x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
VICTORIAS SECRET-ის ანგელოზების საიდუმლო - შევიხედოთ კულისებში
მოგეხსენებათ, რომ შოუბიზნესი არის "ცნობილების" კომერციული საესტრადო გამოსვლა, რომელიც წარმოადგენს ღონისძიების ორგანიზატორთა შემოსავლის წყაროს და დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას აქვს ის. შუბიზნესის წევრები არიან ამა თუ იმ ქვეყნის ცნობილი მომღერლები, მსახიობები, მოდელები და ა.შ, რომლებიც მუდამ ყურადღების ცენტრში არიან, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი მოქალაქეები. ისინი ასევე ხვდებიან ყვითელი პრესის ფურცლებსა და ჭორების ქარ-ცეცხლში. რა თქმა უნდა არიან ცნობილები, რომლებიც პრესისა და ტელევიზიებისგან იზოლირებულად ცხოვრობენ, თუმცა მათი განსაზღვრული ნაწილი დღემდე აქტიურად იკავებს "ყველაზე სექსუალური"-ს სტატუსსა და სკანდალებით იწევს რეიტინგს. პაპარაცებისა და ჟურნალისტების თვალს მიღმა ხომ არაფერი რჩება, აქტიურად იქექებიან ჩვენი ცნობილების პირად ცხოვრებასა და ქორწინება-განქორწინების საკითხშიც, რომელიც ჩვენს ცნობილებს (უმეტეს მათგანს) კარიერაზე ნაკლებად ადარდებთ.



image



როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, პაპარაცები და კამერები არის ყველგან, იქ, სადაც არიან ჩვენი ვარსკვლავები. ამიტომ ისინი ათასობით თანხებს ხარჯავენ იმის გამო, რომ მოუვლელობისა და არაესთეტიკურობის გამო არ მოხვდნენ ჟურნალების გარე ყდაზე, თუმცა ხდება გამონაკლისებიც, ვინაიდან ისინიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორც სხვა ყველა ჩვენ-დანარჩენი, მათაც უწევთ ზედმეტი თმის მოცილება სახიდან თუ სხეულის სხვა ნაწილებიდან, იკეთებენ მაკიაჟს, იღებენ შხაპსა და ფერუმარილის მეშვეობით მალავენ ნაკლოვანებებს. ამ ყველაფრის მიუხედავად კი, მაინც ხვდებიან პაპარაცის ობიექტივში, რომელსაც მათი არც ერთი წვრილმანი არ რჩება კამერებს მიღმა და გვანახებს ვარსკვლავებს სულ სხვა რაკურსით და არა ისეთს, როგორიც პრიალა ყდებიდან იდეალებად გვევლინებიან.


image



წარდგენას არ საჭიროებს ვიქტორია სეკრეტის ანგელოზები, მათ ხომ მთელი მსოფლიო იცნობს. თუმცა, ბევრმა არ იცის თუ რა წნეხში გადიან ლამაზმანები მანამ, სანამ ულამაზეს შოუს შემოგვთავაზებენ და გაახარებენ ბევრის გულს.


მოდით, შევიჭყიტოთ კულისებში და ვნახოთ როგორ ემზადებიან ქალღმერთები პოდიუმზე გასვლამდე და ზოგადად ბოლო თვე, სანამ არნახულ წარმოდგენაზე ვიხილავთ მათ.




1. ისინი "ქუსლებზე ცხოვრობენ". image

ლამაზმანები დღეში 5-7 საათი ქუსლებით არიან, სხვა ყველა ფეხსაცმელს უბრალოდ "ბოიკოტს" უცხადებენ. აუცილებელია, რომ პოდიუმზე გასვლამდე სწორედ ეს ქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვათ და მათ ფეხზე მოჯდეს, რომ უკვე შოუზე პრაქტიკულად იგრძნონ თავი.





2. საცურაო კოსტიუმების ქვეშ უხილავი საცვლები აცვიათ. image


იმისათვის, რომ სცენაზე მხოლოდ საჭირო რაღაცები გამოჩნდეს და სხვა არაფერი, მოდელებს ხორცისფერი (კანისფერი) საცვლები და საჭირო რაღაცები აცვიათ კოსტიუმების ქვეშ.





3. საცურაო კოსტიუმებს კონტროლისთვის მათზე აწებებენ.

image

დიახ, არ მოგეჩვენათ, მათზე აწებებენ სცენაზე გასვლამდე საცურაო კოსტიუმებს ორმხრივი წებოვანი ლენტის საშუალებით, რომ ყოველგვარი გაუთვალისწინებელი სიტუაციის შემთხვევაშიც ადგილზე დარჩეს ყველაფერი.





4. საცურაო კოსტუმებს პირდაპირ მოდელების ტანზე კერავენ. image

ვინაიდან, ზოგიერთი საცურაო კოსტიუმი თხელია, ძალიან მომდგარი და გარკვეული მასალის, რომლის ჩაცმა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება ან გაიხევა ჩაცმის დროს, მათ პირდაპირ მოდელების ტანზე კერავენ.





5. მოდელებს ძილში აწესრიგებენ (უკეთებენ მაკიაჟს, თმას და ა, შ). image


ვინაიდან პოდიუმზე გასვლამდე მოდელების მოწესრიგებას დიდი დრო სჭირდება, თითქმის 4 საათს ითვლის თითო ლამაზმანის ფორმაში მოყვანა, ისინი მომზადების პროცესში წაუძინებენ ხოლმე.





6. ისინი იყენებენ ავტორუჯს. image


წარმოდგენამდე ორი კვირით ადრე გოგონები მიმართავენ სალონებს და სილამაზის ცენტრებს, სადაც იტანენ ავტორუჯს.





7. მათ აცმევენ და ხდიან. image


თუ გავითვალისწინებთ მათ ვიწრო ე, წ კომბენიზონებს, ფრთებს და სხვა მორთულობებს, ადვილი მისახვედრია, რომ დამოუკიდებლად მათი ჩაცმა-გახდა შეუძლებელია. მოდელებს ყავთ ორი დამხმარე ამ ყველაფრისთვის.





8. დღეში ორჯერ ვარჯიშობენ. image


შოუმდე ერთი თვით ადრე სპორტ დარბაზებში დადიან ისინი, ორმაგად დატვირთულად თანაც - დღეში 2-ჯერ, რომ შოუზე სრულ ფორმაში იყვნენ.





9. გაგიკვირდებათ და ისინი ნამდვილად სადილობენ. image


შოუს წინ კულისებში მათ აქვთ ყველა საჭირო პროდუქტი და საჭმელი, რომლის მირთმევასაც ავალდებულებენ, რომ სისხლში შაქრის დონე შენარჩუნდეს და ორგანიზმს კი ძალები ჰქონდეს, რათა დატვირთული დღის გამო რომელიმემ პოდიუმზე გონება არ დაკარგოს.




0
2936
7-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
2936
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0