაერკვა სიტუაციაში,ასევე იქნება ამ საქმეშიც. ჯერჯერობით ოჯახი ენდობა "ბიძას",ხოლო როცა დედა ვერ დაკმაყოფილდება სიმართლით,მაშინ იქნება იგივე ამბავი. ჩვენ უფრო გვაინტერესებს და ვცდილობთ სიმართლე გაირკვევს,ვიდრე უშუალოდ ამ საქმის პასუხისმგებელი,დაზარალებული თუ ოჯახი.
2020, 9 ივლისი, 21:23
ჯერჯერობით ვერაფერს იტყვი,მარა არაფერია გამორიცხული. შესაძლოა ოჯახზე ცოტას ვაჭარბებ,რადგან ბიძის გარდა არავინ გვინახავს,მაგრამ ეს ბიძა რო ურევს ეგ ფაქტია. ჩვენზე მეტი ინფორმაცია აქვს სავარაუდოდ,მაგრამ მტკიცებით ფორმაში რაღაც უაზრობებს აწვება. ჟურნალისტები ცდილობენ,ზოგი კარგად და ზოგიც ცუდად,რომ ეს საქმე არ მიიფარცხოს. თუ რამე ახალს გაარკვევენ,მაშინვე ცდილობს გააბათილოს ეს ფაქტები,თან უცნაური ინფორმაციის გამოყენებით. ბრალდებულების ადვოკატების ხო საერთოდ არაფერია დასაჯერებელი,რადგან მათი მოვალეობა არ არის სრული სიმართლის დადგენა,ისინი ხომ თავისი დაცვისქვეშ მყოფის ინტერესებს იცავენ. ეს გამოძიება რას და როგორ აკეთებს ვერ გაიგებს კაცი. პიროვნება რო არ აღმოეჩინა ტელევიზიას,არცკი დაიბარებდნენ გამოკითხვაზე.დანაშაულის ადგილის დაწვა ე.წ. ბარგალკის გამოყენებას დააბრალეს. იქ დენი არ არის და ვიღაც მეჯართეს საიდან უნდა ქონოდა ეს. ბოლობოლო რომელი მეჯართე მივა ჯართის ასაღებად ამ ამბების მერე? რა ჯართი მანამდე იქ არ იყო? სისულელა ეს ყველაფერი. ჩემი აზრით,დაშინება,მოქრთამვა და შანტაჟს აქვს ადგილი.
2020, 9 ივლისი, 17:46
სარალიძის მამაზე რას იტყვი? ტყუილად იწვალა ამდენი?
2020, 9 ივლისი, 17:45
ხორავას საქმე და ეს ერთმანეთს გავს ხო რაღაცით?
2020, 9 ივლისი, 14:50
ვერსიას,რომელსაც მიყვებიან ხო საერთოდ შოკია.ბიჭი არაფერ შუაში იყოო ამას ყველა იძახის,მაგრამ 6 ადამიანიდან მას მისდევენ მაინცადამაინც.მერე იმ ხრამში დადის შაქარაშვილი და ასევე მიყვებიან ბოლომდე,მერე სცემენ და წყალში აგდებენ.არის მეორე ვერსიაც,შეშინებული შაქარაშვილი ჩარბის ხრამში და ისეთი შეშინებულია რო წყალში შედის,როცა წყლის ეშინია და ცურვა არ იცის. ამ ვერსიაში დრო არ უნდა ქონდეს ბევრი,რადგან რო დაფიქრებულიყო ბუჩქებში დაიმალებოდა და არ შევიდოდა წყალში. ასეთ სიტუაციაში იხსნის ჩანთას და ბეტონზე დებს,რადგან სხვისია და არ უნდა დაეკარგოს. აი,ამ ორი ვერსიის ვინმეს სჯერა საერთოდ? ბატონი "ბიძა" გამოდის და ამბობს,რომ "გიორგი პასუხისმგებლიანი ბიჭი იყო და ჩანთას უფრთხილდებოდაო" სიკვდილის შიშის დროს ჩანთაზე ვინ ფიქრობს? ან იქ რო დატოვებდა,რა დარწმუნებული იყო რო იქ დახვდებოდა? ამაზე დიდი სიდებილე არ მომისმენია არსად. დაზარალებულის პონტში გადის ეს ოჯახი ანუ უფლებამონაცვლედ მიიჩნევა,მაგრამ თან არასწორ ვერსიაზე თუ სხვა რამეზე თანხმდებიან,ხოდა რატო? ამის მიზეზი რა არის? ეს უნდა გაარკვიოთ ჟურნალისტებმა,თორემ ბიჭი რო გარდაცვლილია მეც ვიცი.დაშინება,ზეწოლა,მოქრთამვის ვერსიას მიაწექით ჯობია. გადმოგდებული საკენკიდან(მასალები)რაც არ უნდა ამოჩხრიკოთ აზრი არ აქვს,რადგან მზად არიან ყველაფერზე უკვე და შეგნებულად გიგდებენ ამ თემებს,რომ ყურადღება გადაგატანინონ.
2020, 9 ივლისი, 14:27
ისეთი უცნაური სიტუაციაა,რომ ვერ გაიგებ ვისი ვისაშია.ბრალდებულების ადვოკატები გვრაწმუნებენ,რომ სრული სიმართლისთვის იბრძვიან,ხოლო პროკურატურა პირიქით,წელავს საქმეს და ჩიხში შეყავს.გუშინ ტელევიზიამ ამოაგდო კადრები და ვიღაც სხვა აღმოაჩინეს,რომელზეც საუბარი არ ყოფილა მანამდე. მერე უცებ დატრიალდნენ და ორი კაცი დაიბარეს შსსში. ერთმა ალიბი მაქვსო,მეორემ არასწორ ადგილას მოვხვდიო და ტელეფონი მთხოვაო,ვერ დავარეკინე,რადგან არ მქონდა სალაპარაკოო. არადა 5 წუთი დგანან ერთად და თუ სალაპარაკო არ ქონდა ისე ეტყოდა,ტელეფონს არ მიაწვდიდა და 5 წუთი არ ჩამოუდგებოდა. იმ მეგობარმა თუ რაც არის არ თქვა ეს ფაქტი და დროულად არ მოხდა ამ ყველაფრის გაგება. ბიძამ ჭიათურის მარშუტკა იყოო და მაგაზე ინფორმაცია მქონდაო,არადა პირველ საათზე რაის სამარშუტო ტაქსი. ჩემს აზრით,ყველა მხარე რაღაცას მაიმუნობს და სიმართლე მათ შუაში არის. აი,ის გუკა თუ მეგობარი რო ამ საქმის თანამონაწილეა თითქმის დარწმუნებული ვარ და მოვა დრო ფარდა აეხდება ამ საქმეს. ახლა ამ საქმეს ვერ გამოიძიებენ და ჩაფარცხავენ. ყველა კმაყოფილი იქნება,მათ შორის ოჯახიც რაც არ უნდა გასაკვირი იყოს. ამ ბიჭს არც სამეგობრო ყოლია წესიერი და არც სანათესაო. ბიძის უაზრობები ყურიდან არ ამომდის
0 1 9