x
მეტი
  • 08.08.2020
  • სტატია:102335
  • ვიდეო:347169
  • სურათი:466192
დედოფლისწყაროს ყველაზე მოწყვეტილ სოფელში პირველი მართლმადიდებლური ტაძარი აშენდა
image


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საბათლოში ეკლესია გაიხსნა.


წმ. იოანე ნათლისმცემლის შობის სახელობის ტაძარი ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიის მღვდელმთავარმა, მეუფე დიმიტრიმ აკურთხა და პირველი წირვა აღასრულა.


როგორც ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიაში დედოფლისწყაროს ტელევიზიას განუცხადეს, ტაძარი მოქმედი იქნება და იქ იღუმენი იაკობი (ჩაგუნავა) იმსახურებს.



ტაძარი ბიზნესმენ ნიკოლოზ ბენიაიძის დაფინანსებით აშენდა. მისივე შემოწირულობებით და ძალისხმევით შენდება სოფელ არხილოსკალოს ტაძარიც.


„ეს პირველი ტაძარია დედოფლისწყაროში, რომელიც მეუფე დიმიტრიმ ამ ეპარქიაში აკურთხა. გამოვთქვავთ ვარაუდს, რომ ახლად ნაკურთხი ტაძარი და სასულიერო პირებთან ურთიერთობა დადებით როლს შეასრულებს სოფელ საბათლოს მკვიდრი მოსახლეობის სულიერ ცხოვრებაში, “ - აცხადებენ ეპარქიაში.
.
უკიდურესი აღმოსავლეთით მდებარე სოფელი საბათლო ძირითადად ეთნიკური სომხებითაა დასახლებული და ამ დრომდე იქ მართლმადიდებლური სალოცავი არ მოქმედებდა. სოფელი დედოფლისწყაროს რაიონული ცენტრიდან მკვეთრად მოწყვეტილია და 70 კილომეტრითაა დაშორებული. აზერბაიჯანის საზღვრის სიახლოვეს, ასი წლის წინ, სოფელი მას შემდეგ წარმოიშვა, რაც მეოცე საუკუნის დასაწყისში აზერბაიჯანში მომხდარ ეთნიკურ კონფლიქტს სომეხი ეროვნების მოქალაქეები გაერიდნენ და სოფელ საბათლოში დასახლდნენ.


imageimage

imageimage

0
93
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
93
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0