x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სომხეთში ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსი კიდევ 700 ადამიანს აღმოაჩნდა
სომხეთში უკანასკნელი 24 საათის მანძილზე კორონავირუსის 700 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რითაც ჯამში დაავადების მქონე პირთა რიცხვი 29 285-მდე გაიზარდა. ბოლო საათებში ასევე გარდაიცვალა 7 პაციენტი, რითაც Covid-19-ით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 491 გახდა.


სომხეთის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აცხადებს, რომ Covid-19-ის მქონე კიდევ 158 პაციენტის სიკვდილის მიზეზი “სხვა დაავადებები” გახდა.


სომხეთი რუსეთის დე ფაქტო კოლონიაა. ამიტომ აქ ყველაფერი ზუსტად ისე ხდება, როგორც რუსეთში. სიკვდილიანობასაც ანალოგიურად აღრიცხავენ, რაც დიამეტრულად განსხვავდება ევროპაში აღრიცხული სიკვდილიანობისგან. ჰქონდა პირს რაიმე თანხმლები დაავადება და კორონავირუსით გარდაიცვალა? ანგარიშობენ სწორედ ამ თანხმლებ დაავადებას, რაც ევროპაში წარმოუდგენელია. სწორედ ამიტომ არის სიკვდილიანობის მაჩვენებელი ასე დაბალი. ის ხელოვნურად არის შემცირებული.


აღსანიშნავია, რომ Covid-19-ისგან ბოლო 24 საათის მანძილზე სომხეთში სულ რაღაც 205 პირი გამოჯანმრთელდა, რითაც გამოჯანმრთელებულ და ვირუსის მქონე პირთა რაოდენობებს შორის ძალიან დიდი დისბალანსი დაფიქსირდა. განსაკუთრებით შემაშფოთებელი კი ისაა, რომ კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა კლებისკენ არ მიდის.



ამის მიზეზი სომხეთის მოსახლეობის არაჯანსაღი დამოკიდებულებაა კორონავირუსის მიმართ, რაზეც ორიოდე კვირის წინ პრემიერმა ფაშინიანმაც ისაუბრა. საქმე იმაშია, რომ სომხეთში ძალიან ძლიერია რუსული მედიასაშუალებების გავლენა. სწორედ რუსეთი ახდენს გავლენას საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე სომხეთში. ხოლო გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთის დამოკიდებულება კორონავირუსის მიმართ არასერიოზულია, ანალოგიური დამოკიდებულებაა აღმოცენებული სომხეთშიც. გამოკითხვებში სომხების დიდ ნაწილს არც კი სჯერა კორონავირუსის არსებობის. გავრცელებულია ათასგვარი შეთქმულების თეორია კორონავირუსის შესახებ, რასაც კრემლის კონტროლქვეშ არსებული და ფრთებშეკვეცილი მედია, რომელიც გადარჩენის ერთადერთ რესურსს შარლატანობაში ხედავს, კიდევ უფრო აღვივებს. ამიტომ წესით გაოცებას არ უნდა იწვევდეს ის უმძიმესი ვითარება, რასაც სომხეთში პანდემიის გავრცელებასთან დაკავშირებით აქვს ადგილი.


კორონავირუსი

0
10
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
10
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0