x
image
გემი დალანდი
21 შთამბეჭდავი ფაქტი ჩვენს სხეულზე, რომლებიც ბევრმა არ იცის
image

თითქოს შესანაშნავად ვიცნობთ ჩვენს სხეულს, მაგრამ სინამდვილეში ადამიანის ორგანიზმი რთული და ამოუცნობი მექანიზმია, რომელსაც ზოგჯერ ჩიხში შეჰყავს მედიცინა და მეცნიერება.

ეს ფაქტები შესაძლოა ბევრ თქვენგანს არც კი სმენია:

1.ადამიანის პირში იმაზე მეტი ბაქტერიაა, რამდენი ადამიანიცაა დედამიწაზე, და უფრო მეტიც.


2.თეთრი ლაქა ფრჩხილზე-ეს ფრჩხილის ფესვის ნაწილია. მისი შეფერილობა კი სისხლძარღვების სიმცირით აიხსნება. მტვრევადი და რბილი ფრჩხილები, რომელზეც ეს თეთრი ნახევარმთვარე არ არის-ფარისებრი ჯირკვლის მომეტებულ აქტიურობაზე მიანიშნებს.

image

3.ენის ანაბეჭდი აბსოლუტურად უნიკალურია, როგორც თითის.

image

4.ყოველდღიურად ადამიანი 600 მილილიტრ ნერწყვს გამოიმუშავებს.

5. ტვინს შეტყობინება 400 კმ/სთ სიჩქარით მიეწოდება.

6.არსებობს სისხლის არა 4, არამედ 29 ჯგუფი. მათგან ყველაზე იშვიათია ბომბეის ქვეჯგუფი.

7.ერთი დღის განმავლობაში ჩვენი სისხლი 19312 კმ-ს გადის სისხლის მიმოქცევის სისტემაში.

image

8.ჩვენი ორგანიზმის ნერვების მთლიანი სიგრძე 75 კმ-ია.

9.დღის განმავლობაში ადამიანი დაახლოებით 20 000-ჯერ ჩაისუნთქავს.

10.ადამიანებს შეუძლიათ 10 მილიონამდე შეფერილობა გაარჩიონ, უბრალოდ, მათ სახელებს ვერ დაიმახსოვრებენ.

11.ადამიანთ უმეტესობას ყურები წელიწადში მილიმეტრის მეოთხედით ეზრდებათ.

12.წლის განმავლობაში ადამიანის გული 35 მილიონჯერ იკუმშება.

13.ადამიანი ყოველდღიურად კანის მილიონამდე უჯრედს კარგავს. ყოველწლიურად ეს მასა 2 კგ-ია.

14. ბიჭებს ენაზე გაცილებით ნაკლები გემოს რეცეპტორები აქვთ, ვიდრე გოგონებს.

15.ადამიანის კანის 1 კვადრატული სანტიმეტრი დაახლოებით 100 მტკივნეულ წერტილს იტევს.

16.ერთი ადამიანი თავისი სიცოცხლის მანძილზე დაახლოებით 35 ტონა საკვებს მიირთმევს.

image

17.თვალების ხამხამზე დაახლოებით სიცოცხლის 5 წელი იხარჯება. საბედნიეროდ, ხამხამთან ერთად სხვა რამის კეთებაცაა შესაძლებელი.

18.თავის ტვინში ერთი წამის განმავლობაში 100 000 ქიმიური რეაქცია ხდება.

19. თქვენი დაცემინება 160კმ/სთ სიჩქარით ვრცელდება.

20.ღიმილის დროს სახის 17 კუნთი მუშაობს, ტირილისას კი-43.

21.პრაქტიკულად ყველა ადამიანის წამწამებზე ცხოვრობს ტკიპა დემოდექსი.

image


1
2292
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
2292
  
2020, 9 ივლისი, 5:48
აუუ წარმომიდგენია ეხლა რამდენი ტკიპა მეყოლება წამწამზე
0 1 1