x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გადაიწერე - ციხეში: გამოცდების ჩაბარების უსასტიკესი წესი ჩინეთში

image


ხარისხიანი განათლება - ახალგაზრდებისთვის ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყისი, სახელმწიფოსთვის კი - სტაბილური და აყვავებული მომავლის გარანტიაა. შესაძლოა, სწორედ ამიტომ, ჩინეთში ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, აბიტურიენტთა პატიოსნებაზე სერიოზულად დაფიქრდნენ. მართალია, ახალგაზრდებს, რომლებიც გამოცდებზე იწერენ, ჯერჯერობით თავებს საჯაროდ არ აჭრიან, თუმცა აი, "შპარგალკების" განსაკუთრებული სიყვარულის გამო მათ ციხეში კი ნამდვილდ უშვებენ.


image



გადაწერა აქ მკაცრად იკრძალება


რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ზოგიერთი, საკმაოდ უწყინარი ქმედებაც კი ჩინეთში კანონით ისჯება. ცისქვეშეთში მოქმედი მთელი რიგი აკრძალვები თავისი სისასტიკით ყველას შოკში აგდებს. მაგალითად, ქვეყნის კანონმდებლობის თანახად, აბიტურიენტებს გამოსაშვები გამოცდის დროს გადაწერა მკაცრად ეკრძალებათ. რა თქმა უნდა, გადაწერა არც ერთ ქვეყანაში ნებადართული არ არის, თუმცა სხვა ერებისგან განსხვავებით, მხოლოდ ჩინელებმა გადაწყვიტეს აღნიშნული დანაშაულისთვის სასჯელის ფორმად პატიმრობა განესაზღვრათ.


image



ეს წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი მოვლენაა ქვეყნის ცხოვრებაში


საქმე იმაშია, რომ ჩინეთში გადაწერა სისხლის სამართლის დანაშაულს უტოლდება, რამაც აბიტურიენტი შესაძლოა ციხის გისოსებამდეც კი მიიყვანოს. როგორც ჩანს, ხელისუფლება თავისი კურსდამთავრებულთა ცოდნის ხარისხით შეშფოთებული სერიოზულად არის. ის, ვინც "გაოკაოს" (გამოსაშვები გამოცდები) ჩაბარების დროს გადაწერას გაბედავს, შეიძლება სამი წლის ვადით პატიმრობა შეეფარდოს. მეტიც, "დამნაშავე" სასჯელის მოხდის შემდეგ "გაოკაოს" ხელმეორედ გადაბარებას კიდევ სამი წლის განმავლობაში ვერ შეძლებს. ამრიგად, ახალგაზრდა განათლების ეროვნული სისტემიდან პრაქტიკულად 6 წლის ვადით ირიცხება.


image



შეიძლება ასეც არის საჭირო


გაინტერესებთ, რატომ აქცევს ხელისუფლება გამოსაშვებ გამოცდებზე ახალგაზრდების მომზადების ხარისხს ასეთ დიდ ყურადღებას? ყველაფერი იმაზე მარტივია, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. ის, ვინც "გაოკაოს" წარმატებით ჩააბარებს, საშუალება ეძლევა ბედი უკვე ქვეყნის საუკეთესო უნივერსიტეტებშიც სცადოს, რაც მისი ბედნერი მომავლისა და ამავდროულად, ქვეყნის წარმატების მთავარი გარანტია. აღნიშნული წესი ჩინეთში 2016 წლიდან მოქმედებს. სხვათა შორის, სამართალდამრღვევს სასჯელისგან თავის არიდება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ ის გირაოს გადაიხდის, რომელიც საკმაოდ დიდ თანხას შეადგენს.


image



პედაგოგები ყველაფერს უპილოტო საჰაერო ხომალდებით აკონტროლებენ


მთავრობა საგამოცდო კონტროლის სფეროში მხოლოდ არაკეთილსინდისიერი კურსდამთავრებულების დასჯით არ შემოიფარგლება. როგორც წესი, სკოლების თავზე "გაოკაოს" გამოცდების დროს, სპეციალური უპილოტო საჰაერო ხომალდებიც დაფრინავენ, რომლებიც ნებისმიერ შემომავალ სიგნალს ახშობენ და ამით, ახალგზრდებს არც ინტერნეტში შესვლის და არც ზარის განხორცილების საშულებას აძლევენ. რა თქმა უნდა, სპეციალური აღჭურვილობის მქონე "მულტიკოპტერის" გამოყენების ფუფუნება ჩინეთის ყველა სკოლას არ აქვს, ამიტომ ნაკლები ფინანსების მქონე საგანმანათლებლო დაწესებულებებს პრობლემის გადაწყვეტა მოძველებული მეთოდით, კერძოდ კი - აი, ასეთი ექსტარავაგანტული ქაღალდის ქუდებით უწევთ.



0
35
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
35