x
მეტი
  • 21.09.2020
  • სტატია:103454
  • ვიდეო:347746
  • სურათი:467737
პირველი ქალი ექიმის საიდუმლო: რატომ მალავდა თავის ვინაობას
ექიმი ჯეიმს ბერი იყო პირველი ინგლისელი ექიმი ქალი. იმ დროისთვის ინგლისში აკრძალული იყო ქალებისთვის სამედიცინო სკოლებში სწავლა. საინტერესოა, თუ როგორ გახდა ექიმი ჯეიმს ბერი.... მან ძალიან მარტივად თავი მოაჩვენა კაცად.


image





მისი ნამდვილი სახელი ჯეიმს მირანდა სტიუარტ ბერი იყო. იგი დაიბადა 1795 წელს ქალაქ ლონდონში(თუმცა დაზუსტებით არავინ იცის). ზოგი ფიქრობს რომ ის იყო მდიდარ ან სამეფო ოჯახიდან.


მას ძალიან ხშირად აბულინგებდნენ უწვერობის და სიდაბლის გამო, მაგრამ არავის არ გასჩენია ეჭვი რომ იგი ქალი იყო. მან წარმატებით დაამთავრა ედინბურგის უნივერსიტეტი, შემდეგ გადავიდა სამხედრო ექიმად არმიაში. არავვინ არ იცის, თუ როგორ მოახერხა ფიზიკური გამოცდების ჩაბარება.



image





45 წლის მანძილზე ექიმი ბერი იყო ინგლისის ოფიცერი და წარმატებული ქირურგი, მისი ღვაწლი ძალიან დიდი იყო ბრიტანული არმიის წინაშე. მან შექმნა მაღალი სტანდარტები არმიაში. იმ დროისთვის ინგლისს უამრავი კოლონია ჰქონდა მსოფლიოს გარშემო. ერთხელ როდესაც სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრა, მან გუბერნატორის ქალიშვილი გადაარჩინა, რის შემდეგაც გუბერნატორის პირადი ექიმი გახდა.


1857 წელს 62 წლის ასაკში ექიმი ბერი გახდა ინსპექტორ გენერალი კანადაში. მან გააუმჯობესა ჯარისკაცების საცხოვრებელი პირობები. 1859 წელს ექიმი გახდა ავად და მოუწია პენსიაზე გასვლა ინგლისში. იგი იყო მარტოხელა, 1865 წელს 71 წლის ასაკში გარდაიცვალა.













0
516
7-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
Mediator image
516
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0