x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134046
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
აზერბაიჯანული ანტირეკორდი: კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 20 ათასს ასცდა

უკანასკნელი დღე-ღამის მანძილზე ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების კვლავ ძალიან მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. Covid-19-ის დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი ბოლო 24 საათის მანძილზე აქ 523-ს ასცდა, რაც ძალიან დამაფიქრებელია, რადგან აქამდე აზერბაიჯანში ჯერჯერობით არ შეინიშნება ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესების თუნდაც მცირედი იმედისმომცემი ნიშნებიც კი. ძალიან მაღალია დადასტურებულ შემთხვევათა ჯამური რაოდენობა, რაც 20 324-ს შეადგენს, საიდანაც ბოლო საათების მანძილზე 9 პირი გარდაიცვალა, რითაც კორონავირუსის მსხვერპლთა საერთო რიცხმა 250 შეადგინა, ხოლო ივლისის თვის მთლიან მონაცემებს რაც შეეხება, ეს თვე ინფიცირების რაოდენობის მკვეთრი და მართლაც სარეკორდო ზრდით არის გამორჩეული.


აღსანიშნავია, რომ კორონავირუსისგან აზერბაიჯანში სულ 11 742 ადამიანი განიკურნა. დაავადების პირველი შემთხვევა აქ 28 თებერვალს დაფიქსირდა, თუმცა ხელისუფლება და მოსახლეობა უგულისყუროდ და დაუდევრად მოეკიდნენ პანდემიას, რადგან აზერბაიჯანში ძალიან ძლიერია პროპუტინისტური საინფორმაციო სააგენტოების გავლენა, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების ადრეულ ეტაპზევე მოძღვრავდნენ მოსახლეობას, რომ Covid-19 “სულაც არ იყო საშიში” და რომ ის “გრიპის ჩვეულებრივი ვირუსისგან არ განსხვავდებოდა”, რამაც შესაბამისი სავალალო შედეგები მოიტანა.


აზერბაიჯანი


0
391
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
391
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0