x
image
ქეთი1988
Mediator image
ბობ მარლის ცოლის ისტორია, რომელმაც საკუთარი თავი ქმარს მიუძღვნა, ის კი ქალს არაფრად აგდებდა

image


ცნობილი იამაიკელი მუსიკოსი ბობ მარლი დღეს მილიონობით ადამიანის კუმირია. სანამ ცნობილი გახდებოდა, მარლი შეხვდა რიტას, თავის მომავალ ცოლს, ერთგულ მეგობარსა და თანამოაზრეს. სწორედ რიტა იყო მასთან ჭირსა თუ ლხინში.

ისინი ერთმანეთს 1960-იან წლებში შეხვდნენ, იამაიკაში, ტრენჩტაუნის რაიონში. მაშინ რიტა 18 წლის იყო, მარლი კი 19-ის. იამაიკა ევროპელებისთვისაა რომანტიკული, მშვიდი კუნძული, ხოლო ადგილობრივებისთვის კი ღარიბი ადგილი, სადაც ცხოვრება გაუსაძლისი და რთული იყო.

1965 წელს ბობ მარლი ნაკლებად ცნობილ ჯგუფში უკრავდა, რიტა კი ბექ-ვოკალისტი იყო. გაცნობის დროს რიტას უკვე ჰყავდა ახალშობილი, რომელიც ყოფილი შეყვარებულიუსგან გააჩინა, მაგრამ მარლის მას უმალავდა. მუსიკოსმა შერმთხვევით გაიგო ბავშვის არსებობის შესახებ, პატარები ძალიან უყვარდა და გაუკვირდა კიდეც, რომ საყვარელი ადამიანი ამას უმალავდა. ამის შემდეგ მარლი რიტას რეპეტიციებიდან ადრე უშვებდა, ხოლო როდესაც ფულს იშოვიდა, მაშინვე ბავშვისთვის საკვებს ყიდულობდა. “ვიცოდი, რომ რამდენიმე თვეში ეს მორცხვი გიტარისტი ჩემი ცხოვრების მთავარი სიყვარული გახდებოდა? ვხვდებოდი, რომ მალე ის მუსიკალური ინდუსტრიის მამოძრავებელი ძალა გახდებოდა? არა და არა.'' იხსენებდა რიტა.

ბობ მარლის სახლი იამაიკაზებობ მარლის სახლი იამაიკაზე

შეყვარებულები მალევე დაქორწინდნენ, სხვადასხვა ჯგუფებში მღეროდნენ და დიდი შემოსავალი არც ჰქონიათ. მალე რიტამ ბავშვების გაჩენა დაიწყო ერთი-მეორის მიყოლებით, როგორც შეეძლო ისე შრომობდა, ეზიდებოდა წყალს სათლებით, საჭმელს კოცონზე აკეთებდა ყოველ დილას, ქმარს ერთადერთ საცვალს ყოველ დღე ურეცხავდა დილით სუფთა რომ ჩაეცვა...

ცოლ-ქმრული ცხოვრება ადვილი არასოდეს ყოფილა. მოგვიანებით, რიტა თავის წიგნში «No Woman No Cry: My Life with Bob Marley» იხსენებდა, თუ როგორ დაარტყა ხელი ქმარმა იმის გამო, რომ საჭმელს დიდი ხანი ამზადებდა. ეს ყველაფერი კი იმიტომ, რომ ელემენტარული სამზარეულოც არ ჰქონდათ, კოცონის დანთებას დიდი დრო უნდოდა, პატარა ბავშვები კი გამუდმებით ყურადებას ითხოვდნენ.

image

საარსებო საშუალება აღარ ჰქონდათ, ამიტომ საცხოვრებლად რიტას დეიდასთან გადავიდნენ. მარლი კი ყოველ დღე სტუდიაში დადიოდა სიმღერების ჩასაწერად. შრომას ფუჭად არ ჩაუვლია, მუსიკოსმა მალევე კონტრაქტი გააფორმა სტუდიასთან Island Records და პირველი ალბომი «Catch a Fire» გამოუშვა, რომლის პოპულარობაც იამაიკას გასცდა.

image

ახალი განსაცდელი რიტას მაშინ დაატყდა თავს, როდესაც პოპულარობასთან ერთად მარლის ცხოვრებაში ახალი ქალებიც გაჩნდნენ. მართალია მუსიკოსს ცოლთან განქორწინებაზე არც უფიქრია, მაგრამ გასტროლებზე მისი სასიყვარულო თავგადასავლების ნაკადიც არ წყდებოდა, ეს ყველაფერი კი ფაქტობრივად რიტას თვალწინ ხდებოდა, ის ხომ ბობ მარლის ჯგუფში ბექ-ვოკალისტი იყო და მუდამ თან დაყვებოდა. როდესაც ქალები ბეზრდებოდა, რიტას სთხოვდა რომ გაეყარა ისინი საგრიმიოროდან, ქალიც თანხმდებოდა.

საყვარლების რაოდენობა უფრო და უფრო იმატებდა, რიტა კი მათ უკვე აღარაფრად თვლიდა და ყურადღებას არ აქცევდა. ერთხელაც, მარლიმ სახლში არ საყვარელი, არამედ ბავშვი მოიყვანა. როგორც გაირკვა, საყვარლები შვილებს უკვე რეგულარულად უჩენდნენ, შემდეგ კი ტოვებდნენ, ყველა შვილი ქორწინების გარეთ მოსავლელად მარლიმ ცოლს მიუყვანა. 11 შვილი ჰყავდა 7 ქალისგან, 2 კი შვილობილი რიტასგან. ცოლი კი მხოლოდ ერთი. მარლიმ იცოდა, რომ რიტა მოწესრიგებული და პასუხისმგებლიანი იყო, ამიტომ ბავშვები მას დაუტოვა აღსაზრდელად. აქვე უნდა ითქვას, რომ ტიტაც ღალატობდა ქმარს. ამერიკაში ცხოვრების დროს ის დაორსულდა კიდეც, მარლიმ კი მისი შვილი საკუთრად მიიღო.

ბობ მარლის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინეს როდესაც ვარსკვლავურ ზენიტში იყო, სიმსივნე ფეხის თითზე გაუჩნდა, რაც ფერადკანიანებში იშვიათია, ის 36 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მარლის ერთ-ერთი უკანასკნელი სიტყვები იყო “ფულიც სიცოცხლეს ვერ იყიდი'', ამის მართლა სჯეროდა.

დღეს რიტა 73 წლისაა, ის სოლო მომღერალია რეგის ჟანრში და “ბობ მარლის ფონდს'' ხელმძღვანელობს.

0
63
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
63
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0