x
მეტი
  • 15.08.2020
  • სტატია:102555
  • ვიდეო:347336
  • სურათი:466510
ერეკლე მეფის როლი სომხეთის ეროვნულ განმანთავისუფლებელ მოძრაობაში
image

როგორც სომხური და ინგლისური წყაროებიდან ირკვევა ერეკლე მეფე დიდი იმედი ყოფილა სომხეთის ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობისთვის. მათი მეორე ჯგუფის მეთაურს იოსებ ემინს (1726-1809) და შამირ აღას კარგად ესმოდათ რომ XVIII საუკუნის საქართველო და ქართველები ერთ-ერთ თვალსაჩინო როლს ასრულებდნენ იმდროინდელ ახლო თუ შუა აღმოსავლეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში და ამით იყო გამოწვეული ემინის საქართველოში ვიზიტიც (პირადი საუბრები ერეკლესთან ტიფლისსა და თელავში) და შამირ აღას ძღვენები, წერილები და ლორეში გადმოსახლების სურვილიც კი.


აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი არ კმაყოფილდებოდა ერეკლეს დახმარებით ანთავისუფლებულ სომხეთისთვის კონსტიტუციის პროექტის შედგენით და თვით ერეკლესაც ურჩევდა მოეხდინა თავის სახელმწიფოში ძირითადი რეფორმები – გაეუქმებინა ბატონყმობა, უზრუნველყო პიროვნების თავისუფლება, ქონების ხელშეუხებლობა, სარწმუნოების შემწყნარებლობა – ერთი სიტყვით მოესპო კავკასიაში ფეოდალური წყობილება, აზიური დესპოტიზმი და მის ნაცვლად დაემყარებინა მოწინავე ბურჟუაზიული რესპუბლიკა შორეული ამერიკის სახელმწიფოს მსგავსად.


image



შამირ აღას პოლიტიკური ოცნება იყო შეექმნა კავკასიაში ერეკლეს დახმარებით ქართველთა და სომეხთა გაერთიანებული ბურჟუაზიული რესპუბლიკა. ამ იდეას მხარს უჭერდა ოსტ-ინდოეთის კამპანიის მთავარი წარმართველები – ბრიტანელებიც.

0
483
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
Mediator image
483
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0