x
მეტი
  • 21.09.2020
  • სტატია:103454
  • ვიდეო:347746
  • სურათი:467737
მეცნიერული ფაქტები, რომლებიც გვიჩვენებს, რომ ზღვაზე დასვენება ადამიანებს აბედნიერებს
იტალიელი მეცნიერები 5 წლის განმავლობაში სწავლობდნენ ზღვის გავლენას ადამიანის ემოციებზე და მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ზღვა მნიშვნელოვნად ამაღლებს ჩვენს ორგანიზმში ბედნიერების ჰორმონის დონეს. მაინც როგორ მოქმედებს ლაჟვარდოვანი წყლის სივრცე ადამიანზე და რატომ ხდის მას ბედნიერს? -ამაზე პასუხს იტალიელი მეცნიერის და მწერლის უოლეს ნიკოლასის წიგნ "ცისფერ გონებაში" იპოვით.




image



ყველამ ვიცით, რომ ბუნებაში დროის გატარება კარგია და ის დადებითად მოქმედებს როგორც ფსიქიკურ და მენტალურ, ასევე, ფიზიკურ მდგომარეობაზე, თუმცა ნეიროფსიქოლოგები განსაკუთრებით აღნიშნავენ ზღვის ნაპირზე ყოფნის სპეციფიკურ უპირატესობებს. გადატვირთული სამუშაო გრაფიკის ფონზე მით უფრო შესამჩნევია განტვირთვის საჭიროება. ლაჟვარდოვან სანაპიროზე ყოფნისას განცდილი სიმშვიდის შეუდარებელი გრძნობა დღეისათვის განიხილება როგორც ''ლურჯი სივრცე'' და ამასთან წყლის სურნელისა და ტალღების ხმაურის კომბინაცია განსაკუთრებით ეფექტურად მოქმედებს ადამიანის ტვინზე. ერთი კი ცხადია: როგორც სამეცნიერო კვლევებზე, ასევე უამრავი ადამიანის პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით ზღვა არის ადგილი, რომელიც გვამშვიდებს, ზღვის ტალღები კი სანაპიროსთან ერთად რეცხავენ უსიამოვნო შეგრძნებებსა და განწყობებს ჩვენი ტვინიდან.

გთავაზობთ იტალიელი მეცნიერების მიერ გაკეთებულ რამდენიმე დასკვნას იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს ზღვაზე დასვენება ადამიანის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე:




image



წყალი-ადამიანის არსებობის ბუნებრივი გარემოს ნაწილია

წყალი ადამიანის არსებობის ბუნებრივი გარემოს ნაწილია, მასთან შეხება ადამიანში იწვევს სიამოვნების, დაღლილობისა და ემოციური დაძაბულობის მოხსნის შეგრძნებას, კვლევების თანახმად, ადამიანი გაცილებით მშვიდად გრძნობს თავს მაშინ, როცა ღია ცის ქვეშ იმყოფება და კიდევ უფრო მშვიდია, როცა თავის სხეულზე წყლის შეხებას გრძნობს.




image



ცისფერი ფერი იწვევს სიმშვიდის და მყუდროების შეგრძნებას


ცისფერი ფერი დაბლა სწევს სისხლის წნევას და ამცირებს გულისცემის სიხშირეს, რის შედეგადაც ადამიანს ეხსნება ემოციური დაძაბულობა. ალბათ სწორედ ამიტომაა, რომ დედამიწის მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის ის ყველაზე საყვარელი ფერია, რაც ჩანს კიდეც ჩატარებული გამოკითხვებიდან.




image



ზღვის ნაპირზე სეირნობა იწვევს ცნობიერების განტვირთვას და დაძაბულობის მოხსნას



წყალი სტრესისგან გათავისუფლების საუკეთესო საშუალებაა. ის ბუნებრივად აქცევს ადამიანს ბედნიერს. არ აქვს მნიშვნელობა კარგად ცურავთ, ხტუნავთ წყალში, თუ უბრალოდ ფეხებს ჩაყოფთ, ის მაინც დადებითად მოქმედებს, ხელს უწყობს განტვირთვასა და დამშვიდებას, მყისიერად აუმჯობესებს განწყობას.




image



ზღვაზე ყოფნა ზრდის ადამიანის შემოქმედებით უნარს


გრძნობთ, რომ შემოქმედებითი უნარი აღარ გაქვთ ისეთი, როგორიც ადრე? - მაშინ აუცილებლად წადით ზღვაზე. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ლურჯი სივრცე უფრო შემოქმედებითს ხდის ადამიანს, ავიწყებს პრობლემებს და უბიძგებს, რომ საქმეს კრეატიული თვალით შეხედოს. ''ლურჯ სივრცეში'' ყოფნა წმენდს თქვენ გონებას, გამოთავისუფლებული ადგილები მეტ სივრცეს აჩენენ გაცილებით მნიშვნელოვანი ''ტვირთის“''სამოძრაოდ. ეს გეხმარებათ სხვადასხვა საკითხის გადააზრებაში, სხვადასხვა პრობლემისა თუ პროექტის კრეატიულ გადაწყვეტაში.




image



ზღვის სანაპიროზე ყოფნა ადამიანს დეპრესიის დამარცხებაში ეხმარება



როგორც უკვე ვთქვით, ზღვაზე ყოფნა ადამიანს აბედნიერებს, ამშვიდებს, პრობლემებს ავიწყებს და შესაბამისად დეპრესიის დამარცხებაში ეხმარება. ტალღების ხმის, ულამაზესი ხედისა და ზღვის სუნის კომბინაცია განსაკუთრებულ გარემოს ქმნის ადამიანისთვის. ეს ერთგვარი მედიტაციური სივრცეა, ტალღების ხმაურით, სუნითა და ''ლურჯი'' ვიზუალით. თქვენი ყოველდღიურობის ქაოსი სწორედ აქ დალაგდება, ამ სიმშვიდეში.




image



სანაპიროზე გატარებული დრო ცვლის სამყაროს აღქმას



ბუნებასთან კონტაქტის სიხშირე ყოველთვის განიხილებოდა, როგორც ფაქტორი ჯანსაღი და ბედნიერი ცხოვრებისათვის. ზღვის ნაპირზე დროის გატარება კარგია თქვენი ფსიქიკისთვის, მენტალური პროცესებისთვის თუ გონებრივი შესაძლებლობებისთვის. ზღვა, როგორც ფიქრის პროვოცირების საშუალება არასდროს ჩერდება. ზამთარ-ზაფხულ ის მზადაა თქვენთან სასაუბროდ. ამიტომ გამონახეთ დრო მასთან მისასვლელად და თუ ამას სამსახურებრივი, ფინანსური თუ გეოგრაფიული ფაქტორებიდან გამომდინარე საკმარისად ხშირად ვერ ახერხებთ, იპოვნეთ ნიჟარები და თან წამოიღეთ... მაშინ, როცა თქვენი დაძაბულობა და გადაღლა პიკს მიაღწევს, განმარტოვდით, მიიდეთ ნიჟარა ყურზე, დახუჭეთ თვალები და მშვიდად უსმინეთ ზღვის ტალღების ტლაშუნს. მერწმუნეთ, ეს ყველაზე კარგი განტვირთვაა მძიმე, დამღლელი სამუშაო დღის ან სტრესის შემდეგ.




image


0
59
6-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
59
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0