x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134053
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
10 საუკეთესო კორეული ფილმი, რომელიც აუცილებლად ნანახი უნდა გქონდეთ

კორეული ფილმები დღეს უფრო და უფრო პოპულარული ხდება მსოფლიოში. მათში განსხვავებული კულტურა, კონტრასტები და იუმორია, რომელსაც უცხოელი ხშირად ვერ ხვდება და ვერ იგებს. წარმოგიდგენთ კორეული კინემატოგრაფიის შედევრებს, რომლებიც დაგაფიქრებთ და მათ ნახვას არ ინანებთ.

1. პარაზიტი -Parasite (2019) | Gisaengchoong

imageფილმი იმის შესახებაა, თუ როგორ ცხოვრობს კორეასი სხვადასხვა ფენის საზოგადოება. რეჟისორმა ფილმი დაახასიათა როგორც “კომედია კლოუნების გარეშე და ტრაგედია ბოროტმოქმედების გარეშე''. ღარიბულ უბანში, სარდაფში ცხოვრობს ოჯახი, რომლის ყველა წევრიც მდიდრების რაიონში, ასევე მდიდარ ოჯახში იწყებს მუშაობას, თაღლითობით რა თქმა უნდა. ფილმში განვითარებული მოვლენები ნათლად გვიჩვენებს თუ როგორი შეიძლება იყოს ადამიანი, როდესაც მას უკან დასაბრუნებელ გზას მოუჭრი. სიუჟეტში გაუგებარია ვინაა ბოროტმოქმედი და ვინ არა, ფინალიც ღია აქვს და მაყურებელს კითხვის ნიშნის ქვეშ ტოვებს. მაგრამ ფაქტი ერთია, ფილმს ოსკარი ტყუილად არ აუღია.

2. მდუმარენი-Silenced | Dokani (2011)

image

ფილმი დაფუძნებულია რეალურ ისტორიაზე. ჩვეულებრივი მასწავლებელი სეულიდან სამუშაოდ გადადის პატარა ქალაქში ხელოვნების მასწავლებლად, სკოლა სპეციალურად სმენადაქვეითებული ბავშვებისთვისაა. ფილმში შოკისმომგვრელი ისტორიაა ასახული, ისტორია იმისა, თუ როგორ ძალადობს სკოლის მასწავლებელთა კოლექტივი ბავშვებზე, რომლებსაც სიცოცხლე აღარ უნდათ. მთავარი კი ისაა, რომ ეს ამბავი სულაც არ მთავრდება კარგად, ან ცუდად, ის ღია რჩება.

3. მოსამსახურე-Lady | Agasshi (2016)

image

მოქმედება ხდება კორეაში, ХХ საუკუნის 30 იან წლებში, როდესაც ქვეყანა იაპონიის მიერაა ოკუპირებული. თაღლითი ფუძივარა გეგმავს ცოლად მოიყვანოს მდიდარი იაპონელი ქალბატონი ჰიდეკო, ქორწინების შემდეგ კი სურს შეურაცხადად გამოაცხადოს და მის ქონებას დაეპატრონოს, ამისთვის ქალს უგზავნის დაქირავებულ გოგონას მოსამსახურედ, მაგრამ მოვლენები ისე არ ვითარდება, როგორც მას უნდა.

4. მატარებელი ბუსანში-Train to Busan | Busanhaeng (2016)

image

ქვეყანაში ახალი ვირუსის ეპიდემია მძვინვარებს, რომელსაც შეუძლია ადამიანები ზომბებად გადააქციოს. მამა-შვილი ხვდება მატარებელში მთელი ქაოსის ეპიცენტრში და ყველანაირად ცდილობს თავის გადარჩენას. ზომბი-აპოკალიფსის სიუჟეტი კორეელებს საკმაოდ ხარისხიანი და საინტერესო გამოუვიდათ, რასაც კრიტიკოსების დადებითი შეფასებები მოჰყვა.

5. ყოველთვის-Always | Ohjik Geudaeman (2011)

image

ფილმი გულწრფელი და კეთილი სიყვარულის ისტორიაზეა, ადამიანის ცხოვრებაში ხომ ყოველთვისაა სიყვარულის ადგილი. მთავარი გმირები ყოფილი ბოქსიორი და ბრმა გოგონა არიან, რომელთა შემთხვევითი შეხვედრა მათ ცხოვრებაში ყველაფერს ცვლის.

6. მე ვნახე ეშმაკი-I Saw The Devil | Akmareul Boattda (2010)

image

მანიაკი კლავს ქალს, რომელიც სპეც-აგენტის საცოლე აღმოჩნდება. სპეც-აგენტი კი თავის მხრივ არ აპირებს, რომ მკვლელი სასამართლოს გადასცეს, ის ისახავს შურისძიების გეგმას, რომელიც ხანგრძლივი, კარგად მოფიქრებული და სასტიკია. ფილმი გვიჩვენებს, რომ მკვლელის შეცვლა შეუძლებელია, მაშინაც კი თუ მას სიკვდილი ელოდება.

7. მამაკაცი არსაიდან-The Man from Nowhere | Ajeossi (2010)

image

ყოფილი ქილერი ჩა ტჰე სიკი ლომბარდის მეპატრონეა, მისი ერთადერთი მეგობარი, თუკი შეიძლება ასე ითქვას, პატარა გოგონაა, რომელიც მეზობლად ცხოვრობს. გოგონას დედა ნარკომანია და მოცეკვავეა ბარში, ის ნარკოკურიერს ძარცვავს და ნარკოტიკებს ლომბარდში ინახავს. ამის გამო ნარკობარონი დედა-შვილს იტაცებს, ტჰე სიკს კი უწევს გოგონას მოძებნა ყველანაირი ხერხით.

8. მოგონებები მკვლელობაზე- Memories of Murder | Salinui Chueok (2003)

image

ქალაქში რამდენიმე სასტიკი მკვლელობა მოხდა, პოლიცია ყველანაირად ცდილობს მკვლელის დაჭერას, მაგრამ ოფიცრების ნამდივი მიზანი დამნაშავის დაჭერა კი არა, მისი დასჯაა, რადაც არ უნდა დაუჯდეთ, ისინი ყველანაირ ზღვარს სცილდებიან მიზნის მისაღწევად.

9. ოლდბოი-Oldboy (2003)

image

არაფრით გამორჩეულ ბიზნესმენს იტაცებენ და საპყრობილეში აგდებენ წლები. ტყვეობიდან დაღწევის შემდეგ მამაკაცი ცდილობს შური იძიოს და სამაგიერო გადაუხადოს ყველას, ვინც ცუდ დღეში ჩააგდო.

10. გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი...და ისევ გაზაფხული-Spring, Summer, Fall, Winter... and Spring | Bom Yeoreum Gaeul Gyeoul Geurigo Bom (2003)

image

ცნობილი რეჟისორის, კიმ კი დუკის საუკეთესო ფილმი. სიუჟეთი მოგვითხრობს ცივილიზაციისგან შორს მცხოვრებ განდეგილ ბერზე და მის მოსწავლეზე. მათი ყოველდღიურობა ერთფეროვანი და აუღელვებელია მანამ, სანამ ბიჭი არ გაიზრდება და გოგონას არ გაიცნობს.

0
339
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
339
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0