x
image
არჩილ ვერულიძე
საინტერესო ფაქტები ალექსანდრე დიდის შესახებ
ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მხედართმთავარი კაცობრიობის ისტორიაში, თავისი ცხოვრების მანძილე ალექსანდრე მაკედონელმა არაერთი შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა. სამწუხაროდ უამრავი ფაქტი მისი ცხოვრების შესახებ საიდუმლოებითაა მოცული, რადგანაც ის ცხოვრობდა ძალიან დიდი ხნის წინ ჩვენს წელთ აღრიცხვამდე. რაღაც მცირეოდენის აღდგენა მაინც მოხერხდა არქეოლოგებისა და ისტორიკოსების წყალობით.

image

1. ალექსანდრე მაკედონელის მასწავლებლად არიტოტელე მიიჩნევა, ალექსანდრეს მამამ ფილიპე II -მ დაიქირავა არისტოტელე, რათა მას მომავალი მეფე და მხედართმთავარი აღეზარდა.

image



2. მამავალმა დამპყრობელმა ტახტი 20 წლის ასაკში დაიკავა. მალევე მოუხდა თრაკიელთა აჯანყების ჩახრშობა, ამ ფაქტმა ალექსანდრეს დიდებულ საომარ კარიერას ჩაუყარა საფუძველი.


3. დაიპყრო თანამედროვე საბერძნეთის, სირიის, ეგვიპტის და ირანის ტერიტორიები. ასევე სწადდა ინდოეთის დაპყრობაც და არც თუ ისე წარუმატებლად, მაგრამ ხანგძლივი ლაშქრობებით გადაღლილმა ჯარმა უკან გაბრუნება მოითხოვა.


4. თავისი სახელმწიფოს დედაქალაქად მის მიერ დაპყრობილი მესოპოტამიური ქალაქი ბაბილონი გამოაცხადა.


5. ალექსანდრე ყოველთვის და ყველაფერში ცდილობდა ყოფილიყო პირველი. ამიტომ ის პირადად იღებდა მონაწილეობას ყველა ბრძოლაში, ცდილობდა ყველაზე ცხელ წერტილებში ებრძოლა.


6. როგორც პლუტარქე წერს, ალექსანდრე მაკედონელმა ბევრი ჭრილობა მიიღო თავის მრავალრიცხოვან ბრძოლებში.


7. თავისი უახლოესი მეგობრის ჰეფესტიონის სიკვდილის შემდეგ ალექსანდრემ შექმნა მისი სახელის კულტი და ჰეფესტიონის სადიდებლად ორი ტაძარი ააგო. ამან საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია, რადგან ეს ყველაფერი ელინურ წესჩველულებებს ეწინააღმდეგებოდა.


8. სამოცდაათზე მეტ ქალაქს სახელი თავის საპატივცემულოდ დაარქვა, ერთსაც თავისი ცხენის პატივსაცემად.


9. არაერთხელ განაცხადა საჯაროდ, რომ უზენაესი ღმერთის - ზევსის შვილი იყო.


10. სპარსეთის იმპერიაში ძალაუფლების შესანარჩუნებლად მაკედონელმა აიძულა 100 თავისი მაღალჩინოსანი თანამებრძოლი ადგილობრივ კეთილშობილ ქალებძე ექორწინად.


11. როდესაც დიდი მხედართმთავარი გარდაიცვალა 33 წლისაც კი არ იყო.


12. მალევე მისი სიკვდილიდან ალექსანდრე მაკედონელის მიერ შექმნილი უზარმაზარი იმპერია დაიშალა.


13. მაკედონელის ცოლი როქსანა იქნა ტყვედ აყვანილი მისი ჯარისკაცების მიერ, როგორც კი დაინახა იგი ალექსანდრემ, მაშინვე შეუყვარდა და ცოლად შეირთო.


14. საბერძნეთი და მაკედონია დღემდე კამათობენ იმაზე, თუ ვინ იყო მეტ წილად ალექსანდრე დიდი, მაკედონელი თუ ბერძენი.


15. ალექსანდრე მაკედონელის, როგორც დიდებული მხედართმთავრის ტაქტიკა დღემდე შეისწავლება სამხედრო აკადემიაში.


16. ალექსანდრე დიდის სიკვდილის მიზეზი დღემდე დაუდგენელია, ისტორიკისები ეჭვობენ, რომ შევძლებთ ოდესმე გავიგოთ, თუ რა მოხდა სინამდვლეში.

0
107
1-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
107
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0