x
image
დავითი ჩუთლაშვილი
ოდესმე არსებობდა თუ არა კინგ კონგი ჩვენს პლანეტაზე?
ალბათ ყველას გაქვთ ნანახი ჯონ გილერმანის “კინგ კონგი” ჯესიკა ლანგის და ჯეფ ბრიჯესის მონაწილეობით მთავარ როლებში - ფილმი უზარმაზარ მაიმუნზე, რომელსაც ქალი შეუყვარდება. მახსოვს, თუ როგორ იყო ჩემ ბავშვობაში სავსე კინოთეატრი ხალხით, როცა იქ “კინგ კონგს” უჩვენებდნენ. მაგრამ ნუთუ ყველაფერი ეს ფანტაზიის ნაყოფია? ნუთუ კინგ კონგს რეალურად არასოდეს უარსებია ჩვენს პლანეტაზე?


გიგანტოპითეკი


როგორც ირკვევა, თქმულებები გიგანტური მაიმუნის შესახებ, რომლებიც საფუძვლად დაედო ჯონ გილერმანის ფინანსურად წარმატებულ კინოპროექტს, ბოლომდე საფუძველს არ არის მოკლებული. უძველეს დროში ჩვენს პლანეტაზე მართლაც სახლობდნენ გიგანტური მაიმუნები. მთლად ისეთი დიდი ზომის რა თქმა უნდა, არა, რომ ტანკები გადაებრუნებინათ და უშველებელი სამხედრო შვეულმფრენები ცათამბჯენის კედელზე მიენარცხებინათ, მაგრამ მაინც უშველებელი ზომისანი. ასეთ მაიმუნებს მკვლევარები დღეს გიგანტოპითეკებს უწოდებენ და ისინი ადამიანის მსგავს მაიმუნთა შორის ყველაზე უშველებელი ზომისანი იყვნენ, აღწევდნენ რა 3 მეტრის სიმაღლეს.


გიგანტოპითეკი დაახლოებით 100 ათასი წლის წინ, თანამედროვე ჩინეთის და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ტერიტორიაზე სახლობდა. როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, ის საშუალოდ ნახევარ ტონას იწონიდა და ზომით თანამედროვე მსოფლიოს უდიდეს მტაცებელ ძუძუმწოვარს, პოლარულ დათვს არ ჩამოუვარდებოდა.


გიგანტოპითეკი

0
367
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
367
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0