x
image
დავითი ჩუთლაშვილი
მსოფლიოს 10 უცნაური და გასაოცარი ფაქტი, რაც შენ ჯერჯერობით არ იცი
1. 2012 წელს ნიუ-იორკში მეცნიერებმა ჭიანჭველას სრულიად ახალი სახეობა აღმოაჩინეს, რასაც მანამდე არ იცნობდნენ. ჭიანჭველას მათ “მანჰეტანტი” უწოდეს.


2. მსოფლიოს უდიდესი ლიმუზინი სიგრძით 31 მეტრია და 26 თვალი აქვს. ის ფლობს წყლის გასაბერ მატრასს, ვერტმფრენის დასაჯდომ მოედანს და აუზს.


3. დანიაში არსებობს ტრადიცია, რომლის თანახმადაც, თუ 25 წელი ისე შეგისრულდა, რომ ჯერ კიდევ დაოჯახებული არ ხარ, დაბადების დღეზე თავზე დარიჩინის მტვერს გაყრიან.


სინგაპური



4. 1965 წელს მალაიზიამ “გარიცხა” სინგაპური თავის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულთა რიგებიდან. ამრიგად სინგაპური ჯერჯერობით ერთადერთი სახელმწიფოა მსოფლიოში, რომელმაც დამოუკიდებლობა საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ მიიღო.


5. ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებობს კანონი, რომლის თანახმადაც კვერცხები გასაყიდად გატანამდე აუცილებლად უნდა გაირეცხოს. ევროკავშირს კი პირიქით, მიღებული აქვს რეგულაცია, რომ კვერცხების გარეცხვა გასაყიდად გატანამდე არ შეიძლება. ორივე ეს კანონი სალმონელას ინფექციის თავიდან ასაცილებლად არის მიღებული.


6. ამერიკის კოსმოსურ სააგენტოს (NASA) დედამიწის გეოსტაციონარულ ორბიტაზე გაყვანილი ჰყავს ორი სატელიტი, რომლებიც გამუდმებით ზომავენ მანძილს მათ შორის, რათა გრავიტაციის გადახრები დააფიქსირონ. ამ ორიდან ერთ სატელიტს ეწოდება “ტომი”, ხოლო მეორეს - “ჯერი”, რადგან ერთი თანამგზავრი გამუდმებით მეორეზე ”ნადირობს”.


7. მიუხედავად სხეულის სიდიდისა, ნებისმიერ ძუძუმწოვარს მხოლოდ 21 წამი ესაჭიროება, რათა შარდის ბუშტი დაცალოს. ეს იმდენად ყოვლისმომცველი და მუდმივი სიდიდეა, რომ მეცნიერები მასთან დაკავშირებით “შარდვის კანონზე” საუბრობენ.


8. მსოფლიოს უდიდესი კინოთეატრი არის “კინეპოლისი” მადრიდში, რომელსაც 25 დარბაზი აქვს 9200 დასაჯდომი ადგილით.


9. ლურჯი ვეშაპის ნაშიერი დაბადებისთანავე 8 ტონას იწონის და 8 მეტრის სიგრძისაა. სიცოცხლის პირველ წელს ახალშობილი დღეში 80 ტონა წონას იმატებს, ანუ 3, 3 კილოგრამს ერთ საათში.


10. “გველის შხამი” - ასე ეწოდება მსოფლიოს ყველაზე ძლიერ ლუდს, რომელიც 67, 5 გრადუს ალკოჰოლს შეიცავს. ამრიგად ის ჩვეულებრივ ვისკიზე გაცილებით უფრო ალკოჰოლურია.


ტომი და ჯერი

0
1027
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
1027
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0