x
მეტი
  • 15.08.2020
  • სტატია:102556
  • ვიდეო:347336
  • სურათი:466510
"ჩემს მეხსიერებაში ასეთი მძიმე არაფერი მქონია." ნანუკა ჟორჟოლიანის სასოწარკვეთილი მიმართვა საზოგადოებას.

image

ჩვენთვის ყველასათვის ძალიან საყვარელი და უნიჭიერესი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სასოწარკვეთილ პოსტს აქვეყნებს თავის "ფეისბუქის" გვერდზე. როგორც ჩანს მას ძალიან რთული პერიოდი აქვს ცხოვრებაში. ნანუკა ჟორჟოლიანი მიმართავს საზოგადოებას, რათა ილოცონ მისი დედის, დარეჯანის გადასარჩენად, რომელიც ნანუკას თქმით ძალიან მძიმედ არის, თუმცა ფაქტები უცნობია. არ ვიცით კონკრეტულად რა აწუხებს ქალბატონ დარეჯანს, მაგრამ მოდით კიდევ ერთხელ გავერთიანდეთ და ყველა ერთად დავეხმაროთ ჩვენი ლოცვითა და ვედრებით. ჯანმრთელობა ვუსურვოთ ნანუკას უძვირფასეს დედას და ღმერთს შევთხოვოთ მისი გადარჩენა. ახლა კი იხილეთ რა სტატუსს აქვეყნებს ნანუკა ჟორჟოლიანი თავის გვერდზე.

"უმძიმესი კვირა მაქვს. ჩემს მეხსიერებაში ასეთი მძიმე არაფერი მქონია ცხოვრებაში. დედა მყავს ცუდად. ეს თემა დახურული მაქვს ზოგადად, მეგობრებისთვისაც კი, უბრალოდ ფაქტი იცის ყველამ.

არ ვიცი ვის, რისი გწამთ, ვინ ვის სთხოვთ, როცა რამე გიჭირთ, ვინ, სად ლოცულობთ, თხოვეთ რომ დედაჩემიც გადარჩეს. მისი სახელია დარეჯანი. ყველაზე საყვარელი დარეჯანია მთელს სამყაროში."


ამ პოსტს, როგორც ხედავთ უამრავი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის ნიკა გვარამიასიც:
"საშინელებაა. რა გითხრა, როგორ გაგამხნევო, არ ვიცი. ეს ის თემაა, სადაც გაძლების მეტს არაფერს აზრი არა აქვს."
image
ასე რომ ისღა დაგვრჩენია ნანუკას გამძლეობა ვუსურვოთ და ღმერთს ქალბატონი დარეჯანის გადარჩენა შევსთხოვოთ.
1
2054
1-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
2054
  
7 ივლისი, 14:28
ციცი ერთი შენ ხარ უნიჭიერესი და მეორე ეგ, ნანულა. დედა კარგათ ყავდეს და ისე უნიჭიერესზე კარგად გამაცინე
0 1 1