x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
5 ივლისის სავსე მთვარე და მთვარის ნაწილობრივი დაბნელება
მთვარის ნაწილობრივი დაბნელება იყო გამთენიისას, როცა დედამიწის ჩრდილი მთვარის ჩრდილოეთ საზღვრებს დაიფინა.

დაბნელებაზე დაკვირვება შესაძლებელი იყო ამერიკიდან და აფრიკიდან, თუმცა სუსტად შეიმჩნეოდა შეუიარაღებელი თვალით.

საქართველოდან დაბნელება არ ჩანდა.


image


ეს იყო ამ ზაფხულის დაბნელებების დერეფნის თხის რქა-კირჩხიბის ღერძზე (თხის რქის მე-14 გრადუსში) ბოლო დაბნელება. ამჯერად მთვარის დაბნელებას არ ამძიმებდა სხვა პლანეტების დაძაბული ასპექტები, თუმცა, მნიშვნელოვანი იყო თხის რქაში დაბრუნებული სატურნის და ასევე ერთდროულად 5 რეტროგრადული პლანეტის (მერკური, იუპიტერი, სატურნი, ნეპტუნი, პლუტონი) გავლენა, რაც იმის მანიშნებელია, რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი სამომავლო გეგმების დასახვისას წარსულში მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინება. სწორედ წარსულზე დაყრდნობით შევძლებთ გადავდგათ სამომავლო ნაბიჯები.

ურანის დადებითი ასპექტი მზესთან და მთვარესთან დაგვეხმარება ახლებურად და ორიგინალურად მივუდგეთ ძველ, მოუგვარებელ პრობლემებს. ეს არის სასიკეთო პერიოდი თავში ჩაღრმავების და სამომავლო გეგმების დასახვისთვის. ცვლილებები კი ძირითადად ჩვენს სულიერ ტრანსფორმაციას უკავშირდება. მკაცრი და სერიოზული სატურნი კი ჩვენგან სიმამაცესა და გაბედულ ქმედებებს მოითხოვს.

image


დედამიწის გარშემო მთვარის ორბიტა თითქმის იგივე სიბრტყეშია, როგორც დედამიწის ორბიტა მზის გარშემო (მხოლოდ 5 გრადუსით სცილდება). მზე ამ დროს ძალზე მცხუნვარე და მაღალია, მაშინ, როცა მთვარე შედარებით ახლოს იმყოფება დედამიწასთან (წინა თვესთან შედარებით) რომელიც მოწითალო ფერს ღებულობს, როგორც მზის ჩასვლა მოწითალო ფერებს ტოვებს ჰორიზონტზე.


მთვარის დაბნელება მთელ მსოფლიოში ძალზედ მნიშვნელოვან მოვლენად არის მიჩნეული. დედამიწის სხვადასხვა ადგილებში მას სახელებსაც კი არქმევენ, მაგ. „ყოჩაღი მთვარე“, „ჭექა-ქუხილის მთვარე“, „შუა მთვარე“, „ვარდების მთვარე“, „თივის მთვარე“, „გურუ მთვარე“ და „დჰარმა მთვარე“. ზოგ ქვეყანაში სადღესასწაულო ზეციურ ტანისამოსში გამოწყობილებიც კი ეგებებიან.

ევროპელებმა ამ სავსე მთვარეს „თივის მთვარე“ უწოდეს, ასევე „თაფლის მთვარე“, „ვარდების მთვარეც“, რადგან ამ პერიოდის მთვარეს ვარდისფერი გადაკრავს.

ინდოელებისთვის „გურუ მთვარე“ - გურუს ან სულიერი მოძღვრის პატივისცემის დრო, ასოცირდება გონების გაწმენდასთან.

ბუდისტებისთვის “დჰარას მთვარე“ - მნიშვნელოვანი ფესტივალი, რომელიც პირველ ქადაგებას გულისხმობს.

ისლამურ კალენდარში ივლისის სავსე მთვარის დროს ომები აკრძალულია.


image


იყავით მშვიდი, მოერიდეთ აგრესიას, აყალ-მაყალს, ჭექა-ქუხილს და დაიყეთ განწმენდილი გონებით ახლებური ცხოვრება.




0
102
3-ს მოსწონს
ავტორი:G-ko 159
G-ko 159
102
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0