x
მეტი
  • 10.08.2020
  • სტატია:102423
  • ვიდეო:347175
  • სურათი:466291
სამხრეთ კორეულმა გოგონათა ჯგუფმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა
image

სამხრეთ კორეულმა გოგონათა ჯგუფმა მორიგი სიმღერით მუსიკალური ინდუსტრიაში ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა .


სამხრეთ კორეის ჯგუფმა BLACKPINK- ის ბოლო მუსიკალურმა ვიდეომ "How You Like That" ერთდროულად რამდენიმე ისტორიული მიღწევა დააფიქსირა და გინესის რეკორდების წიგნში ჩაეწერა.


გოგონების კლიპი გახდა ყველაზე ნახვადი ვიდეო YouTube- ზე, ატვირთვიდან პირველი 24 საათის განმავლობაში. შესაბამისად, იგი ასევე აღიარებულია YouTube- ზე ყველაზე რეიტინგული მუსიკალური ვიდეორგოლად და ყველაზე ნახვად ვიდეოდ, გამოშვებიდან პირველი დღის განმავლობაში.




5 ივნისის მონაცემებით გოგონების ვიდეოკლიპს 220 მილიონი ნახვა აქვს.

image

K-POP ჯგუფი BLACKPINK შეიქმნა 2016 წელს სამხრეთ კორეაში, YG Entertainment-მიერ. შემადგენლობაში 4 გოგონაა:ჯისუ, ჯენე, როსა და ლისა, დებიუტი შედგა 2016 წლის 8 აგვისტოს, სინგლით Square One.



დღეისთვის ჯგუფს გამოცემული აქვს 3 ალბომი და 9 სინგლი, რომლებმაც მულტიპლატინური გახდა სამხრეთ კორეაში და იაპონიაში, ალბომმა Square Up პიკს მიაღწია "ბილბორდის" 200-ე ალბომების ჩარტში ნომერ 40-ე პოზიცაზე, ხოლო ჰიტ- სინგლმა "Ddu-Du Ddu-Du"- Gaon დიაგრამას სამი კვირის განმავლობაში მოექცა სათავეში . Ddu-Du Ddu-Du"- ასევე იყო ჯგუფის პირველი სინგლი, რომელიც მოხვდა Billboard Hot 100-ში, ამჟამად ამ სიმღერას YouTube-ზე 1, 2 მილიარდი ნახვა აქვს.


რა თქმა უნდა ბევრ თქვენგანს ახსოვს, კიდევ ერთი ასევე სამხრეთ კორეელი კეი-პოპ ჟანრის სიმღერა და სინგლი, რომლის ავტორი და შემსრულებელია სამხრეთ კორეელი მუსიკოსი PSY - იყო.



სიმღერის დებიუტი აღინიშნა სამხრეთ კორეის ჩარტში #1 პოზიციით. 2012 წლის 21 დეკემბერს „Gangnam Style“ გახდა პირველი YouTube ვიდეორგოლი, რომელიც მილიარდჯერ ნახეს და შესაბამისად გახდა გონესის წიგნის რეკორდსმენი.

0
328
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
328
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0