x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
დიანა ტრაპაიძე „რუსთავი 2“-ზე „კურიერს“ წაიყვანს
image


ტვ პირველიდან წასულ ჟურნალისტს დიანა ტრაპაიძეს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში ვიხილავთ. ინფორმაცია ბოლო ხანებში ვრცელდება, თუმცა ჟურნალისტმა მხოლოდ ახლა დაადასტურა, რომ არხის ხელმძღვანელობისგან ეს შემოთავაზება მართლაც მიიღო და მოლაპარაკებებიც მიმდინარეობს.

'

წინასწარი ინფორმაციით, დიანა ტრაპაიძე იგივე ფორმატის გადაცემებს გაუძღვება, როგორსაც ტვ პირველის ეთერში ამზადებდა. ჯერ დაზუსტებული არ არის, თუმცა, სავარაუდოდ, დიანა ტრაპაიძე დღის „კურიერის“ ფორმატის წამყვანი გახდება, რომელიც 15 საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ დაიწყება და სტუმრების ბლოკთან პირდაპირ დიალოგს მოიცავს.



ტრაპაიძე იმასაც ადასტურებს, რომ იგივე ფორმატის გადაცემას გეგმავს, რასაც მანამდე ამზადებდა.


„დღის პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანად განვიხილები.“ - უთხრა მან კოლეგებს.


შეგახსენებთ, ვახო სანაიასა და ნინო ჟიჟილაშვილთან ერთად დიანა ტრაპაიძემ ტელეკომპანია პირველი რამდენიმე კვირის წინ დატოვა.


„არა, „რუსთავი 2“-ზე არ გადავდივარ. ჯერჯერობით ვისვენებ და ვერცერთ ტელევიზიაში ვერ მიხილავთ“, - განაცხადა ტრაპაიძემ არხის დატოვებისთანავე და დასასვენებლად შავი ზღვის სანაპიროზე გაემგზავრა.



როგორც იმხანად ჟურნალისტებმა განმარტეს, ტვ პირველიდან წასვლის ერთადერთი მიზეზი ის არის, რომ მათი და არხის მენეჯმენტის ხედვები აღარ ემთხვევა ერთმანეთს. ამის მიზეზი კი ნოდარ მელაძისა და მისი გუნდის არხზე მოსვლა გახდა, მათი სარედაქციო პოლიტიკა და გაშუქების სტანდარტები მიუღებელი აღმოჩნდა მათთვის.


ცნობისთვის, ტელეწამყვანებთან ერთად არხი დატოვეს და „ფორმულაზე“ გადავიდნენ გადაცემა "პოლიტმეტრის" პროდიუსერი გიორგი დარჩაშვილი, პროდიუსერი და ჟურნალისტი ხატია შამანაური, წამყვანი-ჟურნალისტი გიორგი კიკაბიძე, წამყვანი და ჟურნალისტი სოფო მაისურაძე, პროდიუსერი მიხო კოტეტიშვილი.

0
26
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0