x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ბრაიან მეი მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო გიტარისტად დასახელდა
image

გამოცემა Guitar World-მა მოაწყო ონლაინ გამოკითხვა, რა დროსაც Total Guitar-ის ფანთა გუნდს უნდა აერჩია მსოფლიოს ყველა დროის 100 საუკეთესო გიტარისტი, მთლიანად რეიტინგში გამოცემამ შეარჩია 250-ზე მეტი ცნობილი გიტარისტი, რომელიც დაჰყო 6 ქვეკატეგორიად ჟანრების მიხედვით, 6 გამოკითხვა-6 კატეგორიაში.


საერთო ჯამში კი გამარჯვებული გახდა, ჯგუფ Queen-ის გიტარისტი ბრაიან მეი, რომელმაც უკან ჩამოიტოვა უკვე გიტარისტთა რეიტინგების თითქმის მუდმივი ლიდერი ჯიმი ჰენდრიქსი, მესამე საპატიო ადგილზე გავიდა "ლედ ზეპელინის" გიტარისტი ჯიმი პეიჯი.


პირველ ათეულში აგრეთვე მოხვდნენ:ედი ვან ჰალენი(Van Halen), ერიკ კლაპტონი(ექს-Cream)დევიდ გილმორი(Pink-floyd), რიჩი ბლეკმორი(ექს-Deep Purple, Rainbow, Blackmore's night), ალექს ლაიფსონი(ექს -Rush, Victor, Big Dirty Band), ჯეფ ბეკი(ექს-The Yardbirds, The Jeff Beck Group და სხვა პროექტები) და სლეში(Guns N' Roses, Velvet Revolver)



ბრაიან მეი საკუთარ აღიარებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, ჯერ მადლობა მოუხადა სტივ ვეის და ნუნო ბეტანკურს, შემდეგ კი აღნიშნა:"


"Total Guitar-ის მადლიერი ვარ. თუმცა, გიტარის დაკვრაში ყველაზე კარგი ისაა, რომ აქ ცნება "საუკეთესო" არ არსებობს. ერთმანეთისგან ყველა განვსხვავდებით და ჩვენ-ჩვენი ნიშა გვაქვს. კარიერის განმავლობაში არაერთ დიდ არტისტთან ერთად მომიწია მუშაობა და ეს ყველაზე დიდი ჯილდოა. ჩემი აზრით, ამ წოდებას ყველა ჩემზე მეტად იმსახურებთ. თუმცა, მაინც ძალიან მიხარია და ამაყი ვარ", - წერს ბრაიან მეი.

image

0
29
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0