x
მეტი
  • 04.08.2020
  • სტატია:102192
  • ვიდეო:347114
  • სურათი:465998
როგორ დავარწმუნოთ სხვები ჩვენს შესაძლებლობებში? რატომ არ სჯერათ იმისი რაც ჩვენ შეგვიძლია? რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის,რა არის საჭირო? ბოლოს ყველა იტყვის,რომ შენ შეგიძლია...

ირგვლივ ყველა უსულო თუ სულიერ არსებას, ნივთს და მათ შორის ბუნებასაც თავისი ისტორია, წარმოშობა აქვს.ბევრი ადამიანი კი ასეთი ორიგინალური ისტორიებით დაინტერესებულია ზოგიც ისეთია, რომ გაგვაკვირვებს, დაგვაფიქრებს ან თუნდაც გაგვაღიმებს, გვასწავლის და ჩვენს განვითარებას შეუწყობს ხელს.ადამიანის ცხოვრებაში განვითარებას მთავარი როლი უკავია, თუ მაგალითად ხარ განუვითარებელი, არაფერი არ იცი რა ხდება მსოფლიოში რა ვითარებაა ელემენტალური განათლება არა გაქვს რთულია დაიმკვიდრო ადგილი თან 21ე საუკუნის თაობაში.ასეა, პატარა თუ დიდი ისტორია რაღაც ამბავია რომელიც გადმოგცემს ისეთ ფაქტებს რაც აქამდე არ ვიცოდით.სწორედ ასეთი პატარ-პატარა ამბებით ვიქმნებით პიროვნებებად, გამოვცდით იმ წვრილმანებს რაც ცხოვრებას თან სდევს.ბევრს ვცდილობთ, ვპოულობთ, ვკარგავთ მაგრამ სადღაც შორი ახლოს ადრე თუ გვიან ვპოულობთ.სწორედ უმნიშვნელო წვრილმანისგან წარმოიქმნება ერთი დიდი მნიშვნელობა.პიროვნების ჩამოყალიბების შემდეგ უკვე ყურადღება ექცევა, თვით მის განვითარებას, სწავლასა და განათლებას ე.ი ადამიანმა უკვე გაიარა პიროვნული განვითარების გზა დაასრულა პირველი ეტაპი, ახლა ის მეორე ეტაპს გადის და ცდილობს შეიქმნას კარიერა.კარიერა კი ქმნის დიდ პასუხისმგებლობას, პასუხისმგებლობა შრომას, თავდაუზოგავ მუშაობას.შრომა კი შემდეგ გადადის ახალ საფეხურზე, დაწინაურებაზე დაწინაურება მაღალი საფეხურია ე.ი შენ განვლე ის რამოდენიმე მთავარი საფეხური რაც გასავლელი გქონდა მაგრამ გგონია ამით დამთავრდა? არა, წინ კიდევ ბევრია ასეთი მსგავსი მაგრამ, ალბათ უფრო მსუბუქი სახეობის ეტაპები.დაწინაურება უკვე ქმნის უზრუნველ მომავალს, რომ გაქვს იმედი საკუთარი თავისა.რაღაც ისეთი შეგიძლია, დამოუკიდებელი ხდები არავის აწვები მხრებზე მოქმედებ მარტო, მუშობ მარტოდ მარტო საკუთარი თავისთვის და იმ მომავლისთვის რომელიც შენ დაგეხმარება ცხოვრების ყველა სხვა დანარჩენ ეტაპზე.ე.ი რისი თქმა მსურდა თქვენთვის? ერთი ეტაპიდან მესამეზე გადახტომა და საფეხურის გამოტოვება არ გამოვა, მაინც შენი გასავლელი იქნება ადრე თუ გვიან და აზრი? აქვს რამეს აზრი? არც არაფერს პირიქით, ირთულებ ამით უფრო და ერთი ნაბიჯით უკან იხევ როცა პირიქით ნაბიჯით წინ უნდა წასულიყავი მაგრამ არაუშავს, ამასაც გადაიტან ზოგჯერ წინ მივისწრაფით, ხანაც უკან მივდივართ აქ, მთავარი პრინციპი რაში მდგომარეობს, რომ არ დაეცე ხელი არ ჩაიქნიო და არ თქვა ``ო, დავიღალე რა, როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე? დასრულდეს ყველაფერი`` არა, ასე არ ქნათ რადგან თქვენი გადადგმული ნაბიჯები წარმატებისკენ წყალში ჩაგეყრებათ.თუ მნიშვნელოვანს იწყებ ცხოვრებაში მაშინ ეს არც უნდა მიატოვო და მას ბოლომდე გაჰყვე არასდროს image
ჩაიქნიო ხელი.მიზანს მიაღწიე, ბოლომდე მიდი და აჩვენე სხვებს რა შეგიძლია.ასე დაამტკიცებ შენს შესაძლებლობებს და თან ორმაგად მოგებული დარჩები.გარანტირებული გექნება საუკეთესო მომავალი, მეტი შესაძლებლობები, შანსები.ამ დროს შენც გაძლიერდები, მოტივაცია გექნება იმისა, რომ უფრო მეტი შეგიძლია და წარმატებას მიაღწევ.აბა, წარმატებები დაიმახსოვრეთ, რომ წარმატება თქვენს ხელშია!

0
29
1-ს მოსწონს
ავტორი:სალომე ბეჟიტაშვილი
სალომე ბეჟიტაშვილი
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0